ნინო სადღობელაშვილი — «დაბადების დღე»

ამ წიგნის ავტორი თავისი ბუნებით უფრო პოეტია, ვიდრე პროზაიკოსი, თუმცა მისი პროზის კითხვისას ვერაფრით იფიქრებ ამას. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან იშვიათი ამბავია. შემოქმედებითი უსაზღვროებაც ეგაა, სხვა კი არაფერი. ეს რომანიც უსაზღვროებაზეა და გაჩერებული და დამყაყებული ყოფის გარღვევაზე, მიზნისკენ სვლაზე, საკუთარი ოცნებების აღმოჩენაზე და ამ აღმოჩენით ნაპოვნ ბედნიერებაზე.

Читать далее
Рубрика: ჩანაწერები | 2 комментария

განსხვავება

ნივთების განსხვავებულობა ადვილად შესამჩნევია. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანების გარეგნობაზეც, შეხედავ და დაინახავ. მაგრამ ადამიანი მარტო გარეგნობა ხომ არაა.

Читать далее
Рубрика: საზოგადოება | Метки: , | Оставить комментарий

თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი — ყიფჩაღი

«ეს ცხოვრება ძალიან ხშირად ბორკილებად იქცევა ხოლმე და ეს ბორკილები დროზე თუ არ მიამსხვრიე, მთელი სიცოცხლე მისი თროკიალი მოგიწევს და მონად ჩასვლა იმ ცივ სამარეში» — ბექა ქურხული

«მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად«

შაირის და მოშაირის რა გითხრათ, მაგრამ მწერლის სახელს მაინც იმათთვის ვიმეტებ, ყელზე ყულფმოსადები რომანების წერა რომ შეუძლიათ, პირველი გვერდიდანვე რომ ჩაგავლებენ კლანჭებს და გათრევენ ცივ და ბნელ ღამეებში, ქარტეხილებში, გულს ამოგაძრობენ, ტვინს აგიდუღებენ, ათასჯერ მოგკლავენ და გაგაცოცხლებენ. კი, ეს მგონია მწერლობა. «ხოცვა ნადირთა მცირეთა» ყველას შეუძლია, რომ მოვინდომო, მეც კი …

Читать далее

Рубрика: ჩანაწერები, წიგნები | Метки: , , | Оставить комментарий

რომ არ დავბადებულიყავი

რომელიღაც წლის აგვისტოს 15-ში მოხდა სრულიად უმნიშვნელო ამბავი — დავიბადე. არაფერი შემატებია ამით კაცობრიობას და რომც არ დავბადებულიყავი, დიდად არც არაფერი მოაკლდებოდა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ იქნებ კიდეც სჯობდა, სულაც არ მოვსულიყავი ამ ქაოსით სავსე სამყაროში. ჩანაწერი სრულად

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , | 6 комментариев

ჭინკისთვალება ანგელოზი

მთლად ცეროდენა არა, მაგრამ ჩემს მტკაველში  რომ მშვენივრად იმართება,იმხელაა, მტკაველი კი ნამდვილად არ მაქვს დიდი. Читать далее

Рубрика: ჩანახატები | Метки: , , , | Оставить комментарий

შვილები

«სად არიან შვილები?..»

ბესიკ ხარანაული

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

სიძულვილის პირისპირ მარტო დარჩენილები. საკუთარი უძლურებით დაფეთებულები. მშობლების გარეშე დარჩენილები, ჩატის ამარა მყოფები. მონიტორს მიჯაჭვულები. ვეშაპების კლანჭებში მოქცეულები. ძიძების გულგრილობაში ამოზრდილები. მოძალადე უფროსების შემხედვარეები. მკვლელი სკოლების მოსწავლეები. უსამართლო სამართლის მსხვერპლები. დაშინებულები. უღონოები. ამბოხებულები, თვალამოთხრილები.

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

უმაქნისი მშობლების შვილები. ვერაფერი რომ ვერ გავუკეთეთ, ქვეყანა რომ ვერ დავახვედრეთ, პირში წყალი დავიგუბეთ და მათ თავში სახლელად დავტოვეთ ყველაფერი.

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

ოცნებებწართმეულები, იმედდაკარგულები, ტყვიით დაწამლულები, კედლებზე შველის თხოვნის დამწერები.

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

ყვავილმიმაგრებული ყულფების ქვეყანაში საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

 

Рубрика: არაპოეტური ლექსები, ემო, ჩანაწერები | Метки: , , , , | Оставить комментарий

ზიგზაგი

არც ვიცი, რამდენი წლისაა. დიდი ბებიასთვის რომ მიჰქონდათ მზითვად, რიონში გადავარდნიათ Читать далее

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, ჩანაწერები | Метки: , , , , | Оставить комментарий

აგვისტოს წიგნი

პროლოგი

მწერალი რომ ვყოფილიყავი, მეც დავწერდი ალბათ დიდ — დიდ ამბებს ბევრ — ბევრი პერსონაჟით, ჩახუჭუჭებული პეიზაჟებით( სიმართლე გითხრათ, ეს ყოველთვის მეზედმეტება პროზაში და, ცოდვა გამხელილი სჯობს, კიდეც ვახტები ხოლმე კითხვისას), კულმინაციით და კვანძის გახსნით. დავხლართავდი ამბრისას და უმბრისას, სიუჟეტში თავიანთ ადგილს მივუჩენდი ყველას და ვეცდებოდი რამე ისეთი მეთქვა ამ ყველაფრით, ერთ კაცს მაინც რომ გამოადგებოდა რამეში. იქნებ კიდეც გამომსვლოდა ეს ყველაფერი, მაგრამ დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ რაც არ უნდა მოინდომო და იწვალო, ვერაფერს იტყვი და დაწერ ისეთს, აქამდე რომ არ უთქვამთ და დაუწერიათ, თან შენზე გაცილებით დიდებს და ნიჭიერებს. მერე ისიც აღმოვაჩინე, რომ ვერც ეს დიდები და ნიჭიერები წერენ იმ ერთ, ყველაზე დიდ, მწერალზე უკეთ, ცხოვრება რომ ჰქვია. ჰოდა, რაკი ეს აღმოვაჩინე, მისი მკითხველობა ვარჩიე. ვკითხულობ ამბებს, ვიკვლევ პერსონაჟებს და მერე ხანდახან მოკლე შინაარსებს ვწერ ამ წიგნებისას. დღეს აგვისტოს წიგნზე ვწერ, მოკლედ, არამწერლურად. Читать далее

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, ემო, ჩანაწერები | Метки: , , , , , , , , , , | 2 комментария

დედაშვილობა

უძილობა.

უდროობა.

შფოთი.

სადღაც შეკუნჭული ცხოვრება.

-გამიშვი! Читать далее

Рубрика: ჩანაწერები, ჩანახატები | Метки: , , , | 1 комментарий

ალყაში

იმდენი ვაგროვე სხვების დარდები, საკუთარი უმაქნის ლოდებად მექცა.

იმდენი ცრემლი ვღვარე სხვების სადარდელზე, საკუთარისთვის თვალები ამომიშრა.

იმდენი ვიფიქრე სხვების შეცდომებზე, საკუთარი ქვიშასავით გამეპარა თითებშუა.

იმდენი ვიზრუნე სხვების სურვილებზე, საკუთარი გვამებად მექცა. Читать далее

Рубрика: არაპოეტური ლექსები, ემო, ჩანაწერები | Метки: , , , | Комментарии к записи ალყაში отключены