Архив метки: ცხოვრება

15=0

ხომ გვაქვს ყველას ჩვენ-ჩვენი აჩემებები, იქნებ სხვებისთვის გაუგებარი, იქნებ ჩვენთვისაც აუხსნელი, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ასეთია ჩემთვის ციფრი 5 და ყველა ის რიცხვი, 5-ზე რომ ბოლოვდება. დიდი ხნის აჩემებააა ეს, ბავშვობიდან აკვიატებული.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , , , | 2 комментария

მოგზაური

ზღაპარი? არა, რა ზღაპარი. ასე რომ იყოს, მაშინ აუცილებლად კეთილი ბოლო ექნებოდა ამ ამბავს. არადა, მე, ზაფხულის ამ გრილ საღამოს კლავიატურასთან მჯდომს, წარმოდგენაც არ მაქვს, რით და როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა | Метки: , , , , , , , , | 2 комментария

მარათონი

ისე მალე იღლებიან ის დალოცვილები დროის მარათონში, დაფეხვილები, ქანცგაწყვეტილები ქოქინ-ქოქინით მილასლასებენ. მუხლი ეკეცებათ. მიეყრებიან სადმე მოფარებულ ადგილას და ისეთ ღრმა ძილს მიეცემიან, კაცი ვერ მიხვდება, სძინავთ თუ დაიხოცნენ.

Ваша оценка:

Рубрика: ჩანახატები | Метки: , , , , | 2 комментария

ვარინკა

მოხვედრილხართ როდესმე მტრის ბანაკში? ან თუნდაც ტყვედ მკაცრი რეჟიმის ციხეში? ვერაა სასიამოვნო და შესაშური მდგომარეობა. ახლა წარმოიდგინეთ ამ ყოფაში სასწაულით მოვლენილი ერთადერთი ადამიანი, რომელიც გითანაგრძნობს, არ მონაწილეობს შენს ტანჯვა-წამებაში, პირიქით, გიფრთხილდება, გიცავს და გიმსუბუქებს თავისი ყურადღებით და სიყვარულით ამ ჯოჯოხეთში … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | Оставить комментарий

მტკვარს გატანებული სიცოცხლე

უამრავი ადამიანი ირევა კატერინას ფიქრებში. მერე ამ ფიქრებშივე ლაგდებიან ისტორიებად, პორტრეტებად, პერსონაჟებად, დადებითებად, უარყოფითებად, გასაღიმებლებად, ცრემლის დასაღვრელებად. ვფურცლავ და ვფურცლავ გონებაში ყოველ მათგანს, თავთავიანთი ისტორიებით, ზოგზე ვწერ, ზოგზე-არა, ზოგს სამომავლოდ ვინახავ მარაგად. სწორედ ამ გადანახულებიდან გამოვჩხრიკე ელენე, ჩემი ყოფილი მეგობარი…

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 3 комментария

დღე გარდაცვალების და დაბადების

დიდი ხნის წინაც ასე იყო- იდგა პარასკევი და 15 იანვარი. დილაც ისე გათენდა, როგორც თენდება ხოლმე ზამთრის  დილები. მეც ისე გავიღვიძე, როგორც იღვიძებენ ადამიანები, ისევე მეზარებოდა ნათბილარი ლოგინიდან გადმოსვლა, როგორც ყველას ზამთრის ცივ დღეებში და არ ვიცოდი, რომ იწყებოდა დღე, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 2 комментария

კაბა

შორეულ ბავშვობაში ერთ არაფრით გამორჩეულ ღამეს სიზმარი ვნახე: ვიყავი დიდი, მქონდა გრძელი თმა ცხენის კუდად შეკრული, მეცვა ულამაზესი შავი კაბა.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , , , , | 4 комментария