Архив рубрики: საზოგადოება

ყველაფერი ყირამალა და გამარჯვების აჟიოტაჟი

მეორე დღეა ისევ ამეკვიატა ერთი საბავშვო წიგნის დასახელება- » ყველაფერი ყირამალა»… არა, არც ბავშვობაში გადავვარდნილვარ და არც ეს წიგნი მომნატრებია. გაცილებით მარტივია ყველაფერი. ეს დასახელება ამომწურავად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ვუყურებ, მესმის, რაც ხდება ან არ ხდება…

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , , , , | 8 комментариев

მეფომანია და მარაზმი

რამდენიმე დღეა მესმის სამეფო ოჯახის ორომტრიალის შესახებ. ჯერ ვიცინე და ვიცინე, რა დროს ეგაა-მეთქი, მაგრამ რომ აღარ დამთავრდა, ცოტა გავბრაზდი და უკვე ვეღარც ვიცინი.

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , | 19 комментариев

უხილავი ( თუ ხილული?!) ძაფები ზეციურთან

» მე ქართველი ვარ და, მაშასადამე, ვარ ევროპელი»-ეს აქსიომაა, აქსიომა კი მათემატიკაში ისაა, რაც დამტკიცებას არ საჭიროებს. აბა რა მტკიცება სჭირდება ამ დებულების სისწორეს? გაიხედ-გამოიხედეთ, გადახედეთ ერს, მის ტრადიციებს, ქცევებს, ცხოვრების წესს და მიხვდებით, რომ ეს ჭეშმარიტებაა!!!

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , , | 11 комментариев

არცოდნა არცოდვაა ვითომ?-პაციფისტის ჩანაწერი

გუშინ სასტუმრო «აფხაზეთთან» დიდი ამბავი იყო. როგორც გავარკვიე, დევნილებს გამოსახლებას უპირებენ.გავესაუბრე მათ და გაირკვა, რომ  ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვთ. ინვესტორი უცნობია. მათ სთავაზობენ ან ფულს, სავარაუდოდ, 10000-ს ან ალტერნატიულ ფართს რუსთავის რომელიღაც საერთო საცხოვრებელში. იქვე გამოჩნდნენ ვაკის სტუდქალაქიდან უკვე გასახლებული … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , , | 10 комментариев

პოპულიზმი ბლოგერეთში და ბლოგერული ურთიერთობები

სოციალური ქსელები ზუსტად ასახავს რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.ამაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. მე ახლა ფბ-ს არ შევეხები. ჩემი დაკვირვების ობიექტი ბლოგებია და ბლოგერები.

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , , | 36 комментариев

ნაციონალური ტოქსიკოზი

ძალიან შემაწუხა იმ ყველაფერმა, რაც ირგვლივ ხდება. დამღალა ამდენმა ფარისევლობამ და სიყალბემ, ყველგან და ყველაფერში. გაჩნდება რაღაც ახალი, გასარჩევ-საყაყანო და აბა, არიქა, დაერევიან ერთმანეთს. მერე ესეც მალე ბეზრდებათ და ისევ მიიძინებენ. მთავარი კი ისევ მისახედი რჩება. ახლა ახალი თემა გაჩნდა: … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , , | 10 комментариев

თემიდა პანელზე

თემიდა(Themidos-» მტკიცედ მდგარი»)-სიმართლის ქალღმერთი, მართლმსაჯულების მცველი. თემიდას სძულს სიცრუე და ძალადობა. ის ამავე დროს არის ადამიანთა ქომაგი ღმერთების წინაშე- ეს ისე, შესავლის ნაცვლად…ახლა კი ჩვენი დროის თემიდა… ის კარგა ხანია გარდაგულარძნეს… შიშითა განილევის და ირყევის, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა… საწყალი, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , | Оставить комментарий

დაჯარიმებული სექსი

აბსურდების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, იმედია, ყველამ ვიცით. ჟანრობრივად, ალბათ, ამ ყველაფერს გროტესკი შეეფერება…თუ არა? რაღაც ამაშიც გაურკვევლობაა…ისე მე კაი ხანია კუსტურიცას ფილმში მგონია ვცხოვრობ. ყველაფერი სატირალ-საცინრად, ყველაფერი თავდაღმა…აქ ელექტროენერგიაც კი სხვანაირად იზომება, სხვაგან  თუ კილოვატებით, აქ-ნაგვის ურნებით…აქ ყველაფერი აკრძალულია: ჭამა, … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , | 10 комментариев

ბლოგოსფეროდან კოსმოპოლიტობამდე

ილია ამბობს:»რიტორიკაში წერია, ყველაფერი შეასვლით უნდა დაიწყოს კაცმაო». მე არც ორატორობის პრეტენზია მაქვს და არც ილიას შევედრები, მაგრამ მეც შესავლით დავიწყებ. არ მენატრება საბჭოთა კავშირი! არ მაქვს რუსეთის ნოსტალგია! ნამდვილად მინდა ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, ოღონდ მართლა და … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , | 2 комментария

ზოოპარკი და ეროვნული ნიჰილიზმი

იმდენი წელია, ერთი და იგივე ხდება ირგვლივ, წესით კიდეც უნდა მივჩვეოდი ამას და გარკვეულწილად ასეც არის. მგონი, მარტო მე არ ვარ ასე. უკვე ნორმად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება სამისდღემჩიოა და შეუცვლელი. რომ მისი გადაყენება მხოლოდ იმ დროისთვისაა შესაძლებელი, როცა გადაყენება დასჭირდება ამ … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: საზოგადოება | Метки: , , | Оставить комментарий