გაუფერულებულ სიცარიელეში

428534_326069414147804_1954638658_n   არის მომენტები, როცა ყველაფერი უფერულდება. არის რაღაც, რის გვერდითაც ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს.ასეთი მომენტი თუ ამბავი არასდროსაა კარგი.

ასე გაუფერულებულ და მნიშვნელობადაკარგულ სიცარიელეში ვარ აგერ უკვე 4 თვეა.აღარც მეგობრები მახსოვს, აღარც ნაცნობები, აღარც პირადი და აღარც საზოგადო, აღარც კითხვა მინდა და აღარც წერა. ფეხზე მკიდია, რა ხდება ირგვლივ. ახლაც არ მინდა, ამას რომ ვწერ, მაგრამ სინდისმა შემაწუხა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მიჩუმებულ-გაუჩინარებულ კატერინას ვინმე მოისაკლისებდა. ხან ფბ-ზე, ხანაც მეილზე მხვდება მოკითხვის წერილები, ხომ მშვიდობაა, დიდი ხანია, არაფერი დაგიდია ბლოგზეო. ჰოდა, დღესაც რომ დამხვდა ერთი ასეთი, თავი ვალდებულად ჩავთვალე დამეწერა.
ყოველთვის ყოჩაღი და ძლიერი მეგონა თავი, გამობრძმედილიც, რაკი ერთი ტრაქტორს არ გადაუვლია ჩემს თავზე, თორემ დანარჩენი არ დამკლებია არაფერი. ვცდებოდი თურმე.

