Архив метки: ურთიერთობები

მოგზაური

ზღაპარი? არა, რა ზღაპარი. ასე რომ იყოს, მაშინ აუცილებლად კეთილი ბოლო ექნებოდა ამ ამბავს. არადა, მე, ზაფხულის ამ გრილ საღამოს კლავიატურასთან მჯდომს, წარმოდგენაც არ მაქვს, რით და როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა | Метки: , , , , , , , , | 2 комментария

ვარინკა

მოხვედრილხართ როდესმე მტრის ბანაკში? ან თუნდაც ტყვედ მკაცრი რეჟიმის ციხეში? ვერაა სასიამოვნო და შესაშური მდგომარეობა. ახლა წარმოიდგინეთ ამ ყოფაში სასწაულით მოვლენილი ერთადერთი ადამიანი, რომელიც გითანაგრძნობს, არ მონაწილეობს შენს ტანჯვა-წამებაში, პირიქით, გიფრთხილდება, გიცავს და გიმსუბუქებს თავისი ყურადღებით და სიყვარულით ამ ჯოჯოხეთში … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | Оставить комментарий

შორია მიზანთროპობამდე?!

«ადამიანი ბინძური მდინარეა,ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყო, რომ ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწო,»-მგონი ნიცშეს სიტყვებია. მე რომ ზღვა არ ვარ?!. ჰოდა,მივდივარ ასე, ჩემთვის, ერთი პატარა, წყნარი. მივედინები. სხივებად დაშლილ მზეს ვიხუტებ გულში. მივსრიალებ და ვფიქრობ . ისეთი ვარ, კენჭებს დაითვლი, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ჩანახატები | Метки: , , , , | 4 комментария

სიძულვილი

უთქვამთ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. ნაბიჯების რა გითხრათ, მაგრამ მკვლელი, გამანადგურებელი გრძნობა რომაა, ამას კი ვიტყვი. არ გეგონოთ ახლა, მორალისტობას ვაპირებდე და შეგონებებით გიბურღავდეთ ტვინს, რომ არავინ არ უნდა შეიძულო და მტერიც უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ.

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , , | 2 комментария

მტკვარს გატანებული სიცოცხლე

უამრავი ადამიანი ირევა კატერინას ფიქრებში. მერე ამ ფიქრებშივე ლაგდებიან ისტორიებად, პორტრეტებად, პერსონაჟებად, დადებითებად, უარყოფითებად, გასაღიმებლებად, ცრემლის დასაღვრელებად. ვფურცლავ და ვფურცლავ გონებაში ყოველ მათგანს, თავთავიანთი ისტორიებით, ზოგზე ვწერ, ზოგზე-არა, ზოგს სამომავლოდ ვინახავ მარაგად. სწორედ ამ გადანახულებიდან გამოვჩხრიკე ელენე, ჩემი ყოფილი მეგობარი…

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 3 комментария

თითქმის რიტორიკულად

ვხედავ, შენც აგიყოლ-ჩაგიყოლია საყოველთაო ხმაურმა. გადევნებ თვალს და მეძალება დარდი. გადევნებ თვალს და ველოდები, როდის გამოაღწევ ამ ქაოსიდან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სენი შეგყრია, უფრო სწორად, ეპიდემია და გული მტკივა.

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , , , | 1 комментарий

ისევ მარკესი და ცხოვრება მისეულად

მარკესის 13 ფრაზა ცხოვრების შესახებ: 1. მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ ვინ ხარ შენ , არამედ ვინ ვარ მე, როცა შენ გვერდით ვარ. . . 2. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასდროს აგატირებს შენ. . .

Ваша оценка:

Рубрика: სხვადასხვა | Метки: , , , , , | 4 комментария