Архив метки: შემოდგომა

შემოდგომა

მცვივა დღეები, ფერწასული, დამჭკნარი და ნელ-ნელა ვშიშვლდები. მცივა ცა ნაცრისფერი, მტკივა მზე განელებული. სველ მიწას ფენად ეკვრება წითელ-ყვითელი და საძებარი მიხდება მწვანე. ვგდავარ ფერშეცვლილი, გარდაცვლილი და ვადევნებ თვალს უამრავ ფეხქვეშ ატეხილ შრაშუნს. სულ ცოტაც და ეს ხმაც მინელდება მზის მცხუნვარების … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: არაპოეტური ლექსები | Метки: , , | 1 комментарий

პალიმფსესტი

მას მერე, რაც წერამ აიტანა, მწერელი გახდა. დიახ, დიახ, მწერელი, გგონიათ შემეშალა?

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , | 6 комментариев

ვარდნა

ფარდის გადასაწევად ადგომა არ სჭირდება, გამოყოფს ხელს და ეგაა. მზეა გარეთ, ოღონდ ისეთი, თვალს რომ ახარებს და გულს- ისე რა. მაინც  იხდის საბანს და ეფიცხება, უჩერდება კაი ხანს.სითბო ედება ოდნავ-ოდნავ, უღიმღამოდ დაცოცავს სხივი და ნაკვალევი ვნებაგამოცლილი, უშნო ნაკოცნივით რჩება.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , , , | 21 комментарий

მე, ლორკა და დარბაზი

ისევ შემომიტიეს ბუენდიებმა.  კაი ხანს გაგრძელდა და გადავწყვიტე განტვირთვა მომეწყო საკუთარი თავისთვის. რაკი არაფერი ისე არ მშველის, როგორც თეატრში წასვლა,  დავკარი ფეხი და ბოლო მოსწავლის შემდეგ დამუღრულივით და საოცრად არათეატრალურად გავქანდი.

Ваша оценка:

Рубрика: თეატრი, კინო, მუსიკა | Метки: , , , , , , | 43 комментария