მოლოდინი

«სევდას სველი ცრემლი სდევდა,
როს საამო სიო ღამის
სულს ნისლისკენ სვლაში ლევდა.
სევდა, სევდა, სევდა, სევდა.
სულში სევდის ვრცელი ქსელი,
სიო სულს ნისლს მოუსევდა,
ნისლი სულის სამოსელი».

რატი ამაღლობელი


გავპრაგმატულდი.

არ მიყვარს ილუზიებით თრობა. ვერ ვიტან ფუჭ იმედს. არ ველი სასწაულებს, რაკი ვინც სულ ელის, ის სულელია.

არ მიყვარს გაურკვევლობა. მირჩევნია გასაგები და ნათელი იყოს ყველაფერი, თუნდაც ცუდი.

არ მიყვარს ფუჭი, არაფრის მომცემი ურთიერთობები.

არ მიყვარს ამოუხსნელი ამოცანები, დაუმთავრებელი საქმეები. ვერ ვეგუები დამარცხებას.

არ მიყვარს შემოდგომა, არც გაზაფხული, იმიტომ რომ  ამ დროს ყველაფერი არეულია, გაურკვეველი, არც აქეთაა და არც იქით. გაზაფხულს კიდევ გაუძლებს კაცი იმ იმედით, რომ ჰა ჰა და მალე ზაფხულიც მოვა, მაგრამ აი შემოდგომა მომაკვდინებელია.

ეს დრო ავადმყოფობას ჰგავს. თან ისე  უბრალო შეუძლოდყოფნას კი არა, სერიოზულ, მომაკვდინებელ სენს, რომელიც გეყრება, ნელ-ნელა გკუნტავს, გაუძლურებს და გამზადებს დიადი მიძინებისთვის.

475562_1310-800x600ეს დრო ყავისფერია ჩემს აღქმაში, მისი  სინონიმი კი  სევდაა.

ეს დრო სკოლის დასაწყისია. ცუდი აზრები და ემოციები ჯერ კიდევ შორეული ბავშვობიდან დაჰყვება მოუშორებლად.

ამ დრომ წაიყოლა მარადისობაში ჩემი ტკბილი ბაბუა.

ამ დროს ყველაზე მეტად და მძაფრად ვგრძნობ წლების მატებას და თავი დაჩაჩანაკებული, მიხრწნილი მოხუცი მგონია.

შემოდგომის ქარები მიქრიან სულში და მიკორიანტელებენ ცუდ აზრებს.

შემოდგომის მზე ძალაგამოცლილი მიყურებს საწყლად და ვეღარ მკოცნის მწველად, ვნების აღმძვრელად.

არ მიყვარს გაურკვევლობა. გარკვეულია, რომ გარდაუვალია ამ გაურკვევლობაში ყოფნა, ისიც გარკვეულია, რომ ამ გაურკვევლობას გარკვეული ცივი კვდომა მოსდევს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა გარკვეულობა არ მაძლევს შვებას.

გაწოლილია ტოტებში ქარებად მოწყენა და ვგრძნობ, როგორ იკავებს ჩემს ადგილს განსხეულებული მოლოდინი, ზაფხულის მოლოდინი. მე კი ვპატარავდები თანდათან და ჯინივით ბოთლში ვიყურსები. თავზე ბრჭვიალაქაღალდგადაკრულ საცობს ვიმაგრებ და ვისუსები.

კარგი იქნება მარტინი ესხას ამ ბოთლში.

წინ ერთი წელია. როგორმე უნდა გადავაგორო, როგორმე უნდა გავუძლო ცივი ქარების, ნოტიო წვიმების, გაშიშვლებული ხეების, თბილი სვიტერების შემოტევას.

მე ველი მზეს.

 

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მოლოდინი»

  1. კატერინა, ასე ზუსტად… არც კი ვიცი რა დავწერო.
    «არ მიყვარს ილუზიებით თრობა. ვერ ვიტან ფუჭ იმედს. არ ველი სასწაულებს» — მინდა ახლა ილუზიები, ძალიან მინდა, მაგრამ არ გამოდის.

    «არ მიყვარს შემოდგომა, არც გაზაფხული, იმიტომ რომ ამ დროს ყველაფერი არეულია, გაურკვეველი, არც აქეთაა და არც იქით. გაზაფხულს კიდევ გაუძლებს კაცი იმ იმედით, რომ ჰა ჰა და მალე ზაფხულიც მოვა, მაგრამ აი შემოდგომა მომაკვდინებელია.» — ზუსტად.

    უნდა გავუძლოთ კატერინა, თუმცა ეს შემოდგომა მეზიზღება.

  2. თუ კონკრეტული მიზეზიც დაერთო, რასაკვირველია, ორმაგად გაუსაძლისი იქნება შემოდგომა… გავიძლებთ, ფინიკი, გადავაგორებთ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s