აგვისტოს ბოლო

ხვალიდან ახალი წელი იწყება. კი, ასეა. რასაკვირველია, ეს ის ახალი წელი არაა, ტრადიციულ კულინარიულ თრობაში რომ ძირავს ერს. ეს ჩემი ახალი წელია და ის სულაც არ არის ისეთი სასიხარულო, როგორც ნამდვილი ახალი წლის მოსვლა. თუმცა, გულახდილი თუ ვიქნები, დიდად არც იმ ნამდვილის მოსვლა მახალისებს.

აგვისტო ჩემთვის წლის ბოლოა. აგვიტოში მემატება კიდევ ერთი წელი. აგვისტოში ემატება წელი ჩემს ალტერ ეგოს-კატერინას. ასე გამოვიდა, ორივე აგვისტოს გოგოები ვართ და ეს ალბათ კიდეც ეტყობა ბლოგს.

ოოო რა სიამოვნებით ამოვიღებდი, გავაქრობდი ყველა იმ თვესა და დროს, მზე და სიცხე რომ არაა.ბევრი აგვისტო მინდა იყოს ჩემს კალენდარში. ჩემია აგვისტო, ცხელი მზით, უსაქმურობით, დახვავებული წიგნებით. მერე რა, რომ მეც თბილისის მეციხოვნე ვარ აგერ უკვე რამდენი წელია და ვტკბები ახვატებული ცარიელი თბილისი ქუჩებში ბორიალით.

ისე ჩამოილია ზაფხულის ბოლო დღე, ასეც დამრჩა ფიქრებში ზღვის მლაშე სურნელი და სვანეთის კოშკები. იქნებ გაისად მაინც… თუ მაშინაც ვერა, კიდევ მოვა ზაფხული და თუ მაშინაც ვერა, მგონი აქ ყოფნის ღირსიც აღარ ვიქნები.

ხვალიდან შემოდგომა მომადგება. ვერ დავხვდები მაინცდამაინც ხელგაშლით, მაგრამ სადღაც ერთი თვე გამოვიზოგავ მოთმინებას და ტაქტს, აი მერე კი, ძვლებში რომ შემომარტყამს სიცივე, ავჯაჯღანდები და გმირულად შევუდგები დიად მოლოდინს შემდეგ ზაფხულამდე.

ხვალ მოქარდება შემოდგომა. როგორ მინდა ცოტა ხანს კიდევ დამიტოვოს ცხელი მზე , როგორ მინდა დამზოგოს სიცივისა და მოწყენისგან.

 

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «აგვისტოს ბოლო»

  1. მე მიხარია ოქროსფერი შემოდგომა რომ მოდის 🙂
    უცნაურობა დამემართა ამ ბოლოს. ზღვაზე ვიყავი და თოვას ვნატრობდი, დღეს შემოდგომის გულის გამაწვრილებელი წვიმა მინდოდა ძალიან.
    ხომ ვიცი, რომ თოვდეს და წვიმდეს, ზღვა მენდომება, მზე და ვინატრებ მეც ზაფხულს.
    ოქროსფერი შემოდგომა მაინც მიხარია. ცვლილებები რომ ეტყობა გარემოს, ეგ მიყვარს ყველაზე მეტად.
    თანაც ფოთლებს ავაშრაშუნებ ფეხსაცმელებ ქვეშ. ბევრი უნდა ვიარო ამ შემოდგომას. პირობას ვდებ 🙂
    სოფელში ვაპირებ გაქცევას ერთ შაბათ-კვირას, ოქტომბერში და იქ დამხვდება სავსე შემოდგომა. ჰამაკში ჩავწვები და სახურავზე წვიმის წკაპუნის ხმაზე ჩამეძინება :დ
    ბევრი მოლოდინი მაქვს და მე თუ შევუწყობ ჩემ თავს ხელს, კარგი შემოდგომა მინდა მქონდეს.
    და კარგი შემოდგომა მინდა გისურვო 🙂

  2. შეიძლება იმიტომაც არ მიყვარს, რომ არასდროსაა კარგი. აი ზაფხული, რაც არ უნდა ცუდი და უინტერესო იყოს, მაინც არ მბეზრდება და მიყვარს. დიდი მადლობა და მეც გისურვებ ისე გამოსულიყოს ყველაფერი ამ შემოსგომაზე, როგორც შენ გინდა და ასე ყოფილიყოს ყველა მომდევნო შემოდგომაზე და არა მარტო შემოდგომაზე ❤

  3. მადლობა ❤

  4. აუფ კატერინა, მინდა მთელი პოსტი გადავაკოპირო და მივაწერო +1 ფინიკისგან ან თინიკოსგან. ჩემთვისაც ახლა იწყება ახალი წელი, ზუსტად 31 აგვისტოა დასასრული და 1 სექტემბერი დასაწყისი და არა დეკემბერი/იანვარი. მეც ზუსტად აგვისტოზე შეყვარებული აგვისტოს გოგო ვარ. წელს არეულ-დარეული აგვისტო იყო, იმდენი რამე აიხლართა ერთმანეთში, აღარ ვიცი მიყვარს თუ აღარ მიყვარს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს წელი ყოველთვის ამ დროს დასრულდება და ახალი ყოველთვის ამ დროს დაიწყება. წლევანდელმა აგვისტომ ძალიან ბევრი რამ დაასრულა და არ ვიცი რის დაწყებას გეგმავს სექტემბერი. ძალიან ამიჩუყა გული ამ პოსტმა, მინდა მოვიდე და მაგრად ჩაგეხუტო. ამ სიცივესაც გადავიტანთ, ვნახოთ რა იქნება შემდეგ აგვისტომდე და რას მოიტანს ეს წელი. ვნახოთ რა იწყება ❤

  5. ჩემი გოგო ხარ შენ, გულის სულის, ფიქრების და აგვისტოს მონახევრე ❤ კიდევ ერთ ზამთარს გადავურჩებით. ხვალიდან დიადი მოლოდინი იწყება-ზაფხულის მოლოდინი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s