ასე მგონია

მშვენიერი განტვირთვის დღე გამომივიდა. კვირაც ასეთი უნდა. დილიდან გავქრი C9xdmUNsFWsოჯახიდან და დროებით მივივიწყე  მასთან დაკავშირებული ყველა საქმე და პრობლემა. დილიდან დავეთხლიშე სალონში და თავს პატივი ვეცი. მერე, ფბ-ს ენაზე რომ ვთქვა, ურთიერთობაში ვიყავი, თან ძალიან ნაყოფიერად და წარმატებულად, მერე კი ფილარმონიაში აღმოვჩნდი. გაგაოცებთ ახლა და ეს ქართულ ესტრადა-მუსიკაზე მოღლიცინე ქალი ლიზა ბაგრატიონის კონცერტს დავესწარი. კიდევ უფრო გაგაოცებთ და საკმაოდ ნასიამოვნები დაგირჩით.

ისეთი ზეიმია ჩვენს ქვეყანაში უგემოვნებობის, რომ თუკი სადმე რამეს გადავაწყდები გემოვნებით გაკეთებულს, სიხარულით აღარ ვიცი, რა ვქნა. რა რა და გემოვნება ამ კონცერტს არ აკლდა. თავიდან ბოლოდმე მშვენივრად აწყობილ-გაწიკწიკებული საღამო იყო. არაჩვეულებრივი მუსიკოსებით.განსაკუთრებით გამოვყოფ საყვირს( გვარი შამანაური ყოფილა და სახელი არ მახსოვს), ალტს( გიორგი ცაგარელი) და კონტრაბასს( ( დავადგენ გვარს და მერე ჩავწერ, არ მახსოვს ) შესაყეყეყჩებელ იტალიელ აკორედეონისტთან ერთად  და ჩემთვის სრულიად გამაოგნებელი ფენომენს, რასაც ნიკა მემანიშვილი ჰქვია. არ ვიცი ამ ბიჭს საიდან ესმის ასეთი ჰარმონია, რომ ეს ნაფტალინიანი სიმღერები ასე  საინტერესოდ და არაგოიმურად შეუძლია მკვდრეთით აღადგინოს. ( ნიკოლოზ ჩემო, იცი, ცოტა უხერხულია უკვე ამდენი ნიჭიერება 🙂 ) «ჯინსების თაობიდან» ცეკვის თემა ხომ გახსოვთ? ( ეგეც ნიკასია ისე), ხოდა მაგის ვერსია იყო იმ იტალიელთან ერთად ისეთი, წამით დამავიწყდა, საქართველოში რომ ვიყავი. გასაშტერებელი იყო «ლიბერტანგო» და ყანჩელი.

ახლა ლიზას რაც შეეხება. იყო ლამაზი და გამოვნებიანი, როგორც ყოველთვის, იყო ზომიერად გლამურული, მაგრამ არა ისეთი, როგორებიც კონა შაურად ეყარნენ დარბაზში. თან «პეროიანი», მაგრამ თან უბრალო და უშუალო, როგორიც არის პრინციპში ცხოვრებაშიც.  იქნებ ვინმეს კიდეც ჰქონეს უკეთესი ვოკალური მონაცემი, მაგრამ ამ ადამიანს ისე უყვარს მუსიკა და სიმღერა, რომ დარბაზში ყოველი ბგერიდან იგრძნობა. უსმენ და გრძნობ, როგორ სიამოვნებას იღებს იმით, რასაც აკეთებს და შენზეც გადმოდის მერე ეს ყველაფერი და ნდობით და კეთილგანწყობით გავსებს. საინტერესო იყო თუშური სიმღერის ნაზავი და აკომპონიმენტი იტალიელი აკორდეონისტის. მომეწონა ესპანურად ნამღერი, ისე მოუხდა ლიზას, უცებ თავი ერთ ძველისძველ ფილმში წარმოვიდგინე, არ ვიცი, გინახავთ თუ არა «შანტეკლერის დედოფალი». ემოციური იყო «ლა ბოჰემა». მე აზნავურის შესრულებით მაქვს მოსმენილი და უცრემლოდ ბოლომდე ვერასდროს ვუსმენ, მაგრამ ლიზამაც იყოჩაღა და გული ამიჩუყა.

