არაკის ნაცვლად

თვალჩაუწვდენელ ორმოში თუ ჩავარდი, ყვირილს, მიშველეთ, მიშველეთო, აზრი არ в-яме...აქვს. დიდი არაფერი გამოვა აქედან. იყვირებ, იყვირებ, ხორხს ჩაიხლეწ და რა?

ჰა მოვლენ, ჩამოგხედავენ. ეგებ კიდეც გკითხონ, უი, მანდ როგორ მოხვდი, ეს რა დაგმართნიაო.ეგებ კიდეც შეგიცოდონ, შე საწყალო, ეს რა დღეში ხარო, თავიც გადააქნიონ ვიშვიშით, კურცხალიც ჩამოაგდონ, მერე მოიწმენდენ და გზას გააგრძელებენ. ზოგს თოკი არ აღმოაჩნდება შენს ამოსაყვანად, ზოგს- სურვილი, ზოგისგანაც, კიდეც რომ ამოგიყვანოს, არ გინდა და აქ ჯდომა გირჩვენია, რადგან ერთი იგავის არ იყოს, ყვედრებით დაგახრჩობს და სულ ძმრად ამოგადენს ამ დახმარებას.

ამიტომაც ზიხარ გატრუნული ლაფით სავსე ხაროში. არა, თავიდან ეგებ კიდეც ელოდე დამხმარეს გამოჩენას, მაგრამ მერე, დრო რომ გადის, ხვდები, რომ არ ღირს მათი მოლოდინი, არც მოხმობაა საჭირო. თუ ვინმეს დააკლდები, მოგისაკლისებს და იფიქრებს შენზე, დაუძახებლადაც მოგძებნის და ეცდება დახმარებას. თუ არა, იყვირე და იხავლე, დუნიის გასართობად, რამდენიც გინდა, მაინც არაფერი გეშველება. ჰოდა, ერთხელაც ამას ხვდები და ჩუმდები. ზიხარ ფსკერზე,  უღრმავდები საკუთარ უმწეობას,  გარშემო სიბინძურეს. მერე დგები და იწყებ ფორთხვას, ხელებით, ფრჩხილებით, ფეხებით ებღაუჭები წვიმისგან დარბილებულ მიწას, მიიწევ მაღლა. აიწევ ცოტას, გისხლტის ფეხი და ისევ ფსკერზე ადენ ბრაგვანს. სულს ითქვამ და ისევ აგრძელებ.

ასე გადის დღეები, წლები და ისე ეჩვევი ამას, უკვე სხვანაირად ვერც წარმოგიდგენია და თვლი, რომ ესაა შენი ბუნებრივი მდგომარეობა, რომ ასეც უნდა იყოს. ეგუები ამასაც და აგრძელებ ბრძოლას, უხმოს, უსისხლოს, თავდაუზოგავს, დაუფასებელს. ამ ბრძოლაში ზავი გამორიცხულია, არც გამარჯვება და მარცხია სხვა ბრძოლების მსგავად. აქ ან იბრძვი მუდმივად, ან ჩერდები და ქრები, ლპები, როგორც აკაკი იტყოდა,»უჩინარად» და «ნელა». არც გმირად გახდომის პერსპექტივაა. იქნებ კიდეც დაიღალო და სურვილიც დაკარგო ამოსვლის, რაც არ უნდა იყოს, იმდენი ხანია ასე ხარ, კიდეც მიეჩვიე უკვე ასე ყოფნას, მაგრამ მაინც აგრძელებ, რადგან უკვე მთავარი ის კი არაა, ამოხვალ თუ არა, მთავარი ისაა, რომ ცდილობ. აჯერებ თავს, რომ შედეგს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ესაა შენი მისია, ასე უნდა იფორთხო, სანამ სული არ ამოგძვრება. ამის გააზრება კიდეც გამშვიდებს და ძალას გმატებს.

ჰოდა  ასე, ვდგებით და ვიწყებთ. ვიწყებთ და არ ვჩერდებით. ბოლოს და ბოლოს, საბოლოოდ მაინც ყველა ავალთ ამ ორმოდან, თუ ჩვენით ვერა,  უხილავი მარჯვენა დაგვწვდება  და აგვიყვანს იქ, სადაც მზეა და სიმშვიდე…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s