იმედი და «იმედი-l»

ვინც ჩემს ბლოგს სტუმრობს, შეამჩევდა, რომ ვერიდები საქვეყნო პრობლემებზე წერას. არა იმიტომ, რომ არ მაწუხებს , უფრო იმიტომ, რომ უჩემოდაც ბევრია, ვინც ასეთ საკითხებს აშუქებს და თანაც  არც ჩემი ბლოგი მგონია ისეთი პოლულარული, რომ აქ დაწერილმა რამე შეცვალოს. თუმცა ახლა ისეთი გაცეცხლებული ვარ, რომ არ დამეწერა, არ იქნებოდა. არც ეს შეცვლის არაფერს, ვიცი, მაგრამ გულს ვიფხან და თანაც ეგებ სხვები მაინც გადაურჩნენ იმ მზაკვრულ მახეს, ქართული სადაზღვევო კომპანიები რომ ჰქვია.

მოკლედ, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემს მეგობარს წლების წინ მშობიარობის დროს მენჯი დაუზიანდა. დროთა განმავლობაში მდგომარეობა გართულდა და ახლა უკვე ისეთი ტკივილები აქვს, გადაადგილება უჭირს, მუდმივად გამაყუჩებლებზეა და უკვე ესენიც აღარ შველის. უთხრეს, ამას არაფერი აღარ ეშველება და ოპერაცია უნდაო, ენდოპროტეზირება. ოპერაციის ღირებულება 7500 ლარია. საყოველთაო დაზღვვა დაფინანსებაზე უარს ამბობს, რადგან მსგავსი ოპერაციები პლასტიკურად ითვლებაო(ვერაფრით ვერ ვიგებ ლოგიკას, ადამიანი ინვალიდან რომ იქცევა და დახმარება სჭირდება, პლასტიკური დახმარება ჰქვია ამას?).ძალიან კომიკური იყო ამ ჩემი მეგობრის და პირადი ექიმის ბაასი. ეს გადადგა ჭკუიდან, რას ჰქვია პლასტიკურიაო და არც აცია, არც აცხელა, მიახალა, პლასტიკური ისაა, შენ რომ გაქვს ცხვირი გაკეთებულიო 🙂 .

მოკლედ, რაკი აქ არაფერი გამოვიდა და თვითონაც, ისე როგორც ყველა ჩემი ახლობელი, ტრაკგამოხეული და ღარიბ-ღატაკია, ისევ გადაწყვიტა დაზღვეულიყო რომელიმე კერძო კომპანიაში. არჩევანი  «იმედი-l»-ზე შეაჩერა. ურჩიეს ასე. შეხვდა წარმომადგენელს, მოილაპარაკეს, აუგო იმედის კოშკები და შეთანხმდნენ, რომ თუკი 105 ლარიან პაკეტს აიღებდა, ოპერაცის დაუფინანსებდნენ პროვაიდერ კლინიკაში. ჰოდა, მას მერე ელის და ელის… აბირბითეს, დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ…ხან უთხრეს, არ დავაფინანსებთო, რომ ატეხა ამბავი, არა, გადავხედავთ და ერთ კვირაში გეტყვით პასუხს, სავარაუდოდ, თქვენს სასიკეთოდ გადაწყდებაო, ერთ კვირას, ორი მოჰყვა და დღემდე ასე გრძელდება. ალბათ დროს წელავენ, რომ იხადოს გადასახადი. ბოლო მონაცემით კვლავ უარი უთხრეს. იურისტი ამბობს, ეს წმინდა წყლის აფერისტობაა და აუცილებლად უნდა უჩივლო, რომ ჭკუა ისწავლონო. ამას კი არც სირბილის  თავი აქვს და არც სამაგისო ხარჯების გაღების საშუალება. ვერც მეგობრები ვვარგივართ, რომ დავუფინანსოთ ოპერაცია და ასე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს ამდენი ხანია.საშველი არ ჩანს.

ამ ყველაფრის მერე მიჩნდება კითხვა, რატომ ითვლება ეს სადაზღვევო კომპანია პრესტიჟულად? უფრო მეტიც, რას ემსახურება კერძო სადაზღვევო კომპანია და რა ნამუსით ახდევინებს კლიენტებს თანხას იმაში, რასაც საყოველთაოც აკეთებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე?

ეს ჩემნი პოსტი, როგორც დასაწყისში ვთქვი, დიდად არაფერს შეცვლის, არც კომპანიის მესვეურებს შერცხვებათ, არც დავაზარალებ ალბათ, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილის, მაგრამ ის მაინც თუ მოვახერხე, რომ ოდნავ მაინც გავუტეხო სახელი და დავაკარგვინო პოტენციური კლიენტები, ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება.

მას ასე, მეგობრებო, გსურთ იმედი არასდროს მოკვდეს? დაეზღვიეთ «იმედი-l»-ში და გარანტირებული გაქვთ მუდმივი იმედის მოლოდინში ყოფნა. მუდმივი მოლოდინი… სულ ელი ანუ?… ნუ იქნებით სულელები, ნუ გაასულელებინებთ თავს ამ უთოფო ყაჩაღებს!

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «იმედი და «იმედი-l»»

  1. მაკა:

    მე იტალიაში გავიკეთე ოპერაცია, მენჯ- ბარძაყის ძვალი გამომიცვალეს და პროტეზი ჩამიდგეს… იტალიამდე ასეთი ოპერაცია საქართველოში გავიკეთე 2003 წელს და 6 500 ლარი გადავიხადე …ზუსტად 4 წლის მერე დამეწყო ტკივილები, (ჩემდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, აღარ ვიცი უკვე, იტალიაში ვიყავი) და ოპერაცია გავიკეთე იტალიაში … დაახლოებით ოპერაცია და კლინიკა,სადაც ვიწექი (არ ვიწექი საავადმყოფოში,) 50 000 ევრო დაჯდა … მე არაფერი გადამიხდია, საავადმყოფოს მერე, რეაბილიტაციის 20 სეანსი გავიკეთე, მანქანა მაკიტხავდა სახლში და მივყავდი და მოვყავდი … არც იტალია არის შესაშური ქვეყანა, მაგრამ სამედიცინო მომსახურება საკმად მაღარ დონეზე აქვთ …
    P.S. პირველ პროტეზს, რომელიც საქართველოში გავიკეთე მინუმუმ 15 წელი უნდა გაეძლო …
    გაძლო 😦

  2. კარგია, რომ მანდ აღმოჩნდი. აკი გიმტკიცებ, კაი ადგილას ხარ-მეთქი და არ მიჯერებ 🙂

  3. რა ქენით კატერინა? როგორ მოგვარდა ეს ამბავი?

  4. როგორ და არ დააფინანსეს და კეთილი ადამიანების წყალობით მოუგროვდა თანხა, გაიკეთა ოპერაცია

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s