დავპატარავდი, დავჩიავდი და ერთი უსაშველო დარდიღა დავრჩი. არავინ და არაფერი აღარ მაინტერესებს. პირველი შოკი იყო, როცა ეს ჩემი ჯან-ღონით სავსე შვილი, ფრჩხილიც რომ არ წამოსტკივებია აქამდე, ცუდად  გამიხდა. მეორე, როცა მითხრეს, საოპერაციოაო, მესამე, როცა თანხა დამისახელეს-15000,ამ რაოდენობის ფული ერთად გაჩენის დღიდან დღემდე არ მჭერია ხელში. ჰოდა, დაიწყო და დაიწყო დიადი მარათონი კლინიკიდან სადაზღვევოში, ჯანდაცვის სამინისტროში, მერიასა და გამგეობაში. ფორმა ასის მოცემამდე ანალიზები და გამოკვლევებია ჩასატარებელი და ეს არ ფინანსდებაო, მითხრეს საავადმყოფოში. ვინ ამოიღებდა ხმას, გავიძრე ტყავი და გავაკეთეთ ყველაფერი ასტრონომიული თანხის ფასად. ავიღე ფორმა ასი და მივადექი სადაზღვევოს. იქ მითხრეს, სახელმწიფო მაგ ოპერაციას 10000-ად აფასებს და ამ თანხის 70% დაგიფინანსებთო. სხვა რა გზა იყო. დავიწყეთ ლოდინი და თან სირბილი დანარჩენი თანხის მოძიებაზე, რომელიც ერთი იმდენი და ცოტა მეტიც იყო, რასაც სადაზღვევოდან ველოდით.დიდხანს არ მოგვიწია ლოდინმა და მოგვცეს საგარანტიო, წავიღე საავადმყოფოში( საინტერესო ისაა, რომ ,ფორმა ასის მიხედვით, ის გამოკვლევები, რომლებიც ოპერაციამდე ჩატარდა და რისი თანხაც გადამახდევინეს, შედის დაფინანსებაში, მაგრამ რაკი გრუზიაში ხმა რომ ამოიღო, ინტრიგანი გქვია და მერე ისევ ჩემი შვილისთვის შეიძლებოდა დაეწყოთ ყურება ცერად, ხმა აღარ ამომიღია).საავადმყოფოში მითხრეს, სინჯეთ და განცხადებები შეიტანეთ მერიაში, გამგეობაში და ჯანდაცვაშიო. გავეშურე… მერიაში თქვეს, ეგ ჩვენ არ გვეხება, ჯანდაცვის საქმეაო, ჯანდაცვაში გაიხენ სიცილით, აქ რამ მოგიყვანა, ეგ მერიის საქმეაო. გამგეობამ მითხრა, ფულში გაჭედილები ვართ და ვერ დაგპირდებით ვერაფერსო.მივხვდი, რომ ტყუილად მაბირბითებდნენ და დავანებე თავი. აი მას მერე ბუღალტერიაში ვარ თავით გადაშვებული, ვაგროვებ და ვაგროვებ, ვსესხულობ — მერე ისევ ვაგროვებ და ვითვლი. მოკლედ, როგორც იქნა, თითქმის მოვაგროვე, სულ რაღაც 1400 ლარიღა მაკლია და უკვე შევიპირე კეთილი ადამიანი, ვინც მასესხებს. ახლა ისევ საავადმყოფოს მივადექით, მაქვს უკვე თანხა და ჰე, ვქნათ რამე- მეთქი და კიდევაა გასაკეთებელი გამოკვლევებიო. ჩამოწერეს სია და გადაიხადეო. აი აქ დამებინდა გონება და ისეთი ამბავი ავტეხე, მაკავებდნენ. ისიც გეყოფათ, რომ რაც აქამდე გადამახდევინეთ, შედიოდა დაფინანსებაში და მომატყუეთ, არა მე კი არ მოვტყუვდი, ვიცი, რომ დამაგოიმეთ, მაგრამ გავჩუმდი შვილის გამო და ახლა ძაანაც ნუ აიღებთ თავზე ხელს, თორემ საშიშიც შემიძლია ვიყო-მეთქი. გაისუსნენ, მომიბოდიშეს და უიო, არაფერი აღარაა გადასახდელი, შეგვეშალაო. მოკლედ, მივიყვანეთ საქმე ბოლომდე და ახლა ახალი უბედურება დამეწყო. ისე ამიტანა შიშმა, ვერაფრით  ვერევი თავს. ვსვამ ფსიქოტროპულ საშუალებებს, ვეწევი, უკვე აღარ ვიცი, რამდენს, ვარ ზომბივით და ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ. თვალწინ მიდგას, როგორ შეიყვანენ ჩემს შვილის, გაფატრავ-დაჯიჯგნიან და ვკვდები… ხან გულყრები მაქვს, ხან კანკალი, ხან მეტირება გიჟივით.ყველაფერს ამძიმებს ის, რომ არ უნდა შემეტყოს და ეს კიდევ უფრო მკლავს. მე ვციდლობ მას არ დავანახო ჩემი შიში და შფოთვა, ის ცდილობს მე არ მაჩვენოს ნერვიულობა. რაც უფრო ახლოვდება, ოპერაციის დღე, მით მეტად ვფუჭდები. ასე უმწეოდ და უსუსურად არასდროს მიგრძვნია თავი. ჰოდა, აბა რაში მენაღვლება, რა ხდება ქვეყანაზე, რაში მენაღვლება, ვინ რას წერს , ან ვინ რას კითხულობს…სალონშიც კი აღარ მივდივარ, რადგან პეროგაყრილი მოტკვარცალე ქალების ატანა აღემატება ჩემს შესაძლებლობებს.
კიდევ ორი დღე… ღმერთო, გადამატანინე ეს დღეები. ღმერთო, ოთხშაბათს ჩამახუტებინე ჩემი შვილი…
მადლობელი ვარ თქვენი ყველასი, ვისაც მოგაკლდით და მოგენატრეთ. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და გონზე მოსული კატერინა ისევ დაიბრუნებს კვიმატ ენას და ეცდება ეს სატირალი ამბები უკვე იუმორით მოგითხროთ.
გკოცნით, თქვენი კატერინა ❤

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «გაუფერულებულ სიცარიელეში»

  1. მაკა:

    ალბათ ყველაზე ბანალურს დავწერ, მაგრამ უნდა დავწერო …. ყველაფერი კარგად იქნება 🙂

  2. მადლობა, მაკა, მეც იმედი მაქვს :*

  3. რა ხდება კატერინა? ჩაიარა ალბათ უკვე ყველაფერმა? ხომ ყველაფერი კარგადაა? ❤ ძალიან მომენატრე ❤

    თუ რამეში გჭირდები იცი როგორც უნდა მიპოვნო, ბლოგზე თუ ბლოგს გარეთ ❤

  4. კი, ჩაიარა, რთულად, მაგრამ მაინც. ახლა ახალ ეტაპზე ვართ. მეც მომენატრე ❤

  5. რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად არც შეიძლება…..

  6. მადლობა, ნინიკო ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s