წლის ბოლო, თბილი შალი, არდადეგები და შეჯამებული კატერინა

კიდევ ერთი წელი ჩათავდა. დიდი კლასიკოსისგან განსხავავებით, აღარც უკან downloadვიხედები და აღარც წინ, რაკი წინა და უკანა და წაღმა და უკუღმა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.

ვცხოვრობ ისევ იქ, სადაც ადრე, ვაკეთებ ისევ იმას, რასაც ადრე, პრობლემები მაქვს იგივე, რაც ადრე, ვხვდები ისევ იმას, ვისაც ადრე, მინდა ისვე ის, რაც ადრე, არ მაქვს ისევ ის, რაც ადრე, მტკივა ისევ ის, რაც ადრე, მიხარია ისევ ის ,რაც ადრე, მწყინს ისევ ის, რაც ადრე და ასე შემდეგ. თუმცა ერთი რამ კი შეცვლილა, რომ დავუკვირდი ახლა. საწყენთა რიცხვმა იკლო. არა იმიტომ, რომ მე გამოვსწორდი და იოლად ვიყურებ მათ, უბრალოდ, იმდენად გამომიხშირავს ნაცნობ-ახლობელთა სია, რომ მწყენინებელი აღარ დამიტოვებია 🙂 და კიდევ ნაკლებად მიკვირს რაღაც-რაღაცები. გავიზარდე ეტყობა, ბოლოს და ბოლოს.

მოკლედ, ასე იგივ-იგივეობაში ველი ახალ წელს. ველი რა, მოდის და გინდა დაელოდე და გინდა არა. მთელი ჩემი მოლოდინი სახლის ლაგებით შემოიფარგლა. უშედეგოდ არც ამას ჩაუვლია, აგერ უკვე 3 დღეა კორსეტში გაკვეხებული დავდივარ ზომბივით ან ვწევარ და ხერხემალი დედას მაგინებს, უკანალი კი საცერივით მაქვს წყვილ-წყვილად ნემსების კეთებისგან. ისე დავმხეცდი უკვე ორივე ხელით ვიკეთებ , ხან ერთდროულადაც 🙂 . მონდომებული ვარ ფრიად. გაგიკვიდებათ და რატომღაც არ მხიბლავს ახალი წლის კორსეტით და წოლით შეხვედრა. თანაც გარდერობში ახალი კაბა მიკიდია, რომელიც რომ მივაფურთხე ეშმაკს და  ვუყიდე ჩემს თავს და ხვალინდელი ღამის კაბიანქუსლებიანი შეხვედრა დავგეგმე. რაღაც სიახლე ხომ უნდა იყოს? ჰოდა, აი, ბატონო, ამაზე მეტი სიახლე და უჩვეულო რა იქნება? ჰოდა, ამ ჩემს ჩანაფიქრში ვერანაირად ვერ ეწერება წოლა და ნემსები, ამიტომაც ვარ ასეთი მონდომებული. ვერ ვიტან, როცა ვინმე ან რამე გეგმას მირევს. მოკლედ, ხვალ ღამეს ისე უნდა ვიყო, რომ სულ ვიკვანწებოდე.

შვილები განიცდიან გოზინაყის პერსპექტივის არქონას, მე კი ვითომ არ მესმის. ასეთ სადისტურ საჭმელს მხოლოდ ქართველი თუ მოიგონებდა. ჭერი ერთი საათი ნიგოზი, მერე ტლიზნე თაფლში და კიდევ ან გამოვა ისეთი, როგორიც გინდა და ან არა, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა გიჯდება ეს სიამოვნება.

ხო, არდადეგები მაქვს დღეიდან ცხრამდე და ისე მიხარია, ისე მიხარია, ახალ წელს თუ ესმის და ხედავს, ორჯერ მოვა ერთის მაგივრად.

