ყორღანი

ყინულის ნამსხვრევები მეყრებოდა  მეგონა.

შევმცდარვარ.

მათ ნაცვლად ქვებმა ამომივსეს გული:

დიდებმა, პატარებმა, შავებმა, ნაცრისფრებმა,

ხორკლიანებმა, სლიპინებმა, ობიანებმა, ლორწოიანებმა,

სისხლისწვეთშემხმარებმა, მოყაყანეებმა, ბრაზიანებმა.

ამომივსეს, ამომიგლისეს, ამომიჭყლიტეს,

დაკლული ქათმის ჩიჩახვს დამიმსგავსეს…

დავდივარ და მძიმედ დავათრევ  რახუნ-რახუნით.

ჯერ ისევ ვერევი.

დავდივარ და ვგრძნობ, როგორ ვიქცევი ნელ-ნელა ქვების გროვად,

მოარულ ყორღანად…

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები. Добавьте в закладки постоянную ссылку.

1 отзыв на “ყორღანი

  1. მაკა:

    დამამძიმე …რაღაცნაირად

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s