ზღვრული და უსაზღვრო

PhilMusArt-Dali-Figureზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო, სხვისთვის არშემსაჩნევ-დასაფიქრებელ რაღაცასაც ვასიმბოლოებ და ვუღრმავდები, გინდაც არაფერი იყოს საამისო. მაქვს ეს ჩვევა.  ასეთების რიცხვშია სახლი, კარი და ფანჯარა. 

სახლი ჩემთვის სიმშვიდის და დაცულობის სიმბოლოა და მას ზოგჯერ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასაც კი ვანიჭებ. ვერაფით ვერ გადავიტანდი ჩემი საკუთარი სამყოფელი რომ არ მქონოდა.

კარი ზღვარია, გავლებული ორ სივრცეს შორის. როცა აღებ, წინ გეშლება ახალი სივრცე, მერე, გასვლისას, შენ ტოვებ ძველს და გადადიხარ ახალში, სადაც აუცილებლად რაღაც ახლი გელის, თუნდაც უმნიშვნელო. შემოსვლისას, მოიხურავ შენ უკან კარს და საოცარი სიმყუდროვის განცდა გეუფლება. შენ დაბრუნდი   იქ, სადაც შენი სამყაროა, თუნდაც ახალი და ჯერაც შეუცნობელი, ან ძველი და შეჩვეული. ამიტომაცაა, რომ ვერაფით  ვეგუები ღიად დარჩენილ კარს. ის აუცილებლად მიხურული უნდა იყოს, რომ საზღვარი, რომელიც მე გავავლე, არ დაირღვეს.

ფანჯარა კიდევ უფრო საინტერესოა. გარდა იმისა, რომ  მზესთან, ჰაერთან და სინათლესთან ასოცირდება, ის სივრცეა, უკიდეგანო, სივრცე უხილავი და ხილული, შენ გარეთ და შენ შიგნით. მასში გასვლა-შემოსვლას არ სჭირდება მისი გაღება და არც შენ გადაადგილება, მაგრამ სწორედ მისი მეშვეობით გადაადგილდები ყველაზე ბევრს,  განუსაზღვრელი დროით და მანძილით. ყველა კარი, რაც კი გამიღია თუ მიმიხურავს, ფანჯრის მიღმა ბორიალისას დამილაშქრავს. მისით იწყება ჩემი ფიქრის გრეხილი, რომელიც სადღაც, შორს, დიდ გორგალადაა ქცეული და ჩემი ყოველი გასვლა ამ სივრცეში ამ გორგალის ერთი წვერია. რაც მეტს ვაკლებ ამ წვერებს, მით მეტი ემატება, ეხვევა და ეხვევა. სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს! ზოგჯერ ისეთი რეალურია ეს გასვლა-ხილვა, კიდეც ვიჯერებ, რომ ვნახე, ვიყავი.

როგორც იტყოდა  ამელი ნოტომი, სანამ სახლს ერთი ფანჯარა მაინც აქვს, არასდროს ვართ ტყვეობაში და ყოველთვის შეგვიძლია გადავეშვათ სივრცეში.

აი ახლაც ვიყურები ჩემს დიდ მზიან ფანჯარაში და ვმოგზაურობ… შეხვედრამდე.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ზღვრული და უსაზღვრო»

  1. 19001404:

    სახლი კი მხოლოდ იმ ადგილს ნიშნავს,
    სადაც სხეული ეშვება ხოლმე ვით სულის ღუზა …
    ქეთთ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s