Архив рубрики: ემო

როგორმე

როგორმე უნდა გავძლო ზაფხულამდე… როგორმე უნდა ვიმეცადინო და შთავაგონო გამუდმებით თავს, რომ წარუმატებლობები და იმედგაცრუებები მივიღო, როგორც გარდაუვალი და აუცილებელი, როგორც ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილი საკუთარი ცხოვრების…

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , | 10 комментариев

შეუგუებლობა და ფიქროთერაპია

ღამით დაგეგმილი: ხვალიდან იწყებ! რას? ცვლილებას შენს ცხოვრებაში!!! დილა: იღვიძებ. ტრადიციული პროცედურების შემდეგ ჯდები ჭიქა ყავასთან. ფიქრობ წუხანდელ ჩანაფიქრზე. იწყებ დაგეგმვას, საიდან დაიწყო. რჩევა-რჩევაში იღებ ერთ კონკრეტულ ნაბიჯს და ამზადებ თავს ამისთვის.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , | 4 комментария

მოკითხვა შორეთიდან

აბა, ჩემო ყოფილო თანაპლანეტელებო, როგორ მყავხართ? როგორც ვატყობ კარგად და , რაც მთავარია, ძველებურად. არაფერი არ შეცვლილა. ისევ ის აზრები, ისევ ის მიზნები, ისევ ის სურვილები, ისევ ის ხერხები ამ სურვილების ასასრულებლად და მიზნების მისაღწევად. ისევ ის გაცვეთილი სიტყვები.ისევ ის … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , | 3 комментария

ფიქრები გაზაფხულზე და მშენებლობაზე.

აჰა, ანუ როგორაა? გაზაფხული გამოცოხცლება და განახლებააო ხო? იმდენი თქვენ რა გითხარით. როგორც ყველაფერი, ესეც სუბიექტურია. ახლა გარეთ რომ ერთი–ორი ბუჩქით ზედმეტი გამწვანდა,დიდი ვერაფერი შეღავათია ჩემთვის და ვერც მაინცდამაინც აღსაფთოვანებელს ვხედავ ამაში. მე რომ მკითხო, გაზაფხული ყველაზე საშინელი დროა.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , | Оставить комментарий

პროტესტი

პროტესტი რომ რაიმეს ან ვინმეს მიმართ უკმაყოფილების გამოხატვაა, ყველამ ვიცით და ეს უკვე კარგია, რადგან, მე რომ მკითხო, ადამიანი სწორედ ისაა, ვისაც ყველაფერზე საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლია, ან საწინააღმდეგოსი, ანაც პირიქით.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , | Оставить комментарий

ქალი ქვიშაში ანუ ფრუსტაცია და გაუთავებელი ზამთარი

რა ქვიშა და მზე ამიტყდა ამ სიცივეში? თუმცა რა,ახლა უფრო ლოგიკურია,თან თუ გავითვალისწინებთ ჩემს დამოკიდებულებას ზამთართან და სიცივესთან.თან რო არასდროს არ მთავრდება? შედეგიც არ აყოვნებს: სრული უაზრობის ფაზაში ვიმყოფები. ვერც მეწერინება. კი მინდა,განა არა,მაგრამ აზრებს ვერ ვუყრი თავს.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , | 4 комментария

საოცრად არამეანგინეკოლოგიური პოსტი

უკვე ერთი კვირაა ვწვალობ და არ დამადგა საშველი. თითქოს პირველი იყოს, ისე გამიჭირდა. ტკივილები მოვლითი ხასიათისაა.ზოგჯერ ჭინთვებიც თან ახლავს, მაგრამ უშედეგოდ. ვერა და ვერ ვიმშობიარე. ეტყობა ნაყოფია ზედმეტად დიდი, ან მე ვარ უკვე ხანდაზმული მშობიარე. უუუუხ, როგორ მივლის ახლა ტკივილი … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , | 2 комментария

ძარცვა- ანუ ნაწყვეტი დაზარალებულის ჩვენებიდან

დამაყაჩაღეს. ხო,დღისით,მზისით.არც არავისი მორიდებიათ.არც ჩემი,იმის მიუხედავად,რომ თვითონ შემოვუშვი,საკუთარი ხელით გავუღე კარი.ვიცი, სულელი ვარ და დასაცინიც ალბათ,მაგრამ რა მექნა?

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , | 1 комментарий

ორშაბათი

7 საათია.ამას მობილურის მაღვიძარა მატყობინებს.მართალია იმდენად ჩუმი და სასიამოვნო მუსიკა მაქვს დაყენებული,რომ ძლივს ისმის,მაგრამ მე ხიშტებივით მერჭობა ყურებში.ტელეფონი იქვე მიდევს ბალიშთან.ვაპაუზებ.ზუსტად ათ წუთში კიდევ დარეკავს და ასე სამჯერ.იქამდე უნდა გამოვფხიზლდე.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , | 3 комментария

რიგში ვარ

ჩვენ რიგში ვართ.ხო,აბა რა გგონიათ,რიგში,ყოველთვის და ყველა.ოღონდ სხვადასხვა რიგში,ზოგი ცოტა ხნით,ზოგიც მთელი ცხოვრება.ეს იმაზეა დამოკიდებული,რის რიგში დგახარ.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , | Оставить комментарий