Архив метки: ბებია

15=0

ხომ გვაქვს ყველას ჩვენ-ჩვენი აჩემებები, იქნებ სხვებისთვის გაუგებარი, იქნებ ჩვენთვისაც აუხსნელი, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ასეთია ჩემთვის ციფრი 5 და ყველა ის რიცხვი, 5-ზე რომ ბოლოვდება. დიდი ხნის აჩემებააა ეს, ბავშვობიდან აკვიატებული.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , , , | 2 комментария

მოგზაური

ზღაპარი? არა, რა ზღაპარი. ასე რომ იყოს, მაშინ აუცილებლად კეთილი ბოლო ექნებოდა ამ ამბავს. არადა, მე, ზაფხულის ამ გრილ საღამოს კლავიატურასთან მჯდომს, წარმოდგენაც არ მაქვს, რით და როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა | Метки: , , , , , , , , | 2 комментария

გოზინაყი

-აბა,  ჰე, ქეთო, შენი გამოსვლის ჯერია!-ეს იყო ჩემი უცვლელი ფრაზა 31-ში, დღის ბოლოს. მანამდე უნდა დამემთავრებინა ყველანაირი სამზადისი. როცა ყველაფერს გავამზადებდი, დავსხდებოდით მე და ჩემი და, ისე, როგორც პატარობისას,  ვჭრიდით და ვჭრიდით ნიგოზს. დავახვავებდით გობზე. მერე გამოვიდოდა ბებია, აიკაპიწებდა ხელებს … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , | 6 комментариев

ფოტო სამალავიდან

ზამთარი ზაფხულს მანატრებს, სიცივე — სითბოს და ამ მონატრების გრძელ, პორჭყნია, ჩხვლეტია ძაფს იმ ადამიანების მონატრებასთან მივყავარ, რომელთა წასვლითაც ზაფხული დააკლდა ცხოვრებას. ამ მონატრებას ძველ ალბომთან მივყავარ ისევ და ისევ ვაძრობ  კიდევ ერთ ძველ, გაცრეცილ ფოტოს…

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | Оставить комментарий

ნოდარიკო

ეს სიმპათიური ბიჭი, მაღალფეხება, შავთმიანი, ცისფერთვალება და ლამაზი პროფილით, ახლა ამ შავ-თეთრი ფოტოდან რომ შემომყურებს, ბებიას ძმისშვილია.ნოდარიკას ეძახდნენ ონში, ჩვენ კი — ნოდარიკოს.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , , | 2 комментария

თითისტარი

-ბრრ..ბრრ- ხმაურობდა თითისტარი  ხის პატარა მაგიდაზე. -ბებო, ბებო, არ შეგერჭოს, თორემ დაგეძინება! -რომელი მზეთუნახავი მე ვარ. -ხარ მზეთუნახავი, ხარ!

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 8 комментариев

შახსეი-ვახსეი

ერთი ძველებური გიტარა ჰქონდა ბებიაჩემს, მზითევიდან შემორჩენილი, წითელი, შვიდსიმიანი, ბაბთიანი. გიტარა და კიდევ ერთი ძველისძველი ხელის «ზინგერი», მრგვალმაქოიანი, ჩასაკეტი ხუფით, ზედ რომ ულამაზესი ქალი ეხატა( მე ასე მეჩვენებოდა, ყოველ შემთხვევაში).

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 5 комментариев