აქა ამბავი ერთი სპექტაკლისა

«თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას,»- უილიამ შექსპირი.

ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ესმოდა ამ კაცს თეატრის ავანჩავანი. ბევრი რეჟისორი სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის მიდი-მოდის. თუმცა არიან გამონაკლისებიც. სწორედ ერთ ასეთ კაცსა და მის საოცარ სპექტაკლზე მინდა გესაუბროთ.

ორი დღე დამჭირდა ემოციების დასალაგებლად, დასავარცხნად.

ჭოლაზე ვაპირებ ლაპარაკს და მის «ბაკულას ღორებზე».

არ დავმალავ და ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი მოსალოდნელ სანახაობას, ნაწარმოების მრავალჯერ გადამღერებულობის გამო. შევცდი.

ადრეც მითქვამს, არასდროს მქონია თეატრმცოდნეობისა და კრიტიკოსობის პრეტენზია, თუმცა კარგი გემოვნების, სტაჟიანი თეატრალობის ამბიცია ნამდვილად მაქვს. ჰოდა, როგორც გამოცდილი, ათასკარგსპექტაკლნანახგამოვლილი, ვზივარ და ვცდილობ გადმოგცეთ ჩემი შთაბეჭდილებები.

კარგა ხანია მივედი დასკვნამდე, რომ ვერც ერთ სფეროში, მიუხედავად ნიჭიერებისა, ვერ შედგება ადამიანი პროფესიონალად, თუ ოთხ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს:1-საქმის კარგად ცოდნა,2- ერუდიცია,3-სამშობლოს სიყვარული და 4-გემოვნება,ეს ის მაგიური ჰიპოსტაზებია, რომლებიც გარანტიაა პიროვნების და მისი საქმის შემდგარობის. ჭოლა კი ის პიროვნებაა, ვინც თავის თავში, თავის საქმეში ამ ყველაფერს აერთიანებს. ამიტომაცაა, რომ არასდროს წამოვსულვარ უკმაყოფილო, სიცარიელის შეგრძნებით, არასდროს წამოვსულვარ ერთი კვირის სამყოფი ღიმილისა და ცრემლის გარეშე, არასდროს წამოვსულვარ ჩემი საწყალი ქვეყნის სიყვარულის გარეშე…

ყველაზე მეტად, ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მომხიბლა თავად მასალის, ნაწარმოების აღქმამ. ვუყურებდი და თითქოს ვხედავდი ღამღამობით ანთებული სანათის ქვეშ გადაშლილ ათასჯერგადაფურცლულ ზემოიმერულ ამბავს და მასში ჩაკირკიტებულ კაცს, მონდომებით რომ ცდილობს სიძველის მტვერი გადააფხიკოს ფრაზებს, აბზაცებს, ცდილობს გაქექოს, საფლავში ჩაჰყვეს ყოველ სიტყვას და შემატებული ფერებით მოავლინოს ამქვეყნად.

ეს არ არის ერთი საწყალი იმერული ოჯახის ამბავი, დიდად არც ღორების ამბავია და არც ბაკულაა მტრობის სათავე. აქ გაცილებით მეტი ტკივილია, სუნთქვას რომ შეგიკრავს, ხანდახან მოხრჩობას რომ დაგიპირებს და ცრემლსაც რომ გაღვრევინებს სიმწრისგან( თუ გონება და გული გიწყობს ხელს, რასაკვირველია).

კარგი მუსიკა, დეკორაცია, არაჩვეულებრივი მხატვრობა, განათება, მსახიობების კარგი თამაში, კარგი ჩანაფიქრი, კარგი განხორციელება-სხვა მეტი რაა კარგი, შემდგარი სპექტაკლი.

აქ არც აკრობატული ილეთებია, არც ძვირადღირებული პირუეტები, არც არავინ დაფრინავს, არც აუზში ხტება ვინმე და არც კედლებზე დადიან ორიგინალობისთვის. აქ ყველაფერი საათივით აწყობილ-აკინძულია და სუფთად გაწიკწიკებული.აქ სიყვარულით ნაკეთები საქმეა სცენაზე და ეს სიყვარული შენც გედება, მაყურებელს, სახადივით…

არაჩვეულებრივი იყო მთავარი გმირების, იმერელი ცოლ-ქმრის ფრანგულ-ზემოიმერულად ალაპარაკება. ეს მიგნება თუ სპექტაკლის დასაწყისში უბრალოდ სასაცილოა და გართობს, ფინალში ტრაგიკულ იერს იღებს და ხვდები, რასაც გულისხმობდა რეჟისორი…

