Архив рубрики: ემო

უსათაურო

აგერ უკვე 4 დღეა, ოჯახში სამნი დავრჩით. არა, ცუდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ  უფროსი შვილი გავაცილე საზღვარს გარეთ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასე აჯობებდა. სხვა გზა არ დამიტოვა არც ცხოვრებამ და არც დედასამშობლომ.

Ваша оценка:

Рубрика: ემო, ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , , , | 3 комментария

ერთი დღე მარტში

მარტის ქარი დატრაბუცობს ქალაქში.  მივყვები გზას . ადამიანები დაბორიალობენ ირგვლივ. მეჩვენება, რომ უმრავლესობა წაიგონჯებს, ან იქნებ არც მეჩვენება. ქარი თვალებში მაყრის მტვერს და სინანულს. მივყვები გზას მეგობრამდე.

Ваша оценка:

Рубрика: ემო, მიძღვნა :) | Метки: , , , , , , , | 5 комментариев

ლუდი, პიცა და ღამე უყურსასმენოდ

ვინც მიცნობს, იცის, რომ გამოუსწორებელი ქვეითი ვარ. არ ვცნობ ავტობუსს, ვერ ვიტან მეტროს და თუ ნამეტანი შორს არ მიწევს წასვლა, აქოთებულ სამარშრუტო ტაქსიში ჯდომას ფეხით მირჩევნია გადაადგილება. ისედაც, ქუჩაში წანწალი ერთგვარი თერაპიაცაა ჩემთვის( ამიტომაცაა, რომ ჩემს გარდერობში ქუსლიანი ფეხსაცმელები არასდროს … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ემო, ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , , , | 11 комментариев

შიში ანუ კივილი დუმილში

ზოგჯერ ხდება რაღაც, რის შემდეგაც ყველაფერი უმნიშვნელოდ გეჩვენება, რის ფონზეც ყველაფერი მეორეხარისხოვანია და უაზრო.  ერთადერთი, რაც დაგრჩენია, ისაა, მიუჯდე კლავიატურას და ულმობლად მიახვრიტო მონიტორს შავბნელი ფიქრები, ცხლად რომ გისერავენ ტვინის ხვეულებს.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , , | Оставить комментарий

გაღმა

გაღმა გავედი. არა, არა, მარილზე არა. გაღმა ადამიანებისგან, მათი ურთიერთობებისგან, ორომტრიალისგან, მხოლოდ ვუყურებ, ფილმს რომ ნახავ, ისე, თანაც უნიჭო ფილმს, მომაბეზრებელი დიალოგებით, ყალბი სიუჟეტით და განცდებით. თან არ გინდა ყურება, მაგრამ მაინც უყურებ, დროს კლავ.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , | 3 комментария

უწყვეტი

დამღალა ფიქრმა წერის გარეშე. დამღალა  თავშეკავებამაც, არ ვწერო ამაზე. არადა მინდა დავწერო, ჩვევაა უკვე. სულ რაღაც სამი დღე, სამიც არა, ორ-ნახევარი… მეშინია? ვერ ვიტყოდი. კიდეც თუ მეშინია, ფატალურობის არა.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , | 6 комментариев

Mein kampf

ისტორიას სხვადასხვა ხანგრძლიობის ომები ახსოვს. მე ჩემი ომი მაქვს და მისი ხანგრძლიობა ზუსტად ემთხვევა ჩემს ასაკს… სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მაქვს ცხოვრებასთან.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , | 6 комментариев