ზაფხული,ტრავმა და ექიმი სინჯით999

ბლოგზეც და ბლოგგარეთაც სხვების მსგავსად მეც ბევრი მილაპარაკია  ცუდ ექიმებზე,მათ გზადაგზა შეხვედრილ უვიცობაზე, უპასუხისმგებლობასა და ადამიანობის დეფიციტზე.მეც, სხვების მსგავსად, მგონია, რომ ავად გახდომას, ტყვია დაიხალო სჯობს, რაკი ასე წამებით მაინც არ მოკვდები, რაც გარანტირებული გაქვს ექიმების ხელში ჩავარდნისას. მაგრამ არ ვიქნები სამართლიანი, თუ არ ვიტყვი, რომ , საბედნიეროდ, არიან გამონაკლისები.

ეგებ არც ისე საგანგაშოდაა საქმე, როგორც გვგონია და ჰიპოკრატეს მსახურებში ის უგვანები და პოტენციური მკვლელები სულაც არ არიან უმრავლესობაში. თანაც რომელი სფეროა ისეთი, შემთხვევითი ადამიანები, არაპროფესიონალები რომ არ იყონ. ჰოდა, გამონაკლისი ვერც მედიცინა რომ ვერ იქნება, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ერთი ეგაა, რომ მათი უცოდინრობა და შეცდომა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაჯდეს. ალბათ, ამიტომ ვერ ვპატიობთ და უნდობლად ვუყურებთ ყველას, ვისაც კი ექიმი ჰქვია.

მე ერთ კარგ ბიჭზე გესაუბრებით დღეს, ჩემი და ჩემი ოჯახის ერთწლიან ტანჯვა- წამებას რომ მოუღო ბოლო და გამომიჯანმრთელა, ამიწყო და ფეხზე დამიყენა სამსაავადმყოფოგამოვლილი, ნაჯიჯგნ-დასახიჩრებული შვილი.

როგორია იცით? აი ზოგი ექიმივით კი არ გარბის და გზადაგზა კი არ გესვრის სიტყვებს, შენი წუწუნის და ჩივილის მოსმენისას კი არ ცმუკავს ნერვიულად და გაწყვეტინებს. ზის მოთმინებით, დაკვირვებით გიგდებს ყურს, მერე დაწვრილებით გიხსნის ყველაფერს და ამას ისე დამაჯერებლად აკეთებს, მაშინვე ნდობა გიჩნდება მისი, მიუხედავად იმის, რომ სულაც არაა მხცოვანი და ტიტულიანი. ერთი საყვარელი, ბრუხუნა ბიჭია, თავისი საქმის მოყვარული და დაუზარლად მოკირკიტე.

მოკლედ, ივარგა ბიჭმა და ეს ჩემი ნაწვალები შვილი სულ ცოტაც და ბატერფლაითაც გაცურავს.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამის მერე, როცა მე დამჭირდა ტრავმატოლოგი, სხვაგან აღარც გამიხედავს. შენ რაღა დაგემართაო, იფიქრებთ. რა და, შენ ხარ ჩემი ბატონი, ჩვენთან რომ ტროტუარზე დადიან მანქანები, მაი ამბავი ქე გეცოდინებათ. ჰოდა, ერთმა ასეთმა ამაყად მგლიჯა ზებრის წინ შუქნიშანთან პატიოსნად გაჩერებულს. კაი გვარიანად მეჩხუბა, რას იდექი აქო და წავიდა. რასაკვირველია, ვერც ნომერი დავიმახსოვრე, ვერც გადავუღე, ისე მაკანკალებდა, ხელებს ვერ ვიმორჩილებდი. ჰოდა, უკვალოდ ხომ არ ჩაივლიდა ეს ამბავი. ლამის წელიწადია ვითმენ და ვითმენ, დავამუღამე და დავდივარ ასე ნახევრად მოხრილი ფეხით. სად მეცალა მაგისთვის. მარა კარგად რომ მომიჭირა მივადექი  ჩვენს ვატოს( ასე ჰქვია ამ ბაჯაღლო ბიჭს) და მომხედა.

ქირურგად ხომ კარგია და თან საოცრად ყურადღებიანია. ადრეც მომწევია ოპერაციის გაკეთება და ძალიან კარგი ქირურგებიც შემხვედრია, მაგრამ ძირითადად, რომ მიგჭრიმოგჭრიან, მერე დიდი-დიდი ერთხელ მოკრა თვალი გამოწერამდე. ეს კიდევ სულ გაკონტროლებს.

პალატაში რომ გადამიყვანეს, მნახა. მე ნახევრად მთვლემარემ შევჩივლე, ეს რა უქნიათ, რას მერჩოდნენ, ფეხები რომ გაუპარსავთ-მეთქი.( ისე მართლა, გრამი თმა რომ არ გაქვს, რატომ უნდა გებრდღვნან და დაგპარსონ სულ არ ვიცი). ახლა ბანჯგვლები ამომივა-მეთქი. ის ჭრილობას ამოწმებს, მე კიდევ ვწუწუნებ ამაზე.  სხვა დამამხობდა ალბათ. ამან  კიდევ კარგად იხალისა და მერე მოიბოდიშა, აი რა ვქნა, მე მაგ საქმეში არ მიმიღია მონაწილეობა, უჩემოდ ქნესო 🙂 .

მოკლედ, თქვენ ჯვარი გწერიათ და მტრის და ავისას, მარა თუ თქვენ ან ვინმე თქვენიანმა კისერი მოიტეხეთ და კინჩხიც ზედ მიაყოლეთ, არსად არ გაიხედოთ და პირდაპირ მიდით მედიქლაბ ჯორჯიაში, რადგან ყველაზე მაგარი ტრავმატოლოგები აქ არიან და მათ შორისაა ჩემი ოქროს ბიჭი, ბაჯაღლო, სინჯით 999( კვდება სიცილით, ასე რომ ვეუბნები)- ვატო გვაზავა.

ასე რომ, მთლად  დასაღუპად არ გვაქვს საქმე. ცუდი და კარგი ყოველთვის იყო და არის, ყველგან, ყველა დროს და ყველა სფეროში. ცუდიც ხომ ყოველთვის სჭარბობს კარგს, მაგრამ კარგის უპირატესობაც ხომ ესაა.

პ.ს ზაფხულის გოგოა კატერინა. მის კალენდარში ზაფხულიდან ზაფხულამდე სიცარიელეა, რომელსაც ზაფხულის მონატრება ავსებს. უკვე მეოთხე წელია უშინაარსო, პრობლემებიანი,ჩამწარებულ-დაძმარებული ზაფხულები აქვს, მაგრამ მაინც უცვლელად, ბავშვური სიჯიუტით უყვარს ივნის-ივლის-აგვისტო და სჯერა, რომ მისთვის მაგიური ტრიადაა.

პ.პ.ს აგვისტოს გოგოა კატერინა და გულის კანკალით ითვლის დღეებს, ერთი სული აქვს, როდის გადაყრის ყავარჯნებს და გაინავარდებს აგვისტოს მზით გადახურებულ დაცარიელებული თბილისის ქუჩებში.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 отзыва на “ზაფხული,ტრავმა და ექიმი სინჯით999

  1. Madloba gmerts, rom kvelaperi kargad damtavrda….

  2. ჟანა:

    ქეთი! რა გვიან გავიგე ესეც, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ!

  3. მაკა:

    ახლა ხომ კარგად ხარ?

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s