Архив метки: შემოდგომა

მოლოდინი

«სევდას სველი ცრემლი სდევდა, როს საამო სიო ღამის სულს ნისლისკენ სვლაში ლევდა. სევდა, სევდა, სევდა, სევდა. სულში სევდის ვრცელი ქსელი, სიო სულს ნისლს მოუსევდა, ნისლი სულის სამოსელი». რატი ამაღლობელი გავპრაგმატულდი. არ მიყვარს ილუზიებით თრობა. ვერ ვიტან ფუჭ იმედს. არ ველი … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , | 2 комментария

მზე სხეულად

რაც მეტად მინდება ფრენა, მით მეტად მაკავებს მიწა. თუ გული მზეს ეძებს ფიქრით, მზერას მიბნელებს ყოფის ჯურღმული… როცა  მძორია ვნებადამცხრალი, სულს ტკივილი ხევს მშიერ ზოლებად… მანამდე მომკლავს ეს გაორება, სანამ ერთი არ დავრჩები მხოლოდ- მსუბუქ, უმძორო გამჭვირვალებით მზეს შემოვიხვევ მერე … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: არაპოეტური ლექსები | Метки: , , , | Оставить комментарий

წვიმა

წვიმის მარცვლებად დამეშალა იმედის მძივი. ყვითელ ფოთლებად ჩამომცვივდა წლები, დღეები.

Ваша оценка:

Рубрика: არაპოეტური ლექსები | Метки: , , , | 1 комментарий

ელეგია

იმდენ ხანს ვდიე ქარში, წვიმაში, შემომეხარჯა წლები, დღეები.

Ваша оценка:

Рубрика: არაპოეტური ლექსები | Метки: , , , | Оставить комментарий

ჩემი ჭერამი

ჩემი ფანჯრიდან ჭერმის ხე მოჩანს, უზარმაზარი, განივრად გაბარჯღული ტოტებით, სიხმელეშეპარული. მთელ ბაღსაა გადაფარებული.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 2 комментария

ჩემი ზაფხული

კიდევ ერთი ზაფხული გავაცილე. კიდევ ერთხელ გავაყოლე სული და გული მზის სიმხურვალეს და ვატყობ, მისნაირად მეცვლება ფერი. აწიდააწი მეც გამოვანათებ ხანდახან, მეც ვიმხიარულებ, მაგრამ ისე, ნელ-თბილად, გრილად. მეც დავბერდები მასავით და დაველოდები ჩემს აღდგომას, რომელიც მისას ემთხვევა. ვზივარ დამცხრალ სხივებს … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , , | 2 комментария

არაშემოდგომური პოზიტივი

აგერ უკვე ერთი კვირაა  მშვენიერ ხასიათზე ვარ. სრულიად უმიზეზოდ. წესით პირიქით უნდა იყოს. შემოდგომაა,  აცივდა, ფული ჯერ არ ჩანს და კიდევ ვინ დათვლის, რამდენი რამ არაა ისე, როგორც მინდა, რომ იყოს. არადა, კარგ გუნებაზე ვარ.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , , | 8 комментариев