მინის მიღმა

ჩამოღამდა. ცოტა ხანში შუქი აინთება ოთახში. შემოვა,  გვერდით ჩამივლის, ფარდას ჩამოაფარებს 24122015557ფანჯარას, გამობრუნდება, დამიდგება წინ და მეტყვის:

-მომენატრე, არა, მომენატრე კი არა, სულ მენატრები.  როგორ ხარ… მე როგორ ვარ? რა ვიცი აბა, ალბათ კარგად, თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ეს «კარგად» ყოფნა შენი წასვლის მერე აღარც ვიცი, რა არის…

თითებს ჩამომაყოლებს სახეზე ფრთხილად, მეორე ხელს თვალებისკენ წაიღებს და სისველეს ჩამოიბეტყავს. მერე გამიღიმებს, ამოიხვნეშავს, შუქს ჩააქრობს და დაიძინებს.

რამდენი წელი, რამდენი თვე, რამდენი დღე გრძელდება ასე.არც მას მობეზრდა და არც მე, არც ის დაიღალა და არც მე. წესად გვაქვს, ჩვევად, აკვიატებად, ავადმყოფობად იმას მოსვლა და ძილისპირული საუბრები, მე-მოლოდინი მისი მოსვლის და მდუმარედ სმენა ხმადაბალი, სხვებისთვის ვერგასაგონი სიტყვების.

ის რომ სველ თვალებზე ხელებს აიფარებს, მე ყელში მებჯინება გული, მაგრამ ვერ ვტირი. აბა როგორ შემიძლია ვიტირო, როცა ყურებამდე გაკრეჭილი ვარ… აბა როგორ შემიძლია რამე ვუთხრა, როცა  მინის ქვეშ  ვარ საგულდაგულოდ გაშეშებული ჰერბარიუმის დაფუტუროებული პეპელასავით.ისევ მიჭირავს თოვლიანი ხელთათმანით დაცემისას გამძვრალი თხილამური ისევ ვიცინი… მერე რა, რომ მისი ცრემლების ცქერისას ისე მცივა და მაკანკალებს, გული მეყინება თითქოს. მინის  აქეთა მხრიდან ეს არ ჩანს…

ზოგჯერ ამბებსაც მიყვება, იმათზე, ვინც უნდა მენახა და ვერ ვნახე, იმათზე, ვინც თავზე მეტად უყვარს, იმათზე, ვინც სძულს. სულ ასე იცის- ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ზოგჯერ კიდეც მიკვირს, როგორ შეუძლია ასეთი უზომოდ დიდი და მძიმე გრძნობების ტარება გულით. ვუყურებ საღამოობით უხმო  სიმარტოვეს შეხიზნულს  და გული მწყდება, რომ არ შემიძლია მისი ამ ფიქრიანი დუმილის დარღვევა, არ შემიძლია წამოვდგე, შევისწორო  გვერდზე მოქცეული სასაცილო თავსაფარი,ჩამოვიბერტყო თოვლში ამოგანგლული ქურთუკი, გავსწორდე თხილამურებზე და დავეშვა თავქუდმოგლეჯილი უსასრულობიდან სასრულობამდე…

ხანდახან მეკითხება, მირჩიე, რა ვქნაო. ასეთ დროს მინდა ვუთხრა, აბა მე რა შემიძლია გირჩიო, როცა უკვე ჩემზე გაცილებით დიდი ხარ, გამოცდილებაც  მეტი გაქვს და ფიქრის სიგრძეც. რომ შემეძლოს, იქით უნდა გეკითხებოდე ჭკუას-მეთქი, მაგრამ   მინის ქვეშ  ვარ საგულდაგულოდ გაშეშებული ჰერბარიუმის დაფუტუროებული პეპელასავით.

აი ახლაც ზის ჩემ წინ. წერს რაღაცას. შეჩერდება, გამომხედავს, მიყურებს კარგა ხანს, მერე ისევ ჩარგავს თავს, მერე ისევ შემომხედავს. არ ვიცი, რას წერს. აბა როგორ შემიძლია ჩავიხედო, როცა ასე უნდა ვიყო თოვლში ამოგანგლული და ყურებამდე გაკრეჭილი. არადა, როგორ მაინტერესებს… რომ შემეძლოს აქედან გაღწევა, ვიცი, უარს არ მეტყოდა, არ დამიმალავდა. მეც ყურადღებით ვიკითხავდი და ვიკითხავდი, მერე გულში ჩავიკრავდი, ვაკოცებდი და ვეტყოდი, რომ არ ყოფილა დღე, საათი, რომ არ მეამაყა მისით, არ ყოფილა დღე, საათი, რომ გული არ გამგლეჯოდა მასთან ვერყოფნით.

ცოტა ხანში ჩაქრება შუქი და როცა ღრმად ჩაიძინებს, ჩუმად, ისე, რომ არ გაიგონოს, ვეტყვი:

-ნუ, ნუ გენატრები!!!   … ძალიან გახველებს, ნეტავი მოწევას მოუკლებდე…

ვიცი, არც ერთს შეასრულებს და არც მეორეს, მაგრამ არ ვუსაყვედურებ. ან როგორ ვუსაყვედურო, როცა მინის ქვეშ ვარ გამოკეტილი.

ხვალ ისევ დადგება ღამე, ისევ მომაკითხავს, ჩამხედავს თვალებში და მეტყვის:

-დე, მენატრები…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «მინის მიღმა»

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s