Архив метки: ცოტა რამ ჩემზე

სიძულვილი

უთქვამთ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. ნაბიჯების რა გითხრათ, მაგრამ მკვლელი, გამანადგურებელი გრძნობა რომაა, ამას კი ვიტყვი. არ გეგონოთ ახლა, მორალისტობას ვაპირებდე და შეგონებებით გიბურღავდეთ ტვინს, რომ არავინ არ უნდა შეიძულო და მტერიც უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ.

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , , | 2 комментария

დღე გარდაცვალების და დაბადების

დიდი ხნის წინაც ასე იყო- იდგა პარასკევი და 15 იანვარი. დილაც ისე გათენდა, როგორც თენდება ხოლმე ზამთრის  დილები. მეც ისე გავიღვიძე, როგორც იღვიძებენ ადამიანები, ისევე მეზარებოდა ნათბილარი ლოგინიდან გადმოსვლა, როგორც ყველას ზამთრის ცივ დღეებში და არ ვიცოდი, რომ იწყებოდა დღე, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 2 комментария

კორო

მე და კორო ერთად ვიზრდებოდით. ორიოდე წლითაა ჩემზე უფროსი.  ვთამაშობდით, ვიძინებდით, ვიღვიძებდით, მაგრამ ამ ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევდა ჩემი წამება.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , , | 2 комментария

კაბა

შორეულ ბავშვობაში ერთ არაფრით გამორჩეულ ღამეს სიზმარი ვნახე: ვიყავი დიდი, მქონდა გრძელი თმა ცხენის კუდად შეკრული, მეცვა ულამაზესი შავი კაბა.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , , , , | 4 комментария

წლის ბოლო

წლის დასასრულს მეც, ილიასი არ იყოს, მომინდა გადამეხედა მიმავალი წლისთვის და      მენახა, რა იყო ისეთი, რითაც შემიძლია კმაყოფილი ვიყო და რა -ისეთი, რითაც ვერაფრით ვერაფრით მოვიწონებ თავს. ჯერ ბლოგიდან დავიწყებ.

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , | 17 комментариев

სიმღერაში დარჩენილი კაცი

ერთი კვირაა გადავიკარგე. ერთი კვირაა არაფერი დამიწერია. კრიზისი? ვერ ვიტყოდი, მიზეზი გაცილებით პროზაულია და თანაც არასასიამოვნო. კიდევ ერთხელ შემომიტია სიკვდილმა და ხელცარიელი არც ახლა წავიდა. კიდევ ერთი ადამიანი გაიყოლა თან და კიდევ ერთი ადამიანით შეამცირა ჩემი ახლობლების სია. ეს ადამიანი … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , | 7 комментариев

სტუმარ-მასპინძელი ანუ მე და ვირუსი :)

ტრადიციების ერთგულებით და დაცვით ნამდვილად არ გამოვირჩევი, მაგრამ ერთს არასდროს ვღალატობ — ყოველთვის ხელგაშლილი ვეგებები გრიპის ნაირსახეობებს. გულგრილად გვერდს ვერ მივლიან და მეც ჩემს სტუმართმოყვარეობას, რაც ვერაფრით ვერ გამომდის რეალობაში, მათთვის გულუხვად ვიმეტებ.

Ваша оценка:

Рубрика: ცოტა რამ ჩემზე | Метки: , | 21 комментарий