გრძნობები ტანკებში

პაემანი

ორს ყოფს მაგიდა.

გაოცება რომ წევს ზედ.

თეთრზე შავია…

ფსკერზე უცხოობა ჩანს,

თვალებში-თვითონ.

გზაზე

გზა ერთია მუდამ,

თან ბილიკივით ვიწრო.

ერთისთვისაა,

წყვილად ვერ გავეტევით.

უკან მე ვივლი? შენ?

დიალოგი

სიტყვები თოკად,

აზრები -მძივებად თოკზე.

მძივს ფიქრი სწყდება,

მიგორავს გულთან გრძნობად.

არ მეშინია.

ვნება

მზე მკოცნის გრილად.

ცას სცივა ჩემსავით.

სუსხი მაცვია.

თითები -ცხელ ტალღად…

ციოდა ვითომ?!

პოზიტივი

მტკიოდა ღამე-

ცივი სიზმრებით თვალებში.

მინდოდა დღე, მზე,

ცა- ლურჯ მაქმანად ყელზე.

მიხდება ნეტა?..

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s