მეგობრები

აგვისტოს ამ არააგვისტოურ დღეს ფიქრმა წამიღო, გავყევი გორგალს და ბოლომ

Close-up of human hands clasped together in unity against white backdrop

Close-up of human hands clasped together in unity against white backdrop

მეგობრებთან მიმიყვანა. ვწერ ჩემს მეგობრებზე.

არ დავიწყებ ახლა ბანალურებს, რომ მეგობარი თვალის სინათლეა და ძალაა და ასე შემდეგ. იმდენი ულაპარაკიათ ამ გრძნობის შესახებ ჩემზე ბევრად ჭკვიან ადამიანებს, მეეჭვება, რამე მათზე უკეთ ვთქვა. ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ.

მწირია ერთობ ჩემი მეგობრების სია. დრომ და წლებმა ნელ-ნელა წაშალეს აქედან ადამიანები. ვწერ დარჩენილებზე.

ამქვეყნად ყველაფერი ინდივიდუალურია და ალბათ მეგობრის არჩევის კრიტერიუმებიც სხვადასხვაა ყველასთვის. ვისთვის პრიორიტეტი ინტელექტუალური ახლობლობაა, ვისთვის — შეხედულებათა თანხვედრა, ვისთვის  — გაცილებით უფრო პროზაული და დათვლადი. ჩემ შემთხვევაში ეს საზომი ზედმეტად ეგოისტურია. მე ვირჩევ ადამიანებს, რომლებთანაც ადამიანური გრძნობები და ღირებულებები მაქვს საერთო, რომელთაც შეუძლიათ ჩემი სატკივარი  ისევე თუ არ ეტკინებათ, როგორც საკუთარი, გულთან ახლოს მაინც მიიტანონ და რომელთაგანაც ვგრძნობ თანადგომას, არა მატერიალურს და ფიზიკურს, უფრო მორალურს. მთლად ეგოისტურსაც ვერ დავარქმევ ასეთ მიდგომას, რაკი მე თავად ვარ ასეთი მეგობარი და ამიტომ მგონია, რომ დიახაც, რასაც გასცემ, უნდა დაგიბრუნდეს. მეგობრობა ორმხრივობაზეა დამყარებული, ისევე, როგორც ყველა სხვა ურთიერთობა. ჩვენი შოთიკოც ხომ ამას ამბობდა.

ჰოდა ვწერ გაცემის ნიჭის მქონე ადამიანებზე.

პირველი, ვინც ამ სიაშია, ჩემი მაოა, დაიას რომ ვეძახი. ის ერთადერთია, ვინც წარსულიდან გადმომყვა, ვისთანაც ლამის იმდენი წელი მაკავშირებს, რამდენისაც თავად ვარ, ვისთან ერთადაც გამოვიარე უშუქობა და უგაზობა, უადამიანობა, უფულობა, ტალონები, ქვემეხები, ოჯახური სცენები და ცრემლიანი დღეები და ვისთან ერთადაც დღემდე მოვედი. რაც ყველაზე მთავარია, მასთან მხოლოდ მოგონებები არ მაკავშირებს. ის რაც იყო, წარსულს ბარდება და თუ მას აწმყოში არ დაემატა რამე, ისევე ედება მტვერი დავიწყების, როგორც  თვითონ წარსულს. წლებმა და სატკივარებმა ვერ გაახუნა ჩვენი ურთიერთობა, ვერ გაგვხადა ერთმანეთისთვის მეასეხარისხოვან ადამიანებად, ვერავინ გადაგვწია მეგობრობის სიაში ჩვენი კუთვნილი ადგილიდან და მჯერა, სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

შემდეგი ჩემს სიაში გაცილებით ნაკლებსტაჟიანი ადამიანია, რომელსაც სულ რაღაც 5 წელია ვიცნობ და ამ მცირე ხნის მანძილზე ისე მკვიდრად მოიკალათა ჩემს გულში და ცხოვრებაში, რომ საშვილიშვილოდ გაიდგა ფესვები. ეს ჩემი ნათიაა, რომელსაც თავისი გურულობის და ფხუკიანობის გამო შპუნია ნათიეს ვეძახი. ესაა პატარა ხულიგანი, კარლსონს რომ და ჰყოლოდა, ალბათ ასეთი იქნებოდა, მსუნაგი,სამართლიანი, ვერ იტანს, როცა ვინმეს ჩაგრავენ და არის საჭირო თუ არა ეკვეხება ყველგან მაშველად, უწესო მძღოლი და სისულელემდე მისული  კეთილი. უყვარს ყველა, ეცოდება ყველა. ყველას მეგობარს ეძახის, თან ყვება და ბოლოს გულნატკენი და თავჩაქინდრული მოდის ჩემთან , მე კიდევ, ბოროტი ადამიანი, ვეჩხუბები და ვეუბნები, რომ მისი საშველი არ იქნება და რომ ჭკუას ვერადსროს ისწავლის.

მომდევნო მეგობარი ჩემი თინიკოა, ჩემი თინი. მართალია ის ჩემი დის ბავშვობის მეგობარია და ასეც იყო წლების მანძილზე, მაგრამ ერთმა მორიგმა მძიმე პერიოდმა  ჩემი ცხოვრების სულ სხვა თვალით შემახედა ამ ადამიანზე და ვერც კი მივხდი ისე, თვალსა და ხელს შუა გადაიქცა ჩამთვის საყვარელ, ერთგულ მეგობრად. ის 12 აგვისტოსაა დაბადებული, მე-15-ში და ისე ვგავარ თვისებებით და საქციელებით, ხანდახან კიდეც გვეშინია 🙂 .

ახლა დადგა ჯერი ისინი ჩამოგითვალოთ, ვისთან ურთიერთობასაც ინეტრენტს და კატერინას ბლოგს უნდა ვუმადლოდე.

ჩემი გაუმი და მისი ინტერესი . წლების წინ დაიწყო ეს ამბავი, მაშინ ჯერ კიდევ ბლოგპოსტის მკვიდრი გახლდით. იყო  უამრავი საღამო და უამრავი საუბარი, ჩემი ბევრი პოსტი სწორედ ამ საუბრებითაა შთაგონებული. ეს იყო საჭირო ადამიანი საჭირო დროს, თავისი პირდაპირი, ხშირად დაუზოგავი შეფასებებით. მან ბევრ რამეზე ამიხილა თვალი, ბევრი რამე სულ სხვანაირად დამანახა. ამიტომაც ვეძახი ხუმრობით გურუს. მისი დამსახურებაა ჩემი ვორდპრესსზე გადმობარგება. იმდენად ბევრი ძაფი გაიბა ჩვენ შორის, მავანნი კიდეც დაეჭვდნენ და ჭორიც კი აგვიგორეს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ისე, რომ არც ვიცნობდი, რეალურად აწუხებდა ჩემი საწუხარი და ყოველთვის, როცა მიჭირდა, ჩემ გვერდით იდგა. მერე ერთხელაც გავარეალურეთ ეს მეგობრობა და ახლა უკვე გამყარებულ-ფუნდამენტურია ეს ყველაფერი.

ჩემი  ფინიკი. ჩემი თანამოსისხლე ფინიკი ულევი ემოციით მსგავსი გრძნობებით და შეფასებებით, ჩემი მეორე «მე», რომლის პოვნაც  ცხოვრების შეუმჩნეველ სასწაულად მიმაჩნია და საჩუქრად.

ჩემი მაკა, ერთგული  მკითხველი და გულისხმიერი მეგობარი, რომელსაც არც კი ვიცნობ, რომელის ცხრა მთას იქით ცხოვრობს და იქ უფრო კარგად ესმის ჩემი, ვიდრე ბევრ ყურის ძირში მყოფს.ახლა ვიცი, წაიკითხავს ამას და გული აუჩუყდება. მაკუნია, მე მჯერა, ერთხელაც ჩამოვსხდებით მე და შენ ერთმანეთის პირისპირ ფინჯან ყავაზე და ვიბაასებთ, მოვყვებით ამბრისას და უმბრისას და დრო ისე შემოგვეპარება, ვერც კი ვიგრძნობთ ❤ .

სულ ეს იყო.. ვიღაცისთვის იქნებ მწირი იყოს ეს სია, მაგრამ არა ჩემთვის. რაოდენობა ხარისხს არ განაპირობებს და სრულიად არ მაწუხებს რიცხვობრივი სიმცირე.

ჩემო მეგობრებო, მე არ გეტყვით, რომ უთქვენოდ ვერ გავძლებ, არ გეტყვით, რომ დავიღუპები და ვერ გავუძლებ ცხოვრებას თქვენ გარეშე, რადგან მე მყავს ერთი არსება, რომელიც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ჩემ გვერდითაა, ის არის  ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მსაჯული, მესაიდუმლე და მრჩეველი-ეს ჩემი თავია, ჩემი განუყრელი»მე». ამიტომ ობლად არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნები, მაგრამ უთქვენოდ ფერი მოაკლდება ჩემს ცისარტყელას, სხივი გაუხუნდება ჩემს მზეს.

მე თქვენ მიყვარხართ ❤

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მეგობრები»

  1. მაკა:

    მართლა ამატირე, ქეთი ❤

  2. ავჩუყდი ❤ ძალიან მიყვარხარ ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s