Архив метки: პროზა

გზა, ვნება და «მერსედესი»

ღამეა. ცივა.  შუქნიშანთან გოგო აბუზულა. თავზე «კაპიუშონი» წამოუმხია. ხელებს იორთქლავს. ფეხებს ინაცვლებს და ხტუნავს. შიგადაშიგ მობილურს იღებს. ალბათ, საათს თუ ამოწმებს. შავი «მერსედესი» ჩერდება. შიგნიდან კარს აღებენ და გოგო სწრაფად ხტება შიგ.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , | 13 комментариев

ჩემი თურქული არდადეგები

სიტყვა არდადეგებმა არ დაგაბნიოთ. კაი ხანია გავცდი საარდადეგებო ასაკს, მაგრამ რაკი უამრავი წლის შემდეგ ძლივს გამომივიდა მარტო, ოჯახის გარეშე, წასვლა და ყოველგვარი პრობლემისგან შორს ყოფნა, ამიტომაც არდადეგები დავარქვი. მაშ ასე. ჩემი მოგზაურულ-დამსვენებლური ჩანაწერები: მგზავრობა აეროპორტში საგულდაგულო გასინჯვის შემდეგ( უკვე ველოდი, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , | 2 комментария

მეტამორფოზა

თვალი გაახილა. ვერაფერი დაინახა. აღარც ოთახი იყო არსად, არც საწოლი, არც სინათლე შემოდიოდა არსაიდან. ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა. არა, იმიტომ კი არა, რომ დამბლა, ან ატროფია, ან რამე ამის მსგავსი დაემართა, სივიწროვის გამო.  უცნაურ, საძილე ტომრის მსგავს რაღაცაში იყო მჭიდროდ გამოხვეული. … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , | Оставить комментарий

აღიარება :D

ვაღიარებ, რომ ბევრს ვცოდავ. თან არაერთხელ, არაერთხელ კი არა-ძალიან ბევრჯერ. ზოგჯერ ნებით და ზოგჯერ უნებლიეთ. მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდები, უფრო ხშირად ნებით. ვერ ვეუბნები თავს უარს და რა ვქნა?

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , | Оставить комментарий

ქარავანი-ანუ ჯაზი სექსამდე და მერე

ბოლო კომპოზიცია ჩაათავეს.საათს დახედა.უკვე 2 ხდებოდა. «მოვრჩი, როგორც იქნა.»ტელეფონი ამოიღო. «როგორ ხარ?..რას აკეთებ?..არ გამოხვალ ჩემთან?..კარგი.მე გავალ და გამოდი». ტაქსი გააჩერა.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , | 2 комментария

ომი,სახურავი,ფანტაზია და ეროტიკა

ცხელა. შუადღეა. ვწევარ და ვიხრუკები. მცხელა და ვფიქრობ… ვფიქრობ…

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , | 2 комментария

ალისა საოცრებათა(თუ უბრალოდ უცნაურ) ქვეყანაში

  ზაფხულის მშვენიერი დღე იდგა და მზეც ასევე მშვენივრად აცხუნებდა.ალისა იწვა და ირუჯებოდა.თან წიგნს კითხულობდა-«ელემენტარულ ნაწილაკებს». ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.სიჩუმემ,მზემ და უილბეკმა თავისი ქნეს და ჩასთვლიმა.მერე ის იყო, აგერ უკვე მესამედ დაეცა ძილსა შინა.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , | Оставить комментарий