Архив метки: მინიატურა

ფერადი ვალსი

დაუნანებლად, დაუზოგავად გაზიდა ყველაფერი, წლობით, დღიურად, საათობით. თავიდან ზედმეტი გაჰქონდა მხოლოდ და ისეთი, თავს რომ აბეზრებდა. თანდათან აზარტმა დაიმორჩილა და უკვე ისეთებსაც მიადგა, ძალიანაც საჭირო რომ შეიძლებოდა ყოფილიყო.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , , | 4 комментария

განაჩენი

სასჯელის მოლოდინი გაცილებით დიდი სასჯელია, ვიდრე თვითონ სასჯელიო, სადღაც წამიკითხავს და არ მახსოვს, ვისია. მეც ველი…

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , | 2 комментария

გზა, ვნება და «მერსედესი»

ღამეა. ცივა.  შუქნიშანთან გოგო აბუზულა. თავზე «კაპიუშონი» წამოუმხია. ხელებს იორთქლავს. ფეხებს ინაცვლებს და ხტუნავს. შიგადაშიგ მობილურს იღებს. ალბათ, საათს თუ ამოწმებს. შავი «მერსედესი» ჩერდება. შიგნიდან კარს აღებენ და გოგო სწრაფად ხტება შიგ.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , , , , | 13 комментариев

გზა-გაუმ-ართავი

 ვფიქრობ… მჯერა… ვეძებ… ვიბრძვი… ვიპოვი… * * * ვფიქრობ… მჯერა?!. ვეძებ… ვიბრძვი… ვიპოვი?!.

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , | 4 комментария

აღიარება :D

ვაღიარებ, რომ ბევრს ვცოდავ. თან არაერთხელ, არაერთხელ კი არა-ძალიან ბევრჯერ. ზოგჯერ ნებით და ზოგჯერ უნებლიეთ. მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდები, უფრო ხშირად ნებით. ვერ ვეუბნები თავს უარს და რა ვქნა?

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , | Оставить комментарий

ქარავანი-ანუ ჯაზი სექსამდე და მერე

ბოლო კომპოზიცია ჩაათავეს.საათს დახედა.უკვე 2 ხდებოდა. «მოვრჩი, როგორც იქნა.»ტელეფონი ამოიღო. «როგორ ხარ?..რას აკეთებ?..არ გამოხვალ ჩემთან?..კარგი.მე გავალ და გამოდი». ტაქსი გააჩერა.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , , | 2 комментария

შიში

მოვდივარ. თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ, გალავნებს შემოავლებდით ქალაქებს, მაგრად ჩარაზავდით კარებს, ფანჯრებს, ყველა ჭუჭრუტანას ამოქოლავდით, მაგრამ ვინ მოგცათ მაგდენი აზროვნების უნარი. მოვდივარ. მოვდივარ ჩუმად, შეუმჩნევლად. მოვდივარ გასანადგურებლად.

Ваша оценка:

Рубрика: პროზა | Метки: , | Оставить комментарий