დღე გარდაცვალების და დაბადების

დიდი ხნის წინაც ასე იყო- იდგა პარასკევი და 15 იანვარი. დილაც ისე გათენდა, როგორც თენდება ხოლმე ზამთრის  დილები. მეც ისე გავიღვიძე, როგორც იღვიძებენ ადამიანები, ისევე მეზარებოდა ნათბილარი ლოგინიდან გადმოსვლა, როგორც ყველას ზამთრის ცივ დღეებში და არ ვიცოდი, რომ იწყებოდა დღე, რომელიც მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. 

სკოლაშიც ისე წავედი, როგორც სხვა დღეებში, ისევე დავბრუნდი, როგორც ყოველთვის  და ისევე ჩავუჯექი მეცადინეობას, როგორც სხვა დროს. თუმცა განსაკუთრებულად არ მინდოდა მეორე დღეს სკოლაში წასვლა, განსაკუთრებულად მინდოდა 16-ში სკოლის გაცდენა და ვერ ვამბობდი. საკონტროლო უნდა მქონოდა ქიმიაში, საგანში, რომელიც  მეზიზღებოდა თავისი მასწავლებლიანად. მინდოდა გაცდენა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ არც გავამხელდი ამ სურვილს და ასე სურვილადვე დარჩებოდა. ამიტომაც ვიჯექი და ვმეცადინეობდი.

ისე მოხდა, რომ შემრჩა ხახვივით ეს მეცადინეობა და ამისრულდა სურვილი-აღარ წავედი მეორე დღეს სკოლაში და არ მომიწია საკონტროლოს დაწერამ. სხვა დროს გამიხარდებოდა, მაგრამ არა ამ დღეს…  რის გამოც ეს სურვილი შემისრულდა, მერჩია არ შემსრულებოდა და მეწერა ქიმიის საკონტროლო, თუნდაც ყოველ დღე და მთელი  ცხოვრებაც…

ამ დღემ თავდაყირა დააყენა ყველა მომდევნო დღე ჩემი ცხოვრების კალენდარში. არადა, როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა ამ დღემდე პარასკევი.

ახლა რომ ვფიქრობ, უბრალო შემთხვევითობა არ იყო პარასკევისა და 15  რიცხვის დამთხვევა.

იყო ამაში რაღაც სიმბოლური.

მაშინ, იანვრის იმ ცივ  პარასკევს, 15-ში, არ ვფიქრობდი ამაზე, არც შემეძლო მეფიქრა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის,  რაც ამ დღეს ხდებოდა, მიკეტავდა გონების გზებს და მეორეც, არც ასაკი მიწყობდა ხელს . ეს ახლა, წლების მერე, ტკივილიანი წლების მერე აღმოვაჩინე.

უბრალო შემთხვევითობა არ იყო პარასკევისა და 15  რიცხვის დამთხვევა.

ცივი, თოვლიანი იანვარი იყო იმ წელს. და ამ თოვლიან-ყინვიან ზამთარში დადგა ვნების პარასკევი ორისთვის.. ერთისთვის, ვინც ამ დღეს სამუდამოდ მიდიოდა, ეგებ დასასრული იყო ტკივილიანი ჯვარცმის, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო მისთვის, მეორისთვის კი, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა, დასაწყისი იყო ვნება- ტანჯვის. ამ თოვლიან-ყინვიანი ზამთრის 15-ში მეორედ გამაჩინა იმან, ვინც ეს  ერთხელ უკვე  ჩაიდინა რამდენიმე წლის წინ, ზაფხულის ცხელ  15-ში. ოღონდ მაშინ, იმ მზიან აგვისტოში სიცოცხლე მაჩუქა და შანსი ამ სიცოცხლით ტკბობის, ახლა კი — ერთდოულად შანსი გარდაცვალების და შემდგომ ტკვილიან ცხოვრებაში ახლიდან დაბადების.

დღეს პარასკევია, ვნების პარასკევი…

დღეს 15 იანვარია-დღე გარდაცვალების და დაბადების…

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «დღე გარდაცვალების და დაბადების»

  1. მაკა:

    როცა კომენტარს ვაკეთებ შენს ბლოგზე, შენს ტკივილს ჩემს ტკივილს ვამატებ — ხოლმე, ზოგჯერ ვფიქრობ ზედმეტია ჩემი მხრიდან — თქო, მაგრამ მაინც ვწერ იმას, რაც იმ წუთში მომდის თავში ….
    39 წლის წინანდელი, 11 იანვარია ჩემს ცხოვრებაში ეგ დღე, დღე გარდაცვალების და დღე დაბადების …
    იმ დღის შემდეგ ჩემში ტკივილი არ გაყუჩებულა …

  2. სულ რაღაც 4 დღე… ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s