Архив за месяц: Сентябрь 2015

ზოლებიანი ჩემოდნის არომატი

ონის ცენტრში, მოედანზე, ცხოვრობდნენ ერასტი და მარიამი. შეძლებული ოჯახი ჰქონდათ, უამრავი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელით, სახნავ-სათესებით, სკებით, უზარმაზარი ხეხილიანი ბაღებით.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 4 комментария

შახსეი-ვახსეი

ერთი ძველებური გიტარა ჰქონდა ბებიაჩემს, მზითევიდან შემორჩენილი, წითელი, შვიდსიმიანი, ბაბთიანი. გიტარა და კიდევ ერთი ძველისძველი ხელის «ზინგერი», მრგვალმაქოიანი, ჩასაკეტი ხუფით, ზედ რომ ულამაზესი ქალი ეხატა( მე ასე მეჩვენებოდა, ყოველ შემთხვევაში).

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 5 комментариев

კატერინა

ჩემს კინოთეატრში( ასე დავარქვი ძველ ალბომს, გაცრეცილი შავ-თეთრი ფოტოებით რომაა გაძეძგვილი) ერთი პატარა ფოტოა. ზედ ორი ცალი ბებიაჩემია. ჰო, ერთი ჩემი ტკბილი ქეთო ბებიაა და მეორეც ქეთო ბებიაა, მაგრამ თან მთლად ქეთო ბებიაც არაა. არც მისი ტყუპისცალია. ჰგავს კი ძალიან, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 2 комментария

კინო, რომელიც შავ-თეთრ ფოტოს მოჰყვება

ზემო იმერეთში, ხარაგაულში, როგორც თავად იმერლები უწოდებენ, ხარაგოულში, ერთ გადამწავებულ მთას რომ აუყვები მიხვეულ-მოხვეული, ოღროჩოღრო გზით, ჯანჯღარისგან კუდუსუნი თუ გადაგირჩა და ყელში ამოვარდნილ ნაღვლის ბუშტს თუ მოუხერხე ჩვეულ ადგილზე ჩაბრუნება, ააღწევ კენწეროში და ერთი პატარა სოფელი დაგხვდება.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 5 комментариев

ჩემი ზაფხული

კიდევ ერთი ზაფხული გავაცილე. კიდევ ერთხელ გავაყოლე სული და გული მზის სიმხურვალეს და ვატყობ, მისნაირად მეცვლება ფერი. აწიდააწი მეც გამოვანათებ ხანდახან, მეც ვიმხიარულებ, მაგრამ ისე, ნელ-თბილად, გრილად. მეც დავბერდები მასავით და დაველოდები ჩემს აღდგომას, რომელიც მისას ემთხვევა. ვზივარ დამცხრალ სხივებს … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , , | 2 комментария