შორია მიზანთროპობამდე?!

«ადამიანი ბინძური მდინარეა,ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყო, რომ ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწო,»-მგონი ნიცშეს სიტყვებია.

მე რომ ზღვა არ ვარ?!.

ჰოდა,მივდივარ ასე, ჩემთვის, ერთი პატარა, წყნარი.

მივედინები.

სხივებად დაშლილ მზეს ვიხუტებ გულში. მივსრიალებ და ვფიქრობ . ისეთი ვარ, კენჭებს დაითვლი, სუფთა, უწყინარი.
ასე მინდა ვიარო და მშვიდად მივიდე ზღვასთან, მაგრამ ვინ გაცლის? შემოგივარდება ვინმე გიჟი, გადარეული. აგამღვრევს, აგაღელვებს, გაგაშავებს ბრაზისგან  და ბოღმისგან. ფსკერიდან ამოგართმევს ყველაზე ლამაზ კენჭებს და როგორც შემოგივარდა, ისევე გავარდება.

დარჩები დაწრეტილი, მღვრიე, ძლივს მსუნთქავი.

მერე ისევ მოახერხებ გაცოცხლებას, გავსებას.დაიწმინდები მარტოობაში, ისევ გააგრძელებ გზას.თან აქეთ-იქით იყურები,შეშინებული, კიდევ ვინმე ხომ არ ჩანს. ცდილობ აუქციო გვერდი ყველას და ყველაფერს.უკვე აღარც გაინტერესებს, ღირს რომელიმე მათგანის შეერთება თუ არა,რადგან გეშინია, ისევ არ დაგაბინძურონ, ისევ არ გაგქურდონ  და ისევ არ დარჩე უმზეოდ გულში და ულამაზკენჭებოდ ფსკერზე.

წავალ  ჩემთვის! წავალ და ჩავიკარგები ზღვაში.  გზადაგზა გავაკრიალებ გულის ფსკერზე დარჩენილ ფერად კენჭებს, ბგერ-ბგერად გავიხსენებ მივიწყებულ ჰანგს საღიღინოს.მშვიდ, ჩუმ, მზიან იდილიას ჯებირს შემოვარტყამ და ზედ დავაწერ: » შესვლა აკრძალულია!!!»

p.s.შორია მიზანთროპობამდე?!
.

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «შორია მიზანთროპობამდე?!»

  1. ასეა, მხოლოდ შენთვის მშვიდ დინებად ყოფნა, არ გამოდის. რაც უფრო დიდ ხანს ხარ ასე, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ რაღაც ძალიან ძლიერი აგამღვრევს. მაგრამ მუდმივად გაწკრიალებულ და მშვიდ დინებად ყოფნა შესაძლოა მომაბეზრებელი იყოს.

  2. მთავარია არ წამართვას ის, რასაც ვუფრთხილდები, ამღვრევას არა უშავს, საჭიროცაა ზოგჯერ ❤

  3. zhana:

    რა ახლობელი და ნაცნობი ფიქრებია, თითქოს ჩემს სათქმელს ამბობ…

  4. და მესმის, რატომაც…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s