ზღვარს აქეთ და ზღვარს იქით

%D0%B2%D1%80%D0%B5%D0%BC%D1%8F-%D0%B8-%D0%B2%D0%B5%D1%87%D0%BD%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8Cსიკვდილი-სიცოცხლე, მკვდარი-ცოცხალი, შინ-გარეთ, მშობლიური-უცხოური, შინაური-გარეული, ნათესავი-უცხო, შენი-სხვისი, კარგი-ცუდი, კეთილი-ბოროტი-პირობითია ეს ყველაფერი და ადამიანები ამ პირობითობის ტყვეობაში არიან.

სიკვდილი ყოველთვის არ ნიშნავს გაქრობას, მკვდარი ყოველთვის არ  ნიშნავს გვერდით არმყოფს, ცოცხალი ყოველთვის არ ნიშნავს შენთვის მყოფს, შინ ყოველთვის არ ნიშნავს კომფორტს და სიმშვიდეს, გარეთ ყოველთვის არაა დისკომფორტი, შინაური ყოველთვის არ ნიშნავს შენიანს და გარეული-სხვისას. კარგი ყოველთვის არაა კარგი და ცუდიც ყოველთვის როდია ცუდი. კეთილი სულაც არაა ყოველთვის კეთილი და ბოროტი-ბოროტი…

ყველაფერი ამ იარლიყების მიმკერებლის  სულიდან, ტვინიდან მოდის და მასზეა დამოკიდებული.  ვისთვის რა როგორაა და ვინ როგორია. სუბიექტურობაა ყველაფრის სათავე. ამიტომაც უადგილოა და გაუმართლებელი პრეტენზიული ტონი და კატეგორიულობა.

რატომღაც ყველაფერი საზღვარდადებულია და ამ საზღვრის დარღვევას ისე აგდებით უყურებენ მისი გამვლებები, ტანში გცრის.

არ  ვცნობ საზღვრებს.

უამრავი ცოცხალი ირევა ჩემ ირგვლივ, მაგრამ მათზე გაცილებით ცოცხლები ჩემთვის კუკიის ერთ ძველ სასაფლაოზე ბინადრობენ.ალბათ ამიტომაც არ მიყვარს იქ  მისვლა.  მიხვალ და რა? მიწაყრილია და მეტი არაფერი. ამ დროს, სინამდვილეში, იქ ყველაზე ახლობელი, ერთგული, მოსიყვარულე ადამიანები არიან. მათ კიდეც ესმით შენი, კიდეც გგულშემატკივრობენ და გვიან ღამით, ხილვებში, კიდეც გესაუბრებიან, გეფერებიან, ცხელ ცრემლს გიტოვებენ ლოყაზე კვალად, მშობლიური თითების სითბოს… ისინი თითქოს აღარ არიან, მაგრამ ყველა დანარჩენზე მეტად არიან და იქნებიან მანამ, სანამ შენ იქნები. მერე ეს უხილავი, პირობითი საზღვარი გაქრება და გამთლიანდებით.

მანამდე კი მოგიწევს სიყალბით სავსე სამყაროში ბორიალი, გაცვეთილი სიტყვების სმენა და თმენა და როცა შენც შეუერთდები იმ მარადიულს, შინაურს, ახლა  ისინი, ვინც შენ მერე დარჩნენ აქ და ვისაც მუდმივ დაღად დარჩება შენი აქ არყოფნა, ისინი იგრძნობენ შენს არყოფნას ისე, როგორც ყველაზე მეტად ყოფნას. ისინი გაგესაუბრებიან გვიან ღამით, როცა სიყალბეს ღრმა ძილით სძინავს და დაელოდებიან შენთან შეხვედრას…

სიცოცხლე ეს ყველაზე დიდი ჯილდოა და ყველაზე დიდი და მძიმე გამოცდა. უნდა გადარჩე, უნდა გადაირჩინო ბავშვობის ნამსხვრევევი, უნდა იპოვო კუნჭულ-კუნჭულ მიმალული  ნამცეცები, მოაგროვო და შეუდგე  ძნელ გზას ადამიანობისკენ.

მე ადამიანი ვარ-ეს დიდი ჯილდოა და მძიმე სატარებელი. მატლი რომ ვყოფილიყავი, არ იქნებოდა ცხოვრების თანმდევად ტკივილი და იმედგაცრუება, ჩიტი რომ ვყოფილიყავი, არ მექნებოდა ოცნებად, ცხრა მთას იქით  გადაფრენა, მაგრამ მაინც კარგია, რომ ადამიანი ვარ და არა მატლი ან ჩიტი.

კარგია, რომ ადამიანად მოვედი ამქვეყნად, ვნახე ოცნებების მსხვრევა, ტკივილი, სიყვარული, მსხვერპლი, ტკივილი, მონატრება, სიძულვილი, ნიჰილიზმი და აზრი… ჰო, ჰო, აზრი, რომ იმიტომ  მოვედი, რომ ეს ყველაფერი მენახა, ეს ყველაფერი განმეცადა.

რა მაგარია!!! მადლობელი ვარ, რომ სწორედ ადამიანად მომავლინე ქვეყნიერებას, რომ მხვდა წილად ამდენი ტკივილის ზიდვა, რომ მომეცა უნარი, შემენარჩუნებინა ერთგულება და სიყვარული, ამქვეყნიური სიყალბიდან იმქვეყნიურ სიწრფელეში ხედვა და განცდა მთლიანობის…

საზღვარი წაშლილია, უფრო სწორად, არც არსებობს! ისინი, ვინც პირობითი საზღვრის იქით არიან, უფრო ცხადად  არიან, ვინდრე საზღვარს აქეთ მყოფები.

მე თქვენ მიყვარხართ. თქვენ მე სიკვდილის შიში გამიხუნეთ და სიცოცხლის სიყვარული რეალურად შემაფასებინეთ. ჩვენ ერთნი ვართ… ჩვენ ერთად ვიქნებით და სამყაროც გამთლიანდება, ტკივილი გაქრება და მარადიული მზე დაისადგურებს, სიყვარულის და სიკეთის მზე… აქეთ კი… აქეთ კი სულაც ჩამხრჩვალან სიძულვილის მორევში…

ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანის არის პოვნა საკუთარი თავის ორ სამყაროს შორს.

მე ბედნიერი ვარ!

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ზღვარს აქეთ და ზღვარს იქით»

  1. ბოლო პერიოდში მეც სწორედ ასეთი დასკვნების გაკეთება დავიწყე და მადლობის გადახდა მომინდა. პოზიტიური პოსტი ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s