Архив рубрики: ემო

შვილები

«სად არიან შვილები?..» ბესიკ ხარანაული საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები! სიძულვილის პირისპირ მარტო დარჩენილები. საკუთარი უძლურებით დაფეთებულები. მშობლების გარეშე დარჩენილები, ჩატის ამარა მყოფები. მონიტორს მიჯაჭვულები. ვეშაპების კლანჭებში მოქცეულები. ძიძების გულგრილობაში ამოზრდილები. მოძალადე უფროსების შემხედვარეები. მკვლელი სკოლების მოსწავლეები. უსამართლო სამართლის მსხვერპლები. დაშინებულები. უღონოები. … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: არაპოეტური ლექსები, ემო, ჩანაწერები | Метки: , , , , | Оставить комментарий

აგვისტოს წიგნი

პროლოგი მწერალი რომ ვყოფილიყავი, მეც დავწერდი ალბათ დიდ — დიდ ამბებს ბევრ — ბევრი პერსონაჟით, ჩახუჭუჭებული პეიზაჟებით( სიმართლე გითხრათ, ეს ყოველთვის მეზედმეტება პროზაში და, ცოდვა გამხელილი სჯობს, კიდეც ვახტები ხოლმე კითხვისას), კულმინაციით და კვანძის გახსნით. დავხლართავდი ამბრისას და უმბრისას, სიუჟეტში … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, ემო, ჩანაწერები | Метки: , , , , , , , , , , | 2 комментария

ალყაში

იმდენი ვაგროვე სხვების დარდები, საკუთარი უმაქნის ლოდებად მექცა. იმდენი ცრემლი ვღვარე სხვების სადარდელზე, საკუთარისთვის თვალები ამომიშრა. იმდენი ვიფიქრე სხვების შეცდომებზე, საკუთარი ქვიშასავით გამეპარა თითებშუა. იმდენი ვიზრუნე სხვების სურვილებზე, საკუთარი გვამებად მექცა.

Ваша оценка:

Рубрика: არაპოეტური ლექსები, ემო, ჩანაწერები | Метки: , , ,

თმა-2 და ჩირგვში ჯდომა

დავიკარგე- ასე სხვები ამბობენ, როცა მეკითხებიან, სად ხარ, სად დაიკარგეო. სინამდვილეში იმ ერთი კურდღელივით ჩირგვში ვზივარ და არ ვიცი, ღირს თუ არა გამოძვრომა.

Ваша оценка:

Рубрика: ემო, ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , | 7 комментариев

მზის ნაკოცნები და კრუასანების არომატი

დავბრუნდი. აღარც მეგონა, რომ ძალა მეყოფოდა გასაღწევად.

Ваша оценка:

Рубрика: ემო, ჩანაწერები | Метки: , , , , , | 4 комментария

გაუფერულებულ სიცარიელეში

  არის მომენტები, როცა ყველაფერი უფერულდება. არის რაღაც, რის გვერდითაც ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს.ასეთი მომენტი თუ ამბავი არასდროსაა კარგი.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , | 6 комментариев

Emotions

შეგიგრძნიათ საკუთარი  სიკვდილი? მე კი. წუხელ ღამით ძილში მოვკვდი.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , , , | 4 комментария

არაშემოდგომური პოზიტივი

აგერ უკვე ერთი კვირაა  მშვენიერ ხასიათზე ვარ. სრულიად უმიზეზოდ. წესით პირიქით უნდა იყოს. შემოდგომაა,  აცივდა, ფული ჯერ არ ჩანს და კიდევ ვინ დათვლის, რამდენი რამ არაა ისე, როგორც მინდა, რომ იყოს. არადა, კარგ გუნებაზე ვარ.

Ваша оценка:

Рубрика: ემო | Метки: , , , , , | 8 комментариев

უსათაურო

აგერ უკვე 4 დღეა, ოჯახში სამნი დავრჩით. არა, ცუდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ  უფროსი შვილი გავაცილე საზღვარს გარეთ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასე აჯობებდა. სხვა გზა არ დამიტოვა არც ცხოვრებამ და არც დედასამშობლომ.

Ваша оценка:

Рубрика: ემო, ცოტა რამ ჩემზე | Метки: , , , , , , | 3 комментария

ერთი დღე მარტში

მარტის ქარი დატრაბუცობს ქალაქში.  მივყვები გზას . ადამიანები დაბორიალობენ ირგვლივ. მეჩვენება, რომ უმრავლესობა წაიგონჯებს, ან იქნებ არც მეჩვენება. ქარი თვალებში მაყრის მტვერს და სინანულს. მივყვები გზას მეგობრამდე.

Ваша оценка:

Рубрика: ემო, მიძღვნა :) | Метки: , , , , , , , | 5 комментариев