Архив метки: დედა

მინის მიღმა

ჩამოღამდა. ცოტა ხანში შუქი აინთება ოთახში. შემოვა,  გვერდით ჩამივლის, ფარდას ჩამოაფარებს ფანჯარას, გამობრუნდება, დამიდგება წინ და მეტყვის:

Ваша оценка:

Рубрика: ჩანახატები | Метки: , , , | 1 комментарий

მოგზაური

ზღაპარი? არა, რა ზღაპარი. ასე რომ იყოს, მაშინ აუცილებლად კეთილი ბოლო ექნებოდა ამ ამბავს. არადა, მე, ზაფხულის ამ გრილ საღამოს კლავიატურასთან მჯდომს, წარმოდგენაც არ მაქვს, რით და როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა | Метки: , , , , , , , , | 2 комментария

წუნკალი ძაღლი, დედა, გოდო და ურწმუნო თომა

  დედაჩემის თანაკურსელი იყო ამალია, როგორც  ყველა ფიზიკოსი, ისიც უგზო-უკვლოდ განათლებული, ყველაფრის მცოდნე და საინტერესო მოსაუბრე. გამორჩეულად ვუყვარდით მე და ჩემი და, რასაკვირველია, დედაჩემის ხათრით და კიდევ იმის გამოც ალბათ, რომ მისი თანაკურსელი და დედაჩვენი ნამეტანი ადრე მოგვცილდა ჩვენც და … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 6 комментариев

ბოდიში

დიდი სარდაფი აქვს ჩვენს სახლს. რა აღარ ყრია იქ. შესვლისას ყოჩაღად თუ არ იქნები, ეგებ კისერიც მოიტეხო. ადრე ასე არ იყო. თვალის ჩინივით უვლიდა და უფრთხილდებოდა იქაურობას ბაბუაჩემი. ყოველთვის დაწიკწიკებული, დალაგებული, გამოხვეტილ-განიავებული იყო და ამ სისუფთავესა და მოწესრიგებულობაში მთელი საღამო … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 3 комментария

დღე გარდაცვალების და დაბადების

დიდი ხნის წინაც ასე იყო- იდგა პარასკევი და 15 იანვარი. დილაც ისე გათენდა, როგორც თენდება ხოლმე ზამთრის  დილები. მეც ისე გავიღვიძე, როგორც იღვიძებენ ადამიანები, ისევე მეზარებოდა ნათბილარი ლოგინიდან გადმოსვლა, როგორც ყველას ზამთრის ცივ დღეებში და არ ვიცოდი, რომ იწყებოდა დღე, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 2 комментария

ფოტო კედელზე

ფოტო შეჩერებული წამია, ფოტოალბომი-ბევრი შეჩერებული წამი. ალბათ ამიტომ  იღებენ ადამიანები სურათებს, ჰგონიათ, დროს აჯობებენ,  თუნდაც წამიერად. არადა,  რა ჯობნაა, გაიჩხაკუნებს თუ არა, ის ისევ ისე გარბის და როცა იმ გაჩხაკუნების შედეგს გადახედავ, კიდევ უფრო მტკივნეულად  გრძნობ ამას.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , | 2 комментария

საჩუქარი

-ქეთო, ქეთო, მე ზევით ვიცხოვრებ რა! -კარგი, მაშინ მე სარდაფში მოვაწყობ სახლს.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 3 комментария