ღიმილი

გზის გასაყართან მისული უკან გამოვყევი გავლილ გზას.

ძველი სკივრიდან ამოვყარე ნაგლეჯები, ფერად-ფერადები.

ღიმილის ტომარა გამოვკერე ღამის ღუღუნში ღიღინ-ღიღინით,

ზედ დავაქარგე ღიღილოები, ღაღან-ღაღანები,

ხასხასა გვირილებად დავაბნიე ზედ ღიმილები.

ისევ დავადექი გზას გასაყარამდე.

გზადაგზა ვაგროვე წინ შეხვედრილები, შეფეთებულები,

ფეხწამოკრული თუ ფეხწამოსაკრავი :

წყენა, ტყუილი, ტკივილი, დარდი.

გზადაგზა ჩავმალე ცრემლი ღიმილებში.

მუხლებზე დამდგარი საჩვენებელ თითს  ვისველებ ენით

და ნამცეც- ნამცენ ვაგროვებ დაყრილ იმედებს.

( ასე ბებია აგროვებდა თურმე პურის ნამცეცებს ომის დროს).

ოთხად მომკეცა ტომრის სიმძიმემ, მაინც  მივყვები გზას ღიმილებით.

ზურგით მივათრევ მათში  გამომწყვდეულ დარდებ-ტკივილებს, უიღბლობების რიყის ქვებით გადავსებულებს.

ღიღინ-ღიღინში ვკლავ ღიღილოებით სევდის სლუკუნებს,

ხასხასა გვირილებად ვიკრავ სახეზე ღაღანა ღიმილებს.

გზის გასაყართან შევჩერდები. სავსე ტომარას ლოდს გამოვაბამ, მძიმეს, ხავსიანს.

ღრმა მდინარეში ჩავუძახებ ერთი მოქნევით.

ხელებს დავიბერტყავ,

ჩამოვიბერტყავ კალთიდან აკრულ მტვერს.

გასაყარს იქით გზას გავუყვები ლურჯად მოღაღანეს

და ღიმილს დავტოვებ ფერად-ფერადს, მზის ნაკოცნებით.

 

 

 

 

 

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s