თუ პირველ მოქმედებაში ცრემლად იღვრები სიცილისგან, მეორეში ნელ-ნელა გეძალება ბრაზი. თანდათან, თანდათან გიჭერს მარწუხებს ყრონტში და უკვე მეორე მოქმედების შუა ნაწილიდან თუ ცრემლები არ მოიშველიე, შეიძლება გულიც გაგისკდეს( აქაც, რასაკვირველია, თუ გული გაქვს, თუ იქ რამე გიჭაჭანებს, თუ გონება გაქვს და იქაც მოგეპოვება რამე)…

ისეთია, ვერაფერს რომ ვერ შეცვლიდი. თუმცა ერთი კი არის ასეთი. მგონია, «ნაჩალნიკის» ტექსტები ზედმეტად ადვილადაა ამოტივტივებული. თუმცა ვხვდები, რატომაცაა ასე. მე და ჩემნაირები დაფარულშიც დავინახავდით მოძმე ერთმორწმუნის, მისი ლაქიების, რუსეთუმეების, » საკუთარ ჯამს მაცქერალ» ქართველების «კეთილ საქმეებს», მაგრამ რეჟისორისთვის ერთეულებისთვის ხმის მიწვდენა არაა საკმარისი… მას ისე სტკივა საკუთარი ქვეყანა, დარბაზში მსხდომთაგან ყველან უნდა იგრძნოს ეს ტკივილი, ყველას უნდა გააგონოს, თავისი სათქმელი.

იყო მომენტები, რომლებმაც მომკლა… გადაშლილი «ვეფხისტყაოსნიდან» შესმული ღვინო რუსი ჩინოვნიკის პატივსაცემად, ვასილიჩის პამპულად ქცეული მღვდელი,ვასილიჩი რომ ქალია, დედარუსეთივით…გონებასუსტი, ყველას სახმარი ლამაზმანი, საბოლოოდ ვასილიჩის, მისი ლაქიების, სხვადასხვა პარტიის და სხვადასხვა დროის მძარცველების მიერ სათამაშოსავით შემოსმული ძარაზე და სამუდამოდ გამქრალი… ორფეხა ღორებისგან განადგურებული მამული, მგლოვიარე გალაქტიონი და ზინათი, ისევ ფრანგულ-იმერულად მოლუღლუღე და გამწარებული სულის ამონახეთქი:

-ოხრები,ქვეყნის მძარცველები,თავისი თავის მეტი არავინ ახსოვთ, არავის ჯავრი აქვთ! დასწყევლა ღმერთმა ყველა, არავისგან საშველი არ არის! ყველა გამჟლეტია! ყველა მძარცველია! ერთ დღესაც გაწყვეტილან ყველა, ვისაც არ ვებრალებით!ყველა ერთ დღესაც გაწყვეტილან!..»

საბედნიეროდ, არიან ისეთი ხელოვანები, ზედმეტი ოხოხო და უხუხუ რომ არ უყვართ, არც  პოლულარობის ხამები არიან, არც გენიოსობისა და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენობის ამბიცია კლავთ. ისინი უბრალოდ ქმნიან, ისინი უბრალოდ ახმაურებენ საკუთარ ტკივილებს, ისინი უბრალოდ ცდილობენ იმას, რასაც ყველა ხელოვანი უნდა ცდილობდეს-სამყაროს გაუმჯობესებას!!!

პ.ს. ჩემთვის მთელ სპექტაკლს ერთი ფრაზა დასდევდა თან: «ნუ დაუფენთ მარგალიტთა თქვენთა წინაშე ღორთა…»

პ.პ.ს. იყო ამ ყველაფერში რაღაც «ამარკორდული» და მეც დამშიდობების მაგივრად გიტოვებთ მუსიკას ამ ფილმთა შორის საუკეთესო ფილმიდან.

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა, ჩანაწერები с метками , , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 отзыва на “აქა ამბავი ერთი სპექტაკლისა

  1. მომწონს-მიყვარს შენი ჩანაწერები ❤ 🙂

  2. მახარებს ეგ მე. მე კი მომწონს-მიყვარს ჩვენი მეგობრობა ❤

  3. dasdfadfasdssdhffghnbcvn g:

    alert(«Hello!»);

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s