თმა-2 და ჩირგვში ჯდომა

1231297_946539158697535_1699176226002964915_nდავიკარგე- ასე სხვები ამბობენ, როცა მეკითხებიან, სად ხარ, სად დაიკარგეო. სინამდვილეში იმ ერთი კურდღელივით ჩირგვში ვზივარ და არ ვიცი, ღირს თუ არა გამოძვრომა.

სიტყვები ისევ გამექცნენ, აზრებიც დაიშალნენ მარტივ მამრავლებად და რაკი ვერაფრით ვკრებ და ვაკოწიწებ, ვიყურსები. განა არ მომივლის ხოლმე აქ შემოსვლის და წერის სურვილი, მაგრამ მარტო სურვილი რომ არაა საკმარისი, კარგად ვიცით. ჰოდა, ამ ჩემს ჩირგვში ვზივარ და მახრჩობს ამოუთქმელი  გრძნობები, გულს მიწურავს ვერნაპოვნი სიტყვები.

ფიტულად ვიქეცი მგონია, დარდებით, მკვდარი აზრებით, ტკივილებით ამოვსებულ-გამოტენილ ფიტულად.

ძალა აღარა მაქვს, ქოსიკოო!!!( ეს, ვინც არ იცის, ფრაზაა ერთი ძველი სპექტაკლიდან).

რა დაგემართაო. არაფერიც არ დამემართა ისეთი, აქამდე რომ არ დამმართნია და მშვენივრად მოვრევივარ.  მიზეზი თმაშია. ხო, არ გაიკვირვოთ. ვინ კარგად მიცნობს, იმან იცის ჩემი უცნაური დამოკიდებულების შესახებ. ამაზე კიდეც დავწერე ადრე და არა მგონია, იმაზე უკეთ  და ამომწურავად ჩამოვაყალიბო ახლა.

კი ვიცოდი, რომ იყო რაღაც ამოუცნობი და საკრალური ჩემი და თმის ურთიერთობაში, მაგრამ მთლად ასეც არ მეგონა.

აი სანამ შევიჭრიდი ხომ გაწყალებული მქონდა გული შეკითხვებით: რატომ არ იჭრი? უიმე, ამხელა თმის ტარება არ გეზარება? ამას მოვლა არ უნდა? და ა. შ.

შევიჭერი და ახლა დაიწყო: რატომ შეიჭერი? როგორ შეელიე იმხელა თმას? და ა. შ. არადა ეს კითხვები უფრო მტანჯველია ჩემთვის , ვიდრე ისინი, შეჭრამდე რომ მისვამდნენ. მიზეზი მარტივია-მახსენდება რა მდგომარეობაში და რატომ შევიჭერი და ნერვები მეშლება საკუთარ თავზე, საკუთარ უმწეობაზე. ხომ არ დავდგები და ავუხსნი ამ არამკითხეებს, რომ ეს ვარცხნილობის შეცვლა არ იყო, რომ ეს ერთგვარი თვითგვემა, ლამის თვითმკვლელობა იყო. ვიღაცისთვის ეს ალბათ სასაცილოა და მესმის რატომაც, ჩემთვის კი სასტიკი ფაქტია: იმ ჩემი ხელით მოღიჯნილ ნაწნავთან  ერთად ჩემი სულის ნაწილიც გავაყოლე ნაგავს. ალბათ ესეც სისულელედ ჟღერს, მაგრამ აბა რა ჰქვია სხვა იმას, რომ მოწყდი და ფეხზე ვეღარ დგები, რომ ვეღარ უძალიანდები პრობლემებს, ტკივილებს,  წყენებს, ვეღარ იკიდებ სიმყრალეს, ასე რომ ქოთავს გარშემო; რომ ისე მიეჩვიე ამ ვერგაძალიანებას, კიდეც მოირგე დანებებულ-გათანგულის როლი და ისე მიაჩანჩალებ დროს, როგორც ძველი, თვლებმორყეული ურემი, ჭრიალ-ჭრიალით, კვნესა-კვნესით, ოღონდ უღელში თვითონ ხარ შებმული და სახრესაც თვითონ ირტყამ ფერდებზე. არადა, კაცმა რომ თქვას, რომელი დალი მე ვარ, ან სულკალმახს და ამირანს რა საქმე ჰქონდათ ჩემთან! ეტყობა მსგავსი რამ სხვასაც მოსვლია და სწორედ ეს გამოიყენა იმ ბრძენკაცმა, ეს მითი რომ დაგვიტოვა ყველას სატრაბახოდ.

