Архив рубрики: მიძღვნა :)

ერთი დღე მარტში

მარტის ქარი დატრაბუცობს ქალაქში.  მივყვები გზას . ადამიანები დაბორიალობენ ირგვლივ. მეჩვენება, რომ უმრავლესობა წაიგონჯებს, ან იქნებ არც მეჩვენება. ქარი თვალებში მაყრის მტვერს და სინანულს. მივყვები გზას მეგობრამდე.

Ваша оценка:

Рубрика: ემო, მიძღვნა :) | Метки: , , , , , , , | 5 комментариев

მე, შენ და ფრენსისი

ი.ლ-ს კარგა ხანია, არაფერი მიმიმატებია აქაურობისთვის. ისედაც, ვატყობ, რომ ამ ბოლო დროს გაცილებით იშვიათად მიჩნდება რაიმეს წერის სურვილი და რაც დრო გადის, მით  მეტად იზრდება ინტერვალი. არ დავმალავ და სულ ერთი სულაც არაა ეს ჩემთვის და ვერ ვიტყვი, რომ არ … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , | 4 комментария

შეუმდგარი იუბილე

მაშინ რომ არ მიგეტოვებინე, ახლა ჩვენც გვექნებოდა ალბათ სხვებისნაირად პატარ-პატარა უთანხმოებები, ასაკობრივი გაუგებრობები. შენც ისევე დაბერდებოდი, როგორც სხვები  და ჩემს ყალთაბანდებს ზღაპრებსაც მოუყვებოდი ღამ-ღამობით ალბათ…

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , | 11 комментариев

თითქმის რიტორიკულად

ვხედავ, შენც აგიყოლ-ჩაგიყოლია საყოველთაო ხმაურმა. გადევნებ თვალს და მეძალება დარდი. გადევნებ თვალს და ველოდები, როდის გამოაღწევ ამ ქაოსიდან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სენი შეგყრია, უფრო სწორად, ეპიდემია და გული მტკივა.

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , , , | 1 комментарий

მილოცვა მარტში

აზრზე არ ვარ როდისაა. უფრო სწორად ცოტათი ვარ აზრზე, ისიც ჩემით გამოვთვალე ხასიათიდან გამომდინარე და დედუქციის მეთოდით. ვიცი, რომ მარტშია ის დღე, ძალიან რომ არ უყვარს, ისიც გამოვთვალე, რომ მარტის ბოლოსკენაა, ოღონდ ზუსტად როდის, მაგდენს ვეღარ მივხვდი. ამიტომ რაკი გადასცდა … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , , | 13 комментариев

სიტუაცია-ჭიქა ჩაი, ლიმონი, კოკა-კოლა და მონიტორი

ვიღაც თაიგულს არჩევს იმისთვის, ვინც მისთვის მთელი ცხოვრებაა. -საინტერესოა,როგორ ფერებშია თაიგული, როცა მისთვისაა, ვინც მთელი ცხოვრებაა?

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , , | 6 комментариев

სიმდიდრე

უმეტესად ის გადის ხოლმე სახლიდან და მე ვრჩები, დღეს პირიქით იყო. გასვლისას შევხედე და ისე მიყურებდა, გულში სითბო ჩამექცა…ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე, თან კიდეც ამეტირა (ჩემს ატირებას რა უნდა) და ასე აქსუტუნებული. ცხვირგაწითლებული და გულგამთბარი გავედი გარეთ.

Ваша оценка:

Рубрика: მიძღვნა :) | Метки: , , , , | 19 комментариев