მუსიკისა და კინოს საღამო

არაფერია იმაზე უკეთესი, კიდევ ერთ მოსაბეზრებლად ჩვეულებრივ და ერთფეროვან napisanie-myzukiდღეს რომ მიაჩანჩალებ რუტინულად და უცებ, სრულიად მოულოდნელად, შანსი  გამოგიხტება მისი გამრავალფეროვნების.

ასე გამომიხტა მეც, უფრო სწორად, მეგობარმა გამომიხტუნა და მთელი დღის მოსწავლეებით ტვინგამოლაყებულმა, დარჩენილი მოსწავლეები გადავიყვან-გადმოვიყვანე სხვა დღეებში და კისრისმტვრევით გავქანდი ფილარმონიაში.

მე, როგორც არაქართულად მოწესრიგებულმა ადამიანმა, გავითვალისწინე საცობებიც და ისეთ დროს გავეტიე სახლიდან, რომ წესიერად მივედი ზუსტად იმ დროს, როცა გაიღო კარი და  მაყურებლის შეშვება დაიწყეს. დარბაზშიც დროულად მოვკალათდი. სხვებისას ვერ ვიტან შუქის ჩაქრობის მერე რომ იწყებენ ბოდიალს და ხოხიალს  რიგებს შორის უკან მოშვერილი უკანლებით( ვინც არ იცის , ვიტყვი აგერ, ეგებ ასე მაინც გაიგონ, რომ ცუდი ტონია ადამიანს წინ უკანალმოშვერილმა გაუარო, უნდა შემობრუნდე  🙂 )

მოკლედ, მე კი ვქენი ყველაფერი წესიერად, მაგრამ საქართველო საქართველოა და კონცერტი მთელი 40 წუთით გვიან დაიწყო. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, დილიდან ნაშრომ-ნაღვაწი, მშიერ-მწყურვალი ათის ნახევარზე კიდევ რომ კონცერტის დაწყებას ელოდები. ისე არაესთეტიკურად და არაქალურად ვამთქნარებდი, დავიკიდე ყველაფერი, მივდე თავი და კიდეც წავუძინე.

როგორც იქნა, გვეღირსა და დაიწყო.

პირველივე ნომრის მერე დამავიწყდა დაღლაც, წუწუნიც, ლოდინიც, სიბრაზეც. აი რაველის » ბოლეროზე» კი სრული შოკი დამემართა( ვიცი კალკია ეს ფორმა, მაგრამ ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს მდგომარეობას და ამიტომ ასე დავტოვებ). არ გეგონოთ ეს რაველის გამო იყო. არა, რასაკვირველია, გარკვეულწილად ესეც იყო მიზეზი(საოცარია, მართლა გენიოსი უნდა იყო, რომ ამ ორტაქტიანი მელოდიით ასეთი მუსიკა შექმნა), მაგრამ ამის გარდა ორკესტრმა დამშოკა, რომ არაფერი ვთქვა დირიჟორზე. შიგადაშიგ მავიწყდებოდა, რომ ქართულ ორკესტრს ვუსმენდი. აწყობილი, გაწიკწიკებული, შეხმატკბილებული. მჯეროდა და არც მჯეროდა. ვიხსენებდი წლების წინ მოსმენის საცოდავ სიმფონიურ კონცერტს, რომელზეც ორკესტრი ისე კნაოდა, გული მიწუხდა, სიმებიანები უსმენოდ წრიპინებდნენ, სასულეები ტაშტის ხმებს გამოსცემდნენ და დირიჟორს სიმწრის ოფლი სდიოდა.

ეს ერთგვარი შესავალი იყო. ამის მერე დაიწყო კინომუსიკა და ჩემი ორსაათიანი მოგზაურობა მუსიკის, კინოს, მოგონებების, ცრემლის და ღიმილის სამყაროში. დამავიწყდა, რომ უღმერთოდ დაღლილი ვიყავი, რომ მშიოდა, რომ სახლში დახვავებული ქვითრები მომჩერებიან ყოველ დილას გულის გამაწვრილებლად, რომ ვცხოვრობ შეუმდგარ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთის ლანძღვა სიამოვნებად ქცევიათ, სადაც ჩემთვის გაუგებარი კრიტერიუმებით აფასებენ ადამიანობასაც, ნიჭსაც, ღირსებასაც, სადაც ვერა და ვერ მოიძებნა ჩემი ადგილი და ასე უადგილოდ დარჩენილი მაინც მხნედ, მთელი ამ ქვეყნის ჯინაზე, ვაგრძლებ სვლას და სულაც არ ვთმობ საკუთარ პოზიციებს. დამავიწყდა, რომ წინ ზამთარია და სულშიც მალე ჩამოთოვს და გაზაფხულის მზიანი დღის აღტკინება- აღგზნებით გარინდული ჩავიძირე ბგერებში, რომლებმაც წამიღეს და წამომიღეს და კიდევ ერთხელ დამაჯერეