Архив метки: წარსული

ზოლებიანი ჩემოდნის არომატი

ონის ცენტრში, მოედანზე, ცხოვრობდნენ ერასტი და მარიამი. შეძლებული ოჯახი ჰქონდათ, უამრავი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელით, სახნავ-სათესებით, სკებით, უზარმაზარი ხეხილიანი ბაღებით.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 4 комментария

კინო, რომელიც შავ-თეთრ ფოტოს მოჰყვება

ზემო იმერეთში, ხარაგაულში, როგორც თავად იმერლები უწოდებენ, ხარაგოულში, ერთ გადამწავებულ მთას რომ აუყვები მიხვეულ-მოხვეული, ოღროჩოღრო გზით, ჯანჯღარისგან კუდუსუნი თუ გადაგირჩა და ყელში ამოვარდნილ ნაღვლის ბუშტს თუ მოუხერხე ჩვეულ ადგილზე ჩაბრუნება, ააღწევ კენწეროში და ერთი პატარა სოფელი დაგხვდება.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 5 комментариев

წერილებიდან ნაწერ-ნაფიქრალი

გარეთ ისე წვიმს, ცა ფეხად ჩამოდის მიწაზეო, რომ იტყვიან. ქარი «არხევს და ატოკებს» სველ იასამანს და ბეტყავს ყვავილებში ჩაგროვილ წვიმას. ცა ნაცრისფერია. ვზივარ სავარძელში მოკალათებული ჩემს ფანჯარასთან და ნელ-ნელა ვიკარგები წარსულის ლაბირინთებში.  ეს არაა წარსულს მიჯაჭვულობა და მისი გაიდეალება.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , , | 5 комментариев

პალიმფსესტი

მას მერე, რაც წერამ აიტანა, მწერელი გახდა. დიახ, დიახ, მწერელი, გგონიათ შემეშალა?

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , | 6 комментариев

მე, შენ და ფრენსისი

ი.ლ-ს კარგა ხანია, არაფერი მიმიმატებია აქაურობისთვის. ისედაც, ვატყობ, რომ ამ ბოლო დროს გაცილებით იშვიათად მიჩნდება რაიმეს წერის სურვილი და რაც დრო გადის, მით  მეტად იზრდება ინტერვალი. არ დავმალავ და სულ ერთი სულაც არაა ეს ჩემთვის და ვერ ვიტყვი, რომ არ … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , | 4 комментария

კარადა

სრულიად გაუგებრად, საიდან- არ ვიცი და როდის- არ დამინახავს, სახლში შესულს უშველებელი კარადა დამხვდა. ამის ამოტანას კი დასჭირდებოდა 10 კაცი და სულ ცოტა ერთი საათი და როგორ მოხდა, რომ არაფერი გამიგია და არ ვიცი, უცნაურია ერთობ.

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , , | 6 комментариев

ქეთუნა

საწერ მაგიდაში ძველი რვეული ვიპოვე, მეშვიდე კლასის ქართულის დავალებების რვეული, გაცრეცილი, გვერდებშემოხეული. არც მახსოვდა მისი არსებობა. გადავშალე და გადავიკითხე. ძალიან ვიხალისე ჩემს თემებზე. კიდევ ერთხელ მივხვდი, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი 🙂 . რა მძიმე ბავშვობა მქონია, რა საოცრებებს გვაწერინებდნენ! … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , , | 4 комментария