შემცირება

ერთხელ, ერთ  ჩვეულებრივ დილას,დავფიქრდი იმაზე, რომ ეს ახალი დღის Girl-Trapped-in-an-Hourglass-84005გათენება სინამდვილეში დარჩენილი გასათენებელი დღეების შემცირება იყო. აქედან დაიწყო. მას მერე საოცარი სიჩქარით მცირდება ყველაფერი.

ჩემს წელიწადში მხოლოდ ერთი დროა, სამი მზიანი თვით, ჭრიჭინების მუსიკით და სიცხისგან შეწუხებულ-აკრუსუნებული ადამიანებით.

ჩემი სამშობლო ერთ ძველ სახლში ეტევა, პეპის ბაღივით მოუვლელ და გადაბურდულ ეზოში რომ დგას, დედაქალაქი კი ერთ პატარა მზიან ოთახში შეკუნჭულა.

ჩემი სამყარო, მსოფლიო, ჩემს თავის ქალაში, ბებერ ლეპტოპში და თაროებშია გამოკეტილი.

ჩემი ოცნებები ერთმანეთში აიზილა, დაგუნდავდა, მერე შეიკუმშა, დაიჭმუჭნა და ბანალურ სურვილებად იქცა.

ჩემი მეგობრები ზოგი ისე გააქრო ცხოვრებამ, კარგი მათეთრებელი რომ ამოიყვანს ლაქებს და რომ ვეღარც ამჩნევ, იყო ეს ლაქები თუ არა. ზოგიც თვალსა და ხელს შუა გადაიქცა სასხვათაშორისო ამხანაგად. ვინც დარჩა, თითებზე ჩამოთვლება, ერთ მუჭად შეიკვრება, ჩემი გულის ოდენა მუჭად და ასე მჯიღად ვიკრავ მკერდში.

ჩემი გრძნობები გახუნდა, დაჩიავდა, თვალსა და ხელს შუა გაქრა და რაც გადარჩა, ხავსივით ვებღაუჭები.

ჩემს სისხლში ბანალური ლეიკოციტების და ერითროციტების მაგივრად ნიკოტინი და ფსიქოტროპული საშუალებებია.

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ აწმყოა. წარსული სარდაფში ჩაგდებულ უჯრებდარყეულ ძველ კომოდშია ისე ღრმად შეჩურთული, მოძებნაც რომ მომინდეს, ვერ მივაგნებ. მომავალი კი, კარგი ერთი, თუ ძმა ხარ, ფუჭი დროის კარგვაა და უაზრობა.

ჩემი სიცოცხლეც მცირდება ყოველი მზის ამოსვლით.

თუმცა ამ შემცირება-სეკვესტრირებაში მაინც არის რაღაცები, რაც მატულობს და მათი მატება პირდაპირპროპორციულია გასაქრობ-შესამცირებლების გაქრობა-შემცირების.წამობით მრავლდებიან პრობლემები, სატკივარები, წამებით მხდიან სულს და მუჯლუგუნებით ეტენებიან გამოცარიელებულ ადგილებში. ისინი მრავლდებიან და გული პატარავდება, იკუმშება და ერთი დიდი მწერლის თქმის არ იყოს, ნაწიბურებით ისერება.

სულ ცოტა ხანში აგვვისტოს ერთი ცსელი დღე ერთი  წლით შეამცირებს ჩემს სამყოფ წლებს და ამ საყოველთაო შემცირების სამყაროში გავაგრძელებ ყოფნას საბოლოო შემცირებამდე.

ცხოვრება, როგორც შაგრენის ტყავი. აქ ყველაფერი კარგი მცირდება, პატარავდება, სამაგიეროდ, შენ იზრდები, იზრდები დაუსრულებლად, ისე, რომ უკვე გიჭერს საკუთარი ცხოვრება, ტყავში ვეღარ ეტევი და ლამობ ამოხტომას, გათავისუფლებას, გაქცევას სადღაც შორს, ჯერარნამყოფში, არა ასეთში, სადაც ყველაფერი ქვიშასავით გაგირბის თითებშუა, არა ასეთში, სადაც გულში მხოლოდ ნაწიბურებია.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «შემცირება»

  1. კატერინა, გულზე მომხვდა რაღაცნაირად. შეიძლება მცირდება იმისთვის რომ გაიზარდოს, ერთი ეტაპი გადავიდეს მეორეში, არ ვიცი კარგში თუ ცუდში, თუმცა შეიცვალოს. აგვისტო მაინც ახალ იმედებთან ასოცირდება ჩემთვის, მგონია რომ კარგი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს და შემცირდეს ის რაც შესამცირებელია, შემცირდეს ცუდი, იმისთვის რომ გაიზარდოს კარგი.
    «ჩემს სისხლში ბანალური ლეიკოციტების და ერითროციტების მაგივრად ნიკოტინი და ფსიქოტროპული საშუალებებია.» — ჩემს შემთხვევაში ალკოჰოლსაც დავამატებდი და სისხლის იგივე შემადგენლობა მაქვს. თუმცა ის საშუალებები «ანტი»-ზე რომ იწყება, თავის საქმეს აკეთებს 🙂
    მომენატრე ❤

  2. ჩემი თანამოსისხლე ფინიკი ❤ მეც მომენატრე ძალიან, შენ იმ გულში მჯიღჩასაკრავთა სიაში ხარ, რომ იცოდე :*

  3. არც ვიცი როგორ ვთქვა, სულით ხორცამდე მესმის……

  4. არ მიკვირს :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s