Архив метки: საზოგადოება

მოგზაური

ზღაპარი? არა, რა ზღაპარი. ასე რომ იყოს, მაშინ აუცილებლად კეთილი ბოლო ექნებოდა ამ ამბავს. არადა, მე, ზაფხულის ამ გრილ საღამოს კლავიატურასთან მჯდომს, წარმოდგენაც არ მაქვს, რით და როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა | Метки: , , , , , , , , | 2 комментария

მტკვარს გატანებული სიცოცხლე

უამრავი ადამიანი ირევა კატერინას ფიქრებში. მერე ამ ფიქრებშივე ლაგდებიან ისტორიებად, პორტრეტებად, პერსონაჟებად, დადებითებად, უარყოფითებად, გასაღიმებლებად, ცრემლის დასაღვრელებად. ვფურცლავ და ვფურცლავ გონებაში ყოველ მათგანს, თავთავიანთი ისტორიებით, ზოგზე ვწერ, ზოგზე-არა, ზოგს სამომავლოდ ვინახავ მარაგად. სწორედ ამ გადანახულებიდან გამოვჩხრიკე ელენე, ჩემი ყოფილი მეგობარი…

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 3 комментария

ბიჭი 90-იანებიდან

განწყობა უკვე შეგიქმნათ, ალბათ, 90-იანების ხსენებამ. სიბნელის, სიცივის, სისხლის, სიძულვილის და ნავთის სუნად აყროლებული ბინძური ქვეყანა და ამ ყველაფერში ჩაკარგული ადამიანები…

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | Оставить комментарий

ტარიელი

გგონიათ იმ ტარიელზე ვწერ, ქე რომ ვეფხვის ტყავი ეცვა, ცრემლებს აღვარღვარებდა წყლის პირას და შიგადაშიგ გული მისდიოდა? ოლოლო, თქვენ, ვერ გამოიცანთ!

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | Оставить комментарий

არაკის ნაცვლად

თვალჩაუწვდენელ ორმოში თუ ჩავარდი, ყვირილს, მიშველეთ, მიშველეთო, აზრი არ აქვს. დიდი არაფერი გამოვა აქედან. იყვირებ, იყვირებ, ხორხს ჩაიხლეწ და რა?

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , , , | Оставить комментарий

უჟანგბადობა და ჰალვა

გადამეტებული ემოცია ხელს უშლის წერას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ემოციები ერთგვაროვანია და განმეორებადი. ჰოდა, დაგვედო ასე ფუთი მტვერი მეც და ბლოგსაც. გეომეტრიული პროგრესიით იზრდება შავი ჩანაწერების სია, ზოგში დასაწყისია, ზოგში-დასასრული, ზოგშიც მეც აღარ ვიცი , რა.

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება, ჩანაწერები | Метки: , , , , | 9 комментариев

«ნამარშრუტკალი»

ზოგჯერ კარგია, როცა დრო არ გაქვს, ეცე ბლოგს და დაპოსტო ის, რაც გიტრიალებს თავში და გულში. მეც არ მეცალა. შინ დაბრუნებულს ერთი ვაგონი მოსწავლე მყავდა გასასტუმრებელი და ახლაღა მოვიცალე აქ შემოსასვლელად. ამასობაში კიდეც გამინელდა ბრაზი და მშვიდად შემიძლია ვილაპარაკო.

Ваша оценка:

Рубрика: ჩანაწერები | Метки: , , , , | 28 комментариев