ჩემ წინ ერთი გლამურული მომღერალი დედა-შვილი იჯდა, აი ისეთი, ქე რომ დედა მღერის და შვილმაც უნდა იმღეროს მერე და შვილიშვილმაც, «ნუ დაკარგავ ძველსა გზასა ამბავში». «პეროგაყრილები» ისხდნენ და არ ვაჭარბებ მთელი კონცერტის მანძილზე ენა არ გაუჩერებიათ, თან პარალელურ რეჟიმში შვილი ხან ფბ-ზე შედიოდა, ხან «ოდნოკლასნიკებში, ხანაც ისე მესიჯობდა. როცა ტაშის ხმა ესმოდა,» უ…უ»-ხმამაღლა კიოდა 🙂 .  მერე საჩვენებელი თითით აჩვენებდა რაღაცას დედას. მე ხმამაღალი ტექსტი დავატყი, ერთხელ ცირკში რომ ვყავდი დედაჩემს, მითხრა, საზოგადოებაში თითით ჩვენება უკულტურობააო და იმის მერე არ მიქნია მეთქი 🙂 . გვერდით დეიდა და და მესხდნენ და მაკავებდნენ. ხოდა, რაკი არ დამანებეს, ან შენიშვნა მიმეცა, ან კიდევ მეთქვა რაღაცები, გავჩერდი და კიდეც «დავაპრიკოლე».

მოკლედ, მშვენიერი კონცერტი გამოვიდა. და  დავრწმუნდი იმაში, რომ სულაც არაა  წყალწასაღები ქართული სიმღერა, თუკი მას ხელს გემოვნებიანი ადამიანები მოჰკიდებენ.»ასე მგონია»ერქვა ამ საღამოს და მეც ასე მგონია.

პ.ს. ლიზუზა, შენ ერთადერთი «ბაგრაწიკი» ხარ, ვისაც ვცნობ და მიყვარს 🙂

პ.პ.ს. პოზიტიურ კვირას გისურვებთ ყველას და გიტოვებთ შარლ აზნავურის «ლა ბოჰემას»

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «ასე მგონია»

  1. ვგონებ ეს შესრულებაც გეამება 🙂 :*

  2. კი ვიცი ესეც და კიდე სხვაც, მარა აზნავური მაინც პირველი იყო. ესეც კარგია ❤

  3. მაკა:

    უამრავს დავდივარ, ვმოგზაურობ, გამოფენებს ვნახულობ, რასაც საქართველოში ალბათ ვერ ვნახავდი… საკონცერტო დარბაზში მხოლოდ ერთხელ ვიყავი…ჩაიკოვსკის „მაკნატუნაზე„… ნუ ახლა მთლად საკონცერტო დარბაზი არ იყო, მაგრამ არც ოპერის და თეატრის სცენა შემიძლია ვუწოდო… :* მენატრება ეს ყველაფერი და შენთან ერთად მეც ვიჯექი , და წარმოვიდგინე როგორ მომიშლიდნენ ნერვებს მოჩათავე შვილი და ენაგატლეკიდი დედა 🙂
    კარგი განწყობით ვამთავრებ დღევანდელ დღეს… ❤
    ნოტტე

  4. ❤ რა მაგარია ასეთი დადებითი ემოციებით დატვირთვა კვირის დასაწყისისთვის ❤ მეც ჩავრთე მუსიკა და სავარაუდოდ ძალიან მძიმე კვირა, ძალიან ამაღლებულ განწყობაზე დავიწყე ❤

  5. რა კარგია! მიხარია, თუ ამ ჩანაწერმა განწყობა შეგიქმნა ❤

  6. ხო, თან რომ იცოდე, ვინ იყვნენ, უფრო მოგეშლებოდა ნერვები 🙂 . მადლობა, მაკა ❤

  7. tami:

    ძალიან მიყვარს ეს სიმღერა.
    რა კარგია ხანდახან საკუთარ თავს რომ ანებივრებ ხოლმეე♥♥კარგი გამახსენე, დიდი ხანია საკუთარი ეგო არ გამინებივრებია.

  8. ჰოდა შეუდექი 🙂 შიგადაშიგ აუცილებელია

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s