შვილები

«სად არიან შვილები?..»

ბესიკ ხარანაული

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

სიძულვილის პირისპირ მარტო დარჩენილები. საკუთარი უძლურებით დაფეთებულები. მშობლების გარეშე დარჩენილები, ჩატის ამარა მყოფები. მონიტორს მიჯაჭვულები. ვეშაპების კლანჭებში მოქცეულები. ძიძების გულგრილობაში ამოზრდილები. მოძალადე უფროსების შემხედვარეები. მკვლელი სკოლების მოსწავლეები. უსამართლო სამართლის მსხვერპლები. დაშინებულები. უღონოები. ამბოხებულები, თვალამოთხრილები.

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

უმაქნისი მშობლების შვილები. ვერაფერი რომ ვერ გავუკეთეთ, ქვეყანა რომ ვერ დავახვედრეთ, პირში წყალი დავიგუბეთ და მათ თავში სახლელად დავტოვეთ ყველაფერი.

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

ოცნებებწართმეულები, იმედდაკარგულები, ტყვიით დაწამლულები, კედლებზე შველის თხოვნის დამწერები.

საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

ყვავილმიმაგრებული ყულფების ქვეყანაში საწყალი, საწყალი ჩვენი შვილები!

 

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები, ემო, ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s