Архив рубрики: ამბები კატერინას ალბომიდან

ღილაკი

არასდროს რომ არაფერი ამომიჩემებია, ეს კარი ამოვიჩემე. უფრო სწორად, კარი კი არა, ზედ მიმაგრებული უცნაური ყუთი და პატარა ღილაკი.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , , | 5 комментариев

მოგზაური

ზღაპარი? არა, რა ზღაპარი. ასე რომ იყოს, მაშინ აუცილებლად კეთილი ბოლო ექნებოდა ამ ამბავს. არადა, მე, ზაფხულის ამ გრილ საღამოს კლავიატურასთან მჯდომს, წარმოდგენაც არ მაქვს, რით და როგორ დამთავრდება ის, რის დაწყებასაც ვაპირებ.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან, პროზა | Метки: , , , , , , , , | 2 комментария

ვარინკა

მოხვედრილხართ როდესმე მტრის ბანაკში? ან თუნდაც ტყვედ მკაცრი რეჟიმის ციხეში? ვერაა სასიამოვნო და შესაშური მდგომარეობა. ახლა წარმოიდგინეთ ამ ყოფაში სასწაულით მოვლენილი ერთადერთი ადამიანი, რომელიც გითანაგრძნობს, არ მონაწილეობს შენს ტანჯვა-წამებაში, პირიქით, გიფრთხილდება, გიცავს და გიმსუბუქებს თავისი ყურადღებით და სიყვარულით ამ ჯოჯოხეთში … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | Оставить комментарий

შიში და მკვლელი გაკვეთილები

სულაც არ მინდოდა იმ ზაფხულს სოფელში წასვლა. საერთოდაც არასდროს მინდოდა არდადეგების იქ გატარება. აბა რა საინტერესო იყო ჩემი იქ ყოფნა. სხვების მსგავსად ხეებზე მე ვერ დავძვრებოდი, დიდად ოღროჩოღროებში ბღოტიალის ოსტატიც ვერ ვიყავი, თვეობით ვუნდებოდი დაჩენჩხილი მუხლების მოშუშებას.

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 2 комментария

წუნკალი ძაღლი, დედა, გოდო და ურწმუნო თომა

  დედაჩემის თანაკურსელი იყო ამალია, როგორც  ყველა ფიზიკოსი, ისიც უგზო-უკვლოდ განათლებული, ყველაფრის მცოდნე და საინტერესო მოსაუბრე. გამორჩეულად ვუყვარდით მე და ჩემი და, რასაკვირველია, დედაჩემის ხათრით და კიდევ იმის გამოც ალბათ, რომ მისი თანაკურსელი და დედაჩვენი ნამეტანი ადრე მოგვცილდა ჩვენც და … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 6 комментариев

თინო

ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ტოლები იყვნენ. მეგობრობდნენ. ერთად დადიოდნენ წყაროზე, ერთად დაჰყვებოდნენ მამებს თივის ჩამოსატანად, ერთად მიჰქონდათ მათთვის პატარა კალათებით სადილი ზაფხულის ხვატით გადაყვითლებულ ყანაში, ერთად ეფიცხებოდნენ მზეს რიონის ნაპირას და ერთად ჭყუმპალაობდნენ ცივ მდინარეში. თინო და ქეთო-ორი სასაცილო, გაკნაჭული, მზისგან … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , | 2 комментария

ბოდიში

დიდი სარდაფი აქვს ჩვენს სახლს. რა აღარ ყრია იქ. შესვლისას ყოჩაღად თუ არ იქნები, ეგებ კისერიც მოიტეხო. ადრე ასე არ იყო. თვალის ჩინივით უვლიდა და უფრთხილდებოდა იქაურობას ბაბუაჩემი. ყოველთვის დაწიკწიკებული, დალაგებული, გამოხვეტილ-განიავებული იყო და ამ სისუფთავესა და მოწესრიგებულობაში მთელი საღამო … Читать далее

Ваша оценка:

Рубрика: ამბები კატერინას ალბომიდან | Метки: , , , , | 3 комментария