კლდის ცა

სამყაროში ყველაფერი წინ მიდის, ვითარდება, იცვლება. სამწუხაროდ, ამ საყოველთაო 149363_395170997179894_100000609924165_1299714_1005767486_nგანვითარება-ცვლილების ფერხულში ვერა და ვერ ჩავებით. არა, რასაკვირველია, აქაც არიან ისეთები, ვინც უკეთესობისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ეს ისე მცირეა, ფონს ვერ ქმნის და ვერც ცვლის ვერაფერს.

ქვეყნის უმრავლესობა სტერეოტიპების ჭაობშია ყელამდე, არც ცდილობს ამოსვლას და ასე იძირება ხელგაუნძრევლად. არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ასაკს. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მაოცებს და მაბრაზებს. «პეჩენიების თაობა» გავიგეთ, ბატონო,რომ უმეტესობა დაღუპულია, მაგრამ აი  ახალგაზრდების სიბნელე საბოლოოდ ამოხდის სულს ქვეყანას.თუმცა რაა გასაკვირი, ამათგან უმრავლესობას სწორედ ის «პეჩენიებგამოვლილი» მამები და დედები ჰყავთ.

მოკლედ, ერის უმეტესობა ამ დღეშია, მაგრამ მაინც არის სქესთა შორის განსხვავება. ქალი თუა ასეთი, საცოდავი უფროა, ზიზღნარევი სიბრალულით რომ შეგეცოდება, კაცი კი პოტენციური საფრთხეა. ისე ქალების სიბნელეც გარკვეულწილად მათგანაა განპირობებულ-ნაკარნახევი. არა და არ იქნა ამათ ტვინებში სინათლის შეღწევა.

არ გეგონოთ სექსისტურ განცხადებას ვაპირებდე, არც მამაკაცებს ვერჩი არაფერს, უბრალოდ მათზე ყურადღება ბოლო დღეებში ნანახ-გაგონილმა გამამახვილებინა.

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ გავუარე ყოფილ დაქალს, რომელიც მიზეზთა გამო ისე ჩუმად ჩავწერე ამხანაგების სიაში, რომ ვერც ხვდება. საქმე მქონდა რაღაც. საუბედუროდ, გაუგებრობაში ამოვყავი თავი. როგორც აღმოჩნდა, რაღაც საოჯახო შეკრება-დღესასწაულობა ჰქონდათ და ქმრიან, შვილებიან, დებიან, ძმიანად,მისი ცოლ-შვილიანად, დედიან-მამიანად სუფრას უსხდნენ და ენამზეობდნენ. მე როგორ მიყვარს ეს ამბავი, გეცოდინებათ ალბათ. ცივი წყალი გადამესხა, მაგრამ მაშინვე უკან ვერ გავბრუნდებოდი, მაინც ვეცი პატივი წარსულ მეგობრობას და უმცროს-უფროსობას. დამსვეს. ვზივარ ეკლებზე, დანა პირს არ მიხსნის. მთელი დღის ნახათქუნები, დაღლილი, მშიერი, ნერვებდათხრილი ვუყურებ ამდენ აჟიტირებულ მოყაყანე ქალს თუ კაცს და ვცდილობ ყურებში არ შევუშვა არაფერი, თან საათზე ვიხედები და ვგეგმავ, რადენიმე წუთში როგორ უნდა მოტყდე. ვინ გაცლის არმოსმენას!  მაჯახეს ჩემი სადღეგრძელო. მაქეს და მადიდეს, როგორც ქართველი ქალი, დედა და ასე შემდეგ. მერე ნწუ, ნწუ, ნწუო. თავები გადააქნიეს, ასეთი კარგი გოგო რატომ უნდა იყო მარტოვო, მარა შენ არ იდარდო, ყველაფერი იქნება და გისურვებთ, გეპოვოს შენი მენახევრეო. ვაიმე, დედა, რომ ამიტყდა სიცილი, ვეღარ გავჩერდი. კი მარა, ვინ გითხრათ, რომ ვდარდობ  მაგას და ვოცნებობ გათხოვებაზე-მეთქი? ამაზე დიდი  სისულელე ჯერ არ მოუგონებია კაცობრიობას. ძლივს დავაღწიე თავი მაგ ჯოჯოხეთს და თავიდან როგორ ვიფიქრებ მაგაზე-მეთქი? გადასარევად ვგრძნობ ასე თავს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ-მეთქი. ხოოოო, აქ ზოგი გაჩუმდა, ზოგს სიცილი აუტყდა. ამ ჩემი ყოფილი დაქალის ძმა, რომლიც წლებია  მგონია, რომ კაი ტიპია, «პრადვინუტი» და ამბავი ერთი მეორე, ისე აცმუკდა, რეჩხი მიყო გულმა, მაგრამ არ ჩავუღრმავდი. მოკლედ, ცოტა ხანს ვიჯექი და ისე გამოვიპარე, ვერც კი გაიგეს. მეორე დღეს მირეკავს ტელეფონი და არ შემრჩა ეს ჩემი ყოფილი დაქალის ძმა? არც აცია და არც აცხელა, მაჯახა, ისეთი კარგი იყავი გუშინ, მთელი ღამე შენზე ვფიქრობდიო, ხოდა გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და გადავიდეთ სხვა რელსებზეო. უი, შენ გენაცვალე. არ გვინდა გადასვლა, დავრჩეთ იქ, სადაც ვიყავით-მეთქი და აიო, ესააო, ასეო, ისეო, თანამედროვე ქალი ვარო, თავისუფლად მოაზროვნეო? აი ეგა ხართ ქართველი ქალებიო. ჯერ შენ მითხარი, შენ გენაცვალე, თავისუფლება რა გგონია-მეთქი. თანაც გამოტყდი, ჩემით მოიხიბლე, თუ ჩემი ნათქვამით-მეთქი? 🙂 ვარ თავისუფალი, მაგრამ შენ არ მინდიხარ. ე ბიჯო, ვარ მიმცემი, მარა შენ არ მინდა მოგცე, ეგეც რამეა? დანაშაულია თუ რა?მარა არა, რახან განქორწინებული ვარ და შვილებიც მყავს და არც გათხოვება მინდა, ეს იგი ღია კარის დღე მაქვს და ხაბარდააა, შემოალაგეთ!-ასე ვარ, მრიცხველი რომ არ დაუწერს, იმ პონტში! აბა სხვა როგორ უნდა ავხსნა ასეთი შემოთავაზება, ჯერ მკითხე, მინდა თუ არა, ან მყავს ვინმე თუ არა და ასე შემდეგ. ეს უაზროდ თვითდაჯერებულობა ამ «გრუზინი» მამრების ხომ მკლავს, თვითდაჯერებულობა, თვითკმაყოფილობა და უსაფუძვლო სიამაყე-ბლატაობა-ყირაობა! მოკლედ დავიფრინე კარგად და ერთობ გაოცებულმა იმით, რომ ხელი ვკარი კარს მომდგარ ბედნიერებას, კაი, კაიო, ვითომ არაფერი მითქვამს და ჩემს დას არაფერი უთხრაო. 🙂

