ყოფნიდან არყოფნამდე არც ისე შორს ყოფილა, როგორც მეგონა.
არ ვიციდან ვიციმდე უფრო შორია.
გავჭიმე ბეწვის ხიდზე ლიანდაგები და ფიქრის ვაგონით მივექანები.
ყოფნიდან არყოფნამდე ხუნდება საზღვარი.
არყოფნის სიახლოვე რეცხავს გრძნობებს და სიცივეში ზრინავს ოცნებას.
ყოფნაში უფრო ცოტა რამ დამრჩა, ვიდრე მეგონა.
არყოფნას შეუნახავს ჩემი ქონება.
ვზივარ მარტოსულად ფიქრის ვაგონში.
გრუხუნით მიმაქროლებს ზღვარს იქით, სადღაც…
ვეღარ გეწევი და აქ შემოსვლა მიხარია 🙂
❤