Архив за месяц: Май 2011

მარტოობა და ჩვენ

რატომ ეშინიათ მარტოობის? რომ ასეა, ამას წყალი არ გაუვა და არც შემეკამათოთ. აბა დააკვირდით: ადამიანები ეძებენ ურთიერთობებს, იძენენ მეგობრებს. მერე ცდილობენ ამ ურთიერთობების შენარჩუნებას, ზოგჯერ კომპრომისების და ნერვების ხარჯზეც…

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , | 4 комментария

ზოოპარკი და ეროვნული ნიჰილიზმი

იმდენი წელია, ერთი და იგივე ხდება ირგვლივ, წესით კიდეც უნდა მივჩვეოდი ამას და გარკვეულწილად ასეც არის. მგონი, მარტო მე არ ვარ ასე. უკვე ნორმად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება სამისდღემჩიოა და შეუცვლელი. რომ მისი გადაყენება მხოლოდ იმ დროისთვისაა შესაძლებელი, როცა გადაყენება დასჭირდება ამ … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , | Оставить комментарий

ქრომოსომები(ჩემს დას)

23+23=46-ეს ადამინის ფორმულაა. სწორედ ეს ჯამი ქმნის მის თვისებებს, მიდრეკილებებს, გარეგნობას, ხასიათს. რა თქმა უნდა, შემდგომ ამას ემატება ან აკლდება რაღაც-რაღაცები თვითონ ადამიანის მონდომებით, გარემოს გავლენით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, მაგრამ ძირითადი რჩება და ამას გენეტიკა ჰქვია. მოკლედ გამოდის, რომ ადამიანი ქრომოსომებია … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , | 2 комментария

Beyoncé — Run The World და ეროვნული სიამაყე

ნატოზე უკეთესი მაპია, მაპზე უკეთესი ბიონსეს კლიპია! არა, ბიონსე  კია მაპზე უკეთესი, დაინახავ- მოგეწონება, განსაკუთრებით თუ საბუთებში სქესის გრაფაში «მამრ» გიწერია ან თუ მუსიკალურ გემოვნებაში გაქვს გარღვევა. ხოდა, რაკი ჩვენი ძირძველი ქვეყანა მაინც პარტიარქალურია, კია გასაგები ეს საყოველთაო აღფრთოვანება.

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , | Оставить комментарий

საყოველთაო შებრალების დღე

ჩემს კალენდარს ახალი თარიღი ჩაემატა- წმინდანთა საყოველთაო შებრალების დღე. ეს არ არის კონკრეტული თარიღი, ხან როდისაა და ხან როდის. ის სხვების მსგავსად ერთხელ არ არის, შეიძლება წელიწადში ასჯერ, ან კვირაში ერთხელ, ან სულაც ყოველდღე. ამ ბოლო ხანებში უკვე ყოველდღეა.

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , | 8 комментариев

მე, ბლოგი, წიგნი და ადამიანი

დაკარგვის შეგრძნება ერთობ ნაცნობი და მშობლიურია ჩემთვის. ღრმა ბავშვობიდან სულ ჩემთანაა. დაიწყო საყვარელი ადამიანების წასვლით ამქვეყნიური ყოფიდან, რაც, სხვათა შორის, დღემდე ვერ მიპატიებია მათთვის.. არც ტკივილი წასულა არსად. სულ ტყუილია, დრო მკურნალია და ასეთი იდიოტობები. უბრალოდ ყოველდღიურობა და ცხოვრების ქაოსი … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: წიგნები | Метки: , , | Оставить комментарий

ბჭენი ჯოჯოხეთისანი ანუ რა სარგებლობა მოაქვს სკოლას

ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ შემდგარ ქვეყანაში, ეს უდავოა, მაგრამ ახლა ის ვთქვათ, როდისაა ქვეყანა შემდგარი? ამაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს: როცა გიხარია აქ ცხოვრება, მოგწონს აქ ცხოვრება და ფიქრშიც კი არ გაგიელვებს აზრი-«რაღა მაინცდამაინც აქ, ჰა?»

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება, სასკოლო ამბები | Метки: | 7 комментариев