Архив за месяц: Январь 2012

მომწყინდა

რუხი, ლორწოვანი, საცეცებიანი, მრავალსახსრიანი, მახინჯი და მყრალი…ამეწება და მგონი, არც აპირებს მოშორებას. ვგრძნობ მის სისველეს და ლორწო ცივად ჩამომდის სხეულზე- ეს არის მდგომარეობა სახელად მომწყინდა…

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , | 9 комментариев

გენია მეზღაპრის ნიღბით

სანამ იმას დავწერ, რისი დაწერაც მინდა, მანამდე ისევ  სამწუხარო რეალობას შევეხები. ჩვენი სასკოლო პროგრამაც და ისინიც, ვისაც ამის სწავლება ევალება, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საშვილიშვილოდ შეაძულონ მოსწავლეს ის, რასაც ასწავლიან და შანსიც არ დაუტოვონ იმის, რომ როდესმე სურვილი გაუჩნდეს ამ … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ადამიანები-სამყაროს სასწაულები, წიგნები | Метки: , , , | 26 комментариев

«გონების საბანზე» დაწერილი ფიქრები

აგერ უკვე რამდენიმე დღეა ვუტრიალებ ამ პოსტს. საერთოდ არ მახასიათებს ეს, თუ დავიწყე, მაშინვე ბოლომდე მიმყავს ხოლმე საქმე. ახლა კი ვგრძნობ, რაღაც მაფერხებს და ეს რაღაც თავად ის ადამიანია, ვიზეც ვწერ. ვფრთხილობ წერისას და ვშიშობ, არ გადამძალოს ემოციებმა, ჩემმა დამოკიდებულებამ … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ადამიანები-სამყაროს სასწაულები, წიგნები | Метки: , , , , | 31 комментарий

ჩარლი ჩაპლინი „წერილი ჯერალდინას“

ჩემო გოგონა, ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: სხვადასხვა | Метки: , | 13 комментариев

პოზიტივი

ჩემს ოთახს ახალი ბინადარი შეემატა- პატარა ჩარლი. ეს ხელნაკეთი თოჯინა-ჩარლია თავისი განუყრელი ხელჯოხით, შლაპით და ასე შემდეგ. ჩემი  ჩარლისადმი სიყვარული უკვე კაი ხანია საყოველთაო ამბავია ყველა ჩემი ახლობლისთვის  და ეს საშობაო საჩუქარიც ამის დასტურია.

Ваша оценка:

Рубрика: ადამიანები-სამყაროს სასწაულები | Метки: , , , | 6 комментариев

სიმდიდრე

უმეტესად ის გადის ხოლმე სახლიდან და მე ვრჩები, დღეს პირიქით იყო. გასვლისას შევხედე და ისე მიყურებდა, გულში სითბო ჩამექცა…ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე, თან კიდეც ამეტირა (ჩემს ატირებას რა უნდა) და ასე აქსუტუნებული. ცხვირგაწითლებული და გულგამთბარი გავედი გარეთ.

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , | 19 комментариев

საშინელი სამუშაო

ადამიანების უმეტესობა მტკივნეულად აღიქვამს ტყუილს. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ისედაც ყველა თავს ვიტყუებთ და კიდევ სხვისგან, დამატებით, მოტყუება უკვე მეტისმეტია.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , | 7 комментариев