Emotions

images

შეგიგრძნიათ საკუთარი  სიკვდილი? მე კი. წუხელ ღამით ძილში მოვკვდი.

არ დამსიზმრებია, უბრალოდ ვიგრძენი. უცნაური შეგრძნება იყო. მინდოდა ლაპარაკი და ვერ ვლაპარაკობდი, მინდოდა სუნთქვა და ვერ ვსუნთქავდი, გული კი ნარბენივით ფეთქვადა, მერე მინელდა,  მინელდა და სულ გაჩერდა, გაცივდა. ხელები და ფეხები გამიბუჟდა, გამეყინა. ჯერ მეგონა ჰაერი არ მყოფნიდა და ჩასუნთქვას ვცილობდი, მერე უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჰაერით პირადმე სავსე ვიყავი და თუ არ გამოვუშვებდი ამ ჰაერს, გავსკდებოდი. ვერც ერთს ვახერხებდი და ვერც მეორეს. სიცივე კი უკვე მთელ სხეულს ედებოდა. ბოლოს სუსტად ამოვისუთქე, უფრო სწორად გამოვისუნთქე და  უცებ ვიგრძენი, რომ მე ჩემში აღარ ვიყავი.  ერთდოულად ლეშიც ვიყავი და ცოცხალიც. უფრო სწორად ჩემი უხილავი ნაწილი იყო ცოცხალი, ხილული კი-ლეში. ჰოლივუდური ფილმების პერსონაჟებივით კვლევა-ძიება არ დამჭირვებია, მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და, მართალი გითხრათ, დიდად არც მიდარდია ეგ ამბავი. იმდენად ნატურალისტური იყო ეს პროცესი, კიდეც გამიკვირდა, რომ გამომეღვიძა. სადღაც გულიც დამწყდა, ეცლია კიდევ ცოტა ხანს, მენახა, მერე რა მოხდებოდა.

კარგა ხანს ვიჯექი და ვაანალიზებდი ნანახს თუ შეგრძნებულს და ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ ეს სულაც არ იყო მორიგი სიზმარი საკუთარ სიკვდილზე. მე მართლა მოვკვდი. იქნებ წამიერად, მაგრამ მაინც. და თუ ახლა ვზივარ და ამას ვწერ, ესე იგი ნაადრევი იყო ეს ამბავი, ესე იგი კიდევ დამრჩენია გასაკეთებელი(  ეს რაღაცა ნამეტანი დუმბაძესვით მომივიდა 🙂 ), ესე იგი ბოლომდე არ ამომიწურავს საკუთარი თავი, ესე იგი კიდევ დამრჩენია აღმოსაჩენი  მასში.

დღეს  ზუსტად ისეთი დღე იყო წუხანდელი ღამის გაგრძელებად რომ გამოდგებოდა, სველი, ნაცრისფერი და სულაც არ შევუწუხებივარ ამას. კიდეც მესიამოვნა. მივუყვებოდი რუხი ქალაქის სინესტეს მუსიკის და ფიქრების თანხლებით და რაც მეტს ვფიქრობდი, მით მეტად მეუფლებოდა სიხარულის განცდა. არა იმის გამო, რომ ცოცხალი ვარ. მახარებდა, რომ ჩემს ერთი ბეწო სამყაროში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მე შეუცვლელი ვარ. მე, რომელსაც აღარც სამშობლო მაქვს( კაი ხანია ჩემი წარმოსახვითი ქვეყნის მოქალაქე ვარ), აღარც ადამიანების სიმრავლით დავიკვეხნი, მაქვს უხილავი სიმდიდრე-ეს ჩემი წლებია. მათ  უხვად დამასაჩუქრეს ტკივილებით, მაგრამ ეს, ახლა რომ დავფიქრდი, ისე მესიამოვნა, არაფრით არ დავთანხმდებოდი მათ ჩამოკლება-გამოხშირვაზე. დიახაც, ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო.  მე ბრძენი ვარ, როგორც კა და ეს სწორედ ამ წლების დამსახურებაა. მე მოვერიე გრძნობების ქარაშოტს და ვაღიარე გონების უპირატესობა. ეს გონება კი მეუბნება, რომ მაინც ყველაზე კარგი, რაც გამიკეთებია და რისთვისაც მოვსულვარ ამქვეყნად, ჩემი შვილებია. ჰო, ჰო, აქამდე მეც არ მეგონა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ მაინც ყველაზე დიდი დანიშნულება ადამიანის და ქალის ესაა, რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ მაღალ მატერიებზე, მით უმეტეს, თუ არც მარია კიური არ ხარ და არც ვირჟინია ვულფი… ერთადერთი გარანტია შენი უკვალოდ გაუქრობლობის ესაა მხოლოდ და რაც არ უნდა ბევრი ადამიანით გეგონოს მდიდარი თავი, მაინც მხოლოდ შვილია, რომელშიც შენ აგრძელებ სიცოცხლეს და რომელიც ერთადერთია, ვისთვისაც შეუცვლელი ხარ.

მე ისე მიხარია, რომ მოვახერხე ორი კარგი ადამიანის შემატება სამყაროსთვის, როგორ შეუძლია რამეს ჩემი დაშინება.

დავბრუნდი საღამოს სახლში, გაღიმებულ-გაცისკროვნებული. რა გჭირსო, მკითხეს. მიხარია-მეთქი. რაო, გაუკვირდათ. რა ვიცი, აი, არც ფული მაქვს, დიდად ვერც ჯანმრთელობით დავიკვეხნი, მაგრამ სულ მკიდია ეგ ამბავი, იმიტომ რომ თქვენ მყავხართ-მეთქი. თავშეკავებულად ჩაიღიმეს და როცა ახლა ერთი ურემი სარეცხი გამოვიღე მანქანიდან, ჩვენ გაგიფენთ, ცივა და არ  გახვიდე გარეთო 🙂 .

მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ!!!

ეს კი, ჩემი დღის აჩემება, ყველა იმას, ვისაც  ეს სიტყვები გაუჩნდება ჩემი დიადი არყოფნის ჟამის დადგომისას. მე თქვენ მიყვარხართ ❤

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «Emotions»

  1. იმედიანი და პოზიტიური პოსტი ^_^. ძალიან, ძალიან მაგარია როცა აღმოაჩენ რატომ უნდა იყო ბედნიერ და ძალდაუტანებლად, ფარსის გარეშე გრძნობ ბედნიერებას ❤ თან ყველაზე მაგარი მიზეზით — როცა იცი რისთვის ხარ ცოცხალი და იცი რომ უკვდავი ხარ და გაგრძელდები ❤

  2. კი მასეა და ეს შეგრძნება გატანინებს ყველა სიძნელეს, თუნდაც გადაუტანლად გეჩვენებოდეს. ვიცი, ზუსტად გაიგე ყველა ნამცეცი და გაატარე გულის სიღრმეში. შენი კომენტარებიც ისეთივე ნაცნობი და ახლობელია, როგორც პოსტები ❤

  3. ძალიან მიყვარხარ ❤ ❤ ❤

  4. მეც, ჩემო გოგონია ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s