Архив за месяц: Октябрь 2012

ვარდნა

ფარდის გადასაწევად ადგომა არ სჭირდება, გამოყოფს ხელს და ეგაა. მზეა გარეთ, ოღონდ ისეთი, თვალს რომ ახარებს და გულს- ისე რა. მაინც  იხდის საბანს და ეფიცხება, უჩერდება კაი ხანს.სითბო ედება ოდნავ-ოდნავ, უღიმღამოდ დაცოცავს სხივი და ნაკვალევი ვნებაგამოცლილი, უშნო ნაკოცნივით რჩება.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , , , | 21 комментарий

მე, ლორკა და დარბაზი

ისევ შემომიტიეს ბუენდიებმა.  კაი ხანს გაგრძელდა და გადავწყვიტე განტვირთვა მომეწყო საკუთარი თავისთვის. რაკი არაფერი ისე არ მშველის, როგორც თეატრში წასვლა,  დავკარი ფეხი და ბოლო მოსწავლის შემდეგ დამუღრულივით და საოცრად არათეატრალურად გავქანდი.

Ваша оценка:

Рубрика: თეატრი, კინო, მუსიკა | Метки: , , , , , , | 43 комментария

თითქმის რიტორიკულად

ვხედავ, შენც აგიყოლ-ჩაგიყოლია საყოველთაო ხმაურმა. გადევნებ თვალს და მეძალება დარდი. გადევნებ თვალს და ველოდები, როდის გამოაღწევ ამ ქაოსიდან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სენი შეგყრია, უფრო სწორად, ეპიდემია და გული მტკივა.

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , , , | 1 комментарий

შავ-თეთრი

შავი-თეთრი, შავი-თეთრი, ნაცრისფერი და მარტო გაოცება, მეტი არაფერი. ცხოვრება ნეგატივზე და გაკვირვება განუყრელ თანამგზავრად.

Ваша оценка:

Рубрика: ჩანახატები | Метки: , , , , , | 8 комментариев