ასეა თუ ისე, რაც მოხდა, იმას არაფერი ეშველება. არც მე მეშველება, სანამ მხრებზე შოლტის ნაცვლად ის ჩემი სქელი ცხენის კუდი არ მომხვდება. არადა, როდის იქნება ეგ… ადრე რომ წამობრივად მეზრდებოდა, ახლა ჯიბრზე ისე ნელა მოღოღავენ ეს ოხერი ღერები. ყოველ დღე ვიზომავ, ვამოწმებ და ველოდები. ხო, არ ველოდები ივერიის გაბრწყინებას, არც გამონათებას ჩემს ცხოვრებაში, არც ცვლილებებს. ველი მხოლოდ თმის გაზრდას და გულის სიღმეში ასე მგონია, მისი დაბრუნება ისევ დააბრუნებს საამქვეყნოზე ჩირგვში ჩამჯდარ-ჩამკვდარ კატერინას. და თუ როგორმე ვეღირსე საკუთარი ნაწნავის ხელში ჩაბღუჯვას, ისევ ისე ოსტატურად მოვქაჩავ, როგორ ათასჯერ გამიკეთებია ძველად, ამოვიქაჩავ თავს იმ ჭაობიდან, ჩემი ნებით რომ ამოვყავი შიგ თავი და მისი ყროლის სუნი რომ მიხუთავს სულს. მანამდე კი ჩირგვში ჯდომის და გაყურსვის გარდა სხვა არაფერი დამრჩენია…

პ.ს. თქვენი არ ვიცი და მე უზომოდ მაკლია და მენატრება ჩემი კატერინა 😦

Запись опубликована в рубрике ემო, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «თმა-2 და ჩირგვში ჯდომა»

  1. KrisT-Ino:

    მეც ვაპირებდი ერთხელ თმის მოჭრას, თვითგვემის და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დაკარგვის გამო სიმბოლურად. კიდევ კარგი გადავიფიქრე 😦 მალე გაგეზრდება ❤

  2. არ ქნა. არაფერს არ შველის ეგ, მენდე.იმდენი ხნის ნაზარდი იყო, ხანდახან მგონია დრო აღარ მეყოფა…

  3. zhana:

    ქეთუ! რას ამბობ, გოგო! ახლავე ბოდიში მოუხადე საკუთარ თავს, ჰო, თმას კი არა, თავს, შენი საგანძური ხომ თავშია, შიგნით, და არა გარეთ, სხვის დასანახად! ჩვენთვის, მეგობრებისთვის, ამით ხარ მნიშვნელოვანი, შენი აზროვნებით, გონიერებით, და არა თმით თუ რაღაც გარეგნული სამკაულებით! თუ ვინმემ გარეგნული ცვლილების გამო შენზე აზრი შეიცვალა, ესე იგი, იმან შენი ფასი არ იცის! არ გინდა მისტიკა… იმედი მაქვს, რომ სიმბოლურად ამბობ რაღაცებს, აი, მიუნჰაუზენს რომ ყველამ უნდა მიბაძოს დეპრესიიდან საკუთარი თავის დამოუკიდებლად ამოყვანით, ამას გულისხმობ ჭაობიდან ამოსვლაში, მე ხომ გიცნობ , ამიტომ მესმის შენი, მაგრამ ყველა ხომ არ გიცნობს და ვინმემ პირდაპირ არ გაიგოს შენი სიტყვები, ამიტომ გითხარი, ახლავე ბოდიში მოუხადე საკუთარ თავს მეთქი, ნახევრად ხუმრობით… ისე, სტუდენტობის დროს თმა რომ შეიჭერი, ძალიან მოგიხდა , გახსოვს, ყველას მოეწონა მაშინ, აბა, ხანდახან ხომ უნდა შევცვალოთ რამე! სული, გული და გონება მაინც მუდამ იგივე რჩება, რაც ადამიანის მთავარი სიმდიდრეა, ჰოდა, დამიჯერე, შენ ამ ით ძალიან მდიდარი ხარ… სიტყვები ხანდახან იკარგებიან, მაგრამ ეგ არაფერია, დაბრუნდებიან ისევ… უფალი გფარავდეთ შენ, შენს შვილებს და მანანას!

  4. მადლობა, ჟან, რომ ისევ ისე გიყვარვარ ❤ ხო, მიუნჰაუზენის ხერხი ძალიან მაქვს გათავისებული 🙂

  5. კატერინა ❤ როგორ კარგად მესმის ისეთი რაღაცების რაც სხვებისთვის აბსოლუტური სისულელეა შენთვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როცა არც გინდა ახსნა და არც საჭიროა. ასეთი რაღაცებისგან შევდგებით ჩვენ, იმ სისულელეებისგან, რომლებიც სისულელეები სულაც არ არის. გაიზრდება, სად წავა, თუმცა ეს დრო როგორი მტანჯველი შეიძლება იყოს, ამის მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია. თმაც გაიზრდება და ოდესმე ყველაფერი მაგრად იქნება. მთავარია ცხოვრება გაძლება არ იყოს, გაძლება რაღაც ვადამდე, რაღაც დღემდე. არ ვიცი, ძალიან მომხვდა ეს პოსტი. მომენატრე ❤

  6. კი, წვრილ0წვრილი( სხვების თვალით) სისულელებისგან და შეცდომებისგან შევდგებით , ასეა. როცა გაძლებას ემსგავსება ცხოვრება, აი მაშინ ჩნდებიან მაჯლაჯუნები გულზე და მუენდიები თვალებში და ნაწნავის მოქაჩვაც მაშინაა საჭირო… ჩემი გული გოგო, ჩემი დაია ფინიკი ❤ მეც მომენატრე

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s