ბოლოს მაინც გადავწყვიტე შევაჯამოსავით განვლილი წელი. 22 პოსტი მთელ წელიწადში. ღმერთო ჩემო. შემრცხვა კიდეც, მგონი დროა დავანებო თავი ბლოგერობას და გავუშვა პენსიაზე ჩემი კატერინა. მაგრამ თან არ მეთმობა.2-ჯერ ხერხემლის რეციდივი, 6-ჯერ გრიპი, 16 მოსწავლე და კვირის გარდა ყოველ დღე 2-დან 10-მდე გაკვეთილები. კიდევ ერთი დაკარგული ადამიანი, ორი უპასუხოდ დატოვებული შემოთავაზება ახალი ურთიერთობის, ერთი უარი რომანტიკულ სიყვარულობანაზე, ორი ახალი ნახვრეტი ყურზე, რომელიც რომ აგერ უკვე მესამე თვეა არა და არ მირჩება და მტკივა, 4 გაგდებული აბიტურიენტი და შესაბამისად 4-ჯერ შემცირებული ოჯახის ბიუჯეტი,სამარცხვინოდ, ერთადერთი წაკითხული წიგნი სექტემბრიდან დღემდე, ორჯერ  თეატრი, ორჯერ კონცერტი.ერთხელ დაბადების დღე, სადღაც ათამდე მეგობრებთან ვიზიტი. ეგ არის და ეგ.ხო, შალი მოვიქსოვე კიდევ, რაც კი ძაფის ნაგლეჯი ვიპოვე სახლში, ყველა გამოვიყენე და გამოვიდა უზარმაზარი, მძიმე, პლედივით შალი, ჭრელი და თბილი. გავამზადე საშობაო განწყობის ფილმები, წამოვწვები, მოვიხურავ ზამთრის გრძელ ცივ ღამეებში მხრებზე ჩემს ახალ შალს, გავეხვევი შიგ და ვუყურებ და ვუყურებ ფილმებს, დავიძინებ გვიან და ავდგები გვიან. ეგებ სარამაგუც წავიკითხო, ყიდვის დღიდან საცოდავად რომ მომჩერებია მომლოდინე თვალებით თაროდან. რა თქმა უნდა,მერჩია ახალ წელს სადმე, აი, თუნდაც ბუდაპეშტში შევხვედროდი, მაგრამ სულ არაობას ხურმაც კაი ხილიაო.

მაინც იყო ერთი რამ, ამ წელიწადში, რაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო და რაც ძალიან მახარებს: ბოლოს და ბოლოს ვისწავლე თავის მართვა. ეს გამოხატება იმაში, რომ ჯერ მთლად ბოლომდე ვერა, მაგრამ მაინც ავიმაღლე თვითშეფასება, ყოველშემთხვევაში, იმას მაინც ვახერხებ, სხვებს ეგონოთ ასე და ვერ მიხვდნენ, რომ მთლად მაღალიც ვერაა. რაღაცები დავიკიდე, რაღაცებს შევეგუე, რისი შეცვლაც ჩემს ძალებს აღემატებოდა, რაღაცები უარვყავი და მოვიპოვე შინაგანი სიმშვიდე, რომელიც აგერ უკვე კაი 4 თვეა ასეა და ვერავინ მირღვევს. ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში დავეჭვდები, რომ იოგი ვარ და არ ვიცი 🙂 მართალი გითხრათ, მხოლოდ ამის გამო შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ნაყოფიერი წელი იყო ჩემთვის, რაკი ამისი უნარი და შესაძლებლობა აღმოვაჩინე საკუთარ თავში და რაკი ეს შევძელი.

მოკლედ, პოზიტიური განწყობით ვხურავ ძველ წელს ბლოგზე და ველი ახალს. იმედი მაქვს თუ სიახლეებით ვერ დამასაჩუქრებს, ერთი რამე ასეთ მიჩქმალულს მაინც მაპოვნინებს საკუთარ თავში.

პ.ს. გილოცავთ ყველას, გკოცნით , საუკეთესო სურვილებით, თქვენი კატერინა

პ.პ.ს საახალწლო განწყობისთვის კი გიტოვებთ ამ მუსიკას და ვიდეოს, მე მიყვარს,  ზღაპარში გადავყავარ და ეგებ თქვენც ზღაპრის გმირად გაგრძნობინოთ თავი.

 

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «წლის ბოლო, თბილი შალი, არდადეგები და შეჯამებული კატერინა»

  1. მაკა:

    შინაგანი სიმშვიდის პოვნა ცოტა არ არის…
    პოსტის კითხვის დროს, „საბას„ ვეცი და სარამაგუ ვიყიდე…
    ბედნიერ ახალ წელს გისურვებ, კატერინა 🙂

  2. მადლობა, მაკა, შენც ბედნიერ წელს გისურვებ ❤

  3. http://wp.me/p1MT1L-Ha აჰა კიდევ შენ სარამაგუ 🙂

  4. მომენატრა აქაურობა და შემოვაღე კარი, დიდი ხნის დაკარგული ყოფილხარ ჩემი არ იყოს. საახალწლო პოსტიც კი არ მქონია წაკითხული ❤

  5. ხო, ისე დავიკარგე, ეს კომენტარიც ახლა ვნახე. გუშინ ვფიქრობდი შენზე, ისიც ჩემსავით დაკარგულია-მეთქი. მეც მომენატრა ფინიკის ფიქრებში ბოდიალი :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s