მზის შვილი

 

boy-down-syndrome-earth-3847042

დიდი ნიჭიერი ვინმეა ეს ღმერთი. რა გინდა, რომ არ გამოსდიოდეს. ხატვა გინდა, ძერწვა გინდა, წერა გინდა, მუსიკა გინდა, ანგარიში გინდა-ყველაფერი ეხერხება და გამოუდის ხელიდან.აბა ნიჭიერი რომ არ იყოს, ასე ლამაზად ხომ ვერ დახატავდა მზეს, ვარსკვლავებს, ხეებს ჩიტებს, მდინარეებს, ცას, მინდორს.

ღამღამობით ხატავდა. თავზე რომ დააადგებოდა მისი დახატული მზე, გადადებდა საღებავებს, დაიბანდა დათითხნილ ხელებს და წამოწვებოდა თავისი ხელით დახატულ-ანთებულ მზეზე. ეფიცხებოდა და თან ფიქრობდა. მზე ისე თბილად ეფერებოდა, ღიღინს იწყებდა. მერე ამ მუსიკას თავის დახატულ ჩიტებს, მდინარეებს, წვიმას, ქარს, ჭექა-ქუხილს ასწავლიდა და ამღერებდა ყველას, ხან ერთად და ხან ცალკ-ცალკე.მათემატიკაც ხომ უყვარდა. ჰოდა როცა სიმღერა მოსწყინდებოდა, იჯდა, იგონებდა რიცხვებს და ათამაშებდა: 1+1=2, 5+10=15, ~20+3=23, 23+23=46. ამ ბოლო მაგალითზე გაჩერდა და დაინახა, რომ ახალი ვინმე დახატა…

ამის მერე იჯდა ხოლმე მზიან აივანზე და აკვიდებოდა თავის ნახატებს. უსმენდა ჩიტებს, სახეს უშვერდა ნიავს. ის, ვინც 23-იანების შეკრებით შექმნა, მალე წავიდა მისგან, გაეცალა და ზოგჯერ ისე ცუდად იქცეოდა, კიდეც ნანობდა, ნეტავი სულ არ მყვარებოდა ეს ოხერი მათემატიკა და სულ არ შემეკრიბაო. აი მაშინაც ამას ფიქრობდა, ირგვლივ მისი დახატული ზაფხული რომ იდგა და წითლად გავარვარებული მზე  ივლის-აგვისტოს ცხელ ისრებს აყრიდა დედამიწას. ისე სიამოვნებდა მზის სიმხურვალე, შერცხვა, ასეთ ლამაზს, კეთილს და თბილს, ყველას რომ ახარებს, შვილი როგორ არ დავუხატეო. დაიკაპიწა ხელები და აათამაშა ისევ რიცხვები. 21-მდე რომ მივიდა, ეშმაკურად ჩაამატა შუაში პატარა ერთიანი, მერე გადათვალა ისევ 23 და ისევ 23 მიუმატა… და მზეს ეყოლა შვილები. მეც მზის შვილი ვარ. დაგვამწკრივა ყველა, სულ ერთი ციცქნები ვიყავით მაშინ და გვითხრა: თქვენი იმედი მაქვსო. მე ვერაფერი მოვუხერხე იმათ, დედამიწაზე რომ ცხოვრობენ. აღარც მე ვახსოვარ, აღარც მზე, აღარც სიკეთის არსებობა და აღაც სიყვარულიო, ჰოდა აბა, თქვენ იცითო. მზესავით სითბოს და სიყვარულს გატანთ და უწილადეთ მაგ საცოდავებსო.

მე მზის შვილი ვარ და მე თქვენ მიყვარხართ. მე არ დავიწყებ თვლას და არ გეტყვით, რომ რაღაც  გაკლიათ. დიდი საქმეა? სულ ერთი პატარა სასაცილო ციფრი, გინდა ყოფილა და გინდა არა.

ჩვენ მზის შვილები ვართ, იმიტომ რომ მზის გულზე წამოგორებულმა ღმერთმა დაგვხატა და მზის სხივები გამოგვატანა გულებით.

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!
მათემატიკა და ანგარიში, ყოველთვის არაა კარგი რამე, ის ისეთი მოსაწყენია და უინტერესო…

 

 

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s