ახლა ეს მამრი კი იყო იმ «პეჩენიების» თაობიდან, მაგრამ გუშინ რომ შემხვდა, ის ყმაწვილი ლამის ჩემი უფროსი ვაჟისხელა იყო. გამოვედი ორთოდონტისგან, მჟავე სახით, კბილებზე კაპებგაკეთებული. გაიარ-გამოიარე და დააკვირდიო. დავყევი რუსთაველს და ერთ-ერთ სკამზე, რომლის გვერდითაც ურნა დავინახე, ჩამოვჯექი, ამივიღე სიგარეტი და მოვუკიდე. ჩემ გვერდით ზემოთხსენებული ბიჭი მოდიოდა, გამცდა და უცებ დაამუხრუჭა, დამდუღრულივით შემოტრიალდა და გვერდით მომიჯდა საკმაოდ მოტივირებული და გადაწყვეტილებებით აღსავსე სახით. მე ზედ არ ვუყურებ და აუჩქარებლად ვაბოლებ, ძირს არ ვაფერფლებ( პატარა საფერფლე მუდამ მიდევს ჩანთაში ). ეს ზის, მიყურებს და წრიალებს და წრიალებს. აი ისეთი სახე აქვს, რაღაცნაირი, კითხვისნიშნებიანი. გუნებაში მეცინება. ნამეტანი დაბნეულია. მგონი დაეჭვდა ჩემს ეროვნებაში. აბა ქართველი ქალი ასე თამამად და ჩვეულებრივად, მარტო, დღისით, მზისით, შუა ქუჩაში ჩამოჯდება და გააბოლებს? და თუ ჩამოჯდება და გააბოლებს, ბოზია. არადა, ბოზის «ვიდზე» არ ვარ. მთლად რუსსაც არ ვგავარ, რომ თამამად იმოქმედოს. მოკლედ, დიდ წმაწურშია, თან სცხელა და ოფლს იწმენდს, არ ვიცი, სიცხისგან თუ სიმწრისგან. მე ვერთობი. სანამ ის წმაწურობდა, მე კი ჩავკალი ჩემი სიგარეტი, ავდექი, მშვიდად ჩავუძახე ნამწვს ურნაში და დავიძარი. გამომყვა. მივდივარ და მომყვება. ამ დროს დამირეკეს, ჩემი  მეგობარი მეკითხებოდა, რა ქენიო. მეც გადავწვიტე კიდევ უფრო გავხალისებულიყავი, მოვიკრიბე მთელი ჩემი საცოდავი გერმანული ენის მარაგი და სულ ია, ია, ნათიურლიხით ველაპარაკე. თან ცუდად ვარ, ისე მეცინება. იმან მდია, მდია, მისმინა, მისმინა, მერე მოვიდა და ასანთი ხომ არ გაქვთო, გაჯახირებული რუსულით მკითხა, მე გავიღიმე და ნე ფონიმაიუ-მეთქი. აქ დასრულდა დევნაი საკვირველი 🙂 . ხო, აბა უცხოელი თუ  ეწევა ქუჩაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბოზია, ქართველი ხომ არაა. ის კი არა, მეტსაც გეტყვით, სიტყვამ მოიტანა და ჩემი კიდევ ერთი ყოფილი დაქალის ( ყოფილების ცვენაა 🙂 ) ძმა, აქ ყველა გოგოს იწუნებდა,ზოგს გარეგნობით, ზოგს ჭკუით, ყველას არაქალიშვილობით, მოკლედ მისი მოსაწონი არ გამოჩნდა არავინ. წავიდა მერე ინგლისში და იქ ცოლად შეირთო თან მახინჯი და თან ეჭვი  მეპარება აპკიანი ყოფილიყო. სტუმრად ჩამოსულმა ასე ახსნა, ისინი უფრო საინტერესოები არიან. აი მე ვიცი, რომ ვაწყენინო, საქმის რჩევას კი არ დაიწყებს, ეგრევე მიმატოვებს და ისიც ვიცი, რომ არაფერი გაუჭირდება და ცხრაჯერ აიწყობს ცხოვრებასო. ვუსმინე, ვუსმინე და ბოლოს ვუთხარი. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ისინი შემდგარი ქვეყნის და შემდგარი საზოგადოების შემდგარი ქალები არიან. მყარად დგანან ფეხზე, აქვთ საკუთარი შემოსავალი, თან ისე კი არა, აქ რომ აიღებ და ცრემლი მოგდის. იციან საკუთარი თავის ფასი, რადგან სულ რომ უკანასკნელი გონჯი  ან 70 წელს გადაბიჯებული იყოს, მაინც აუცილებლად ეყოლება თავისი შესაფერისი პარტნიორი, რომელიც თავს ქალად აგრძნობინებს. ჩვენთან კი ქალების ნაწილი სწორედ იმიტომ ითმენს იდიოტ ქმარს, რომ ეშინია მარტო დარჩენის, ასეა თუ ისე, ქორწინება გარანტირებული სექსია, მერე რა თუ იშვიათად ან უხარისხოდ, გარანტირებული საჭმელ-სასმელია და ჭერი თავზე…

ხოდა აი ვზივარ და ვფიქრობ, რა ეშველება ამ ამბავს? ასეთ მომენტებში სულ ჩემი ვაჟა მახსენდება, ალუდაში რომ  ამბობს: «შატილს ჯერ არ ჩასწდომია შუქი შუადღის მზისაო, არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა, ცა ახურია კლდისაო»…

ხანდახან მგონია, რომ გადარჩევა უნდა მოხდეეს და მერე სტერილიზაცია. ყველამ არ უნდა გააჩინოს შვილი, რომ ასე მოწამულად არ იაროს სიბნელემ თაობიდან თაობაში. მეც მყავს შვილები, თანაც ბიჭები. არც ერთი არ თვლის, რომ ქალის ჭკუა თხამ შეჭამა, რომ ქალის ადგილი «კუხნაშია», რომ ყველა ქალი ადვილი შესაბმელია, რომ ქალიშვილობა პატიოსნების და ღირსების საზომია, რომ არაქალიშვილი და განათხოვარი ან შვილიანი ას სიმაღლეზე გადამხტარია, რომ ქალი სულელი და ლამაზი უნდა იყოს, რომ სექსისას მთავარია თვითონ ისიამოვნის და ქალი თუ ვერ გაათავებს, ეგ ადარდე კიდე. არც   იმას ფიქრობენ, რომ რუსეთი ერთმორწმუნე მეგობარია, ევროპა კი გადაგვაჯიშებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შეხედულებებამდე სულ ჩემი საუბრებით მივიდნენ. ასე მიდარაჯებული ვეძებ ხოლმე ხელსაყრელ დროს, ჩამოვაგდებ თემას და დავაგდებ აზრს, ერთხელ, ორჯერ სამჯერ, ათასჯერ და მერე სიხარულით ვუყურებ, როგორ ხდებიან ნელ-ნელა ჩემი თანამოაზრეები. სიამაყით ვუსმენ ხოლმე, როგორ აგინებენ მკვდარს და ცოცხალს თავიანთ ამხანაგებს, რომლებიც ისეთ ნაფტალინიან აზრებს აფრქვევენ ზოგჯერ, რომ მე მრცხვენია მათ მაგივრად. არადა, სულაც არ არიან თითქოს იდიოტები. ჰოდა ამიტომ მგონია, რომ საყოველთაო გამოკვლევა უნდა მოხდეს. შეამოწმონ პოტენციური მშობლები და თუ დადგინდება, რომ შორს არიან «გრუზინული» აზროვნებისგან, დაერთოთ ნება შვილის ყოლის.

მე ვეღარ ვხვდები, როგორ უნდა ამოიძირკვოს ეს ობმოდებული უაზრო წესები და შეხედულებები, როდემდე უნდა ეხუროს  ჩემს ქვეყანას სტერეოტიპეპით დამუქებული ცა თავზე კლდად…

p.s. სანამ სტერილიზაცია დაინერგება, არ იქნება ურიგო, ქართველმა ევებმა გაიხსენონ, გველთან რომ არიან წილნაყარი და სიბრძნით მიხედონ საკუთარ ღისებას და თავისუფლებას.

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «კლდის ცა»

  1. მაკა:

    ერთი ახლობელი მიყვება, დიდი ხნის ამბავია ( რუსეთში ცხოვრობდა დიდი ხანი, გაუთხოვარი იყო და არის ახლაც) ერთხელ, სტუმრად ქართველ ბიჭთან წავედითო, რუსი ცოლი ყავსო, მივედი და ამ ჩვენს „გრუზინს„ უკეთია წინსაფარი და კარტოფილს თლისო … მე ვუთხარიო (საკმაოდ ბილწი ენა ქონდა და აქვს ახლაც, მითუმეტეს ასეთ დროს რას ეტყოდა აქ აღარ დავწერ) ქართველო ცოლი რომ მოგეყვანა ხომ იჯდებოდი ახლა სავარძელში სიგარეტით ხელში და იქნებოდი ბრძანებების გაცემაშიოო …
    რაც შეეხება, როცა მეც იგივეს დამიწყებენ ხოლმე რომ… აუცილებელია და მარტო არ უნდა დარჩე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძალიან ნაზად ვიღიმი და პირობას ვიძლევი, რომ აუცილებლად გავთხოვდები ( აქ მთავარია გათხოვება და არა გვერდით მდგომი ადამიანი )
    ქეთი :*

  2. გეთანხმები. ისე აქამდე მეც ვიღიმებოდი ხოლმე, მარა ამ ბოლო დროს უკვე კი ვიღიმები, მაგრამ ვამბობ, რომ გამესვან 🙂 მაკა ❤

  3. ჰოო, მაგარ «ამბებში» ყოფილხარ შენ 🙂

    მე მგონია, რომ ამას არც დღეს ეშველება და არც ხვალ, უფრო მერე, ნელ-ნელა, როცა რაოდენობრივად უფრო და უფრო მეტი საღადმოაზროვნე იქნება. ამ ეტაპზე პროცენტულად სადღაც მაქვს მოსმენილი რომ ერთი დიდი 0%-ია 🙂

    უბედურება ისაა, რომ «სტერეოტიპებთან» მებრძოლი «გონებაგახსნილი» საზოგადოება ამასობაში მეორე სტერეოტიპს აყალიბებს. ანუ მოითხოვს თავისუფლებას, ისე რომ თავისუფლების საკუთარი განმარტება გააჩნია და ესაა მხოლოდ თავისუფლება და მეტი არაფერი. ანუ თუ ერთ მხარეს აპკი მიაჩნია სიწმინდის საზომად, მეორე მხარე მიიჩნევს რომ აპკი აპრიორი მიუთითებს აპკის მქონე ადამიანის განუვითარებლობასა და შებოჭილობაზე 🙂 ყველაზე ცოტანი ის ადამიანები არიან რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აპკიანობა ან უაპკობა ადამიანის თავისუფალი არჩევანია და ყველა ჩვენს ცხოვრებას ჩვენი შეხედულებისამებრ განვაგებთ და ყველამ თავის გრძელი ცხვირი უნდა გაწიოს.

    თუმცა შესაძლოა ამჟამინდელ სიმახინჯეებთან საბრძოლველად აუცილებელი იყოს «აგრესიული» მეთოდები და საპირისპირო სტერეოტიპების დამკვიდრება, მაგრამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში მეორე დაავადებად იქცევა და საბოლოო ჯამში ვაის გავეყარეს ამბად დამთავრდება.

  4. არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბე, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ჩვენდა სამწუხაროდ…ისღა დაგვრჩენია საკუთარ ცხოვრებას მივხედოთ და გრძელ ცხვირებს არ შემოვაყნოსინოთ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s