Архив за месяц: Май 2012

ვითომ?

ხანდახან მგონია, რომ ორი ვარ. არა, ხანდახან არა, ყოველთვის… ოღონდ ამ გა-ორებას არაფერი აქვს საერთო მიღებულ-გავრცელებულ გაორებასთან, აი, ორი » მე» რომ ხარ და მუდმივად ებრძვი ერთმანეთს… ჩემი ორი «მე» ორივე მე ვარ… ერთი ხილულია და მოქმედება შეუძლია, მეორე კი … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , , | 2 комментария

ქეთუნა

საწერ მაგიდაში ძველი რვეული ვიპოვე, მეშვიდე კლასის ქართულის დავალებების რვეული, გაცრეცილი, გვერდებშემოხეული. არც მახსოვდა მისი არსებობა. გადავშალე და გადავიკითხე. ძალიან ვიხალისე ჩემს თემებზე. კიდევ ერთხელ მივხვდი, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი 🙂 . რა მძიმე ბავშვობა მქონია, რა საოცრებებს გვაწერინებდნენ! … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , , | 4 комментария

მეზობლები ან სამეზობლო თემი

ბლოგის თემატიკას გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ აქამდე რატომღაც არაფერი მითქვამს მეზობლებზე და ზოგადად მეზობლების თემაზე. მგონი თამარას გუშინდელმა პოსტმა შთამაგონა თუ რას მივაწერო, არ ვიცი.

Ваша оценка:

Рубрика: ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , | 8 комментариев

ადგილი

უკვე კაი ხანია, ერთი ფრაგმენტი ამეკვიატა ბავშვობიდან: დედა და მე თეატრში წავედით, რუსთაველში. აი, სპექტაკლი არ მახსოვს. დაგვაგვიანდა და არ ვიცი, ბილეთები აღარ იყო და იმიტომ, თუ რომ დავაგვიანეთ იმიტომ, დარბაზში ვეღარ მოვხვდით და მეოთხე იარუსის ბოლო რიგში მოგვიწია ჯდომამ.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , | 7 комментариев

გააფერადე

რამდენი სასაცილო ფრაზაა ამქვეყნად. გაუთავებლად იმეორებენ ადამიანები ამ ფრაზებს, ან გიმეორებენ და ვერც ხვდებიან, რომ თავს იტყუებენ, ან გატყუებენ…ან ხვდებიან, მაგრამ მაინც იმეორებენ, რაკი თავის მოტყუება ერთგვარი გამოსავალია…

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , , | 6 комментариев

შვიდი პატარა სიცილ-ტირილიანი პიესა

ძალიან გამიტკბა თეატრალური შთაბეჭდილებების ჩაწერ-დაპოსტვა. დღეს ისევ თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლზე ვწერ.ვიცი, მიკერძოებად შეიძლება ჩამეთვალოს, ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ არც ვმალავ. რა ვქნა, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ თეატრის მიმართ. შესვლისთანავე მეუფლება განცდა, რომ სახლში ვარ. აქ რაღაც სხვანაირი გარემოა, არაპომპეზური, არაგატყლარჭული, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: თეატრი, კინო, მუსიკა | Метки: , , , , | 10 комментариев

ვიცით თუ არა მიუზიკლის შეფასება

«ქეთო და კოტეს» ახალმა ვარიანტმა იმდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რომ როგორც კი წავიკითხე აფიშაზე, მაშინვე გავემართე. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთობ კრიტიკულად განწყობილიც. თავიდანვე გაგიმხელთ, რომ სულაც არ დამრჩა ცუდი აზრი, ის კი არა, ვერაფრით მესმის, რატომ ლანძღავდნენ მარჯვნივ და მარცხნივ.

Ваша оценка:

Рубрика: თეატრი, კინო, მუსიკა | Метки: , , , , | 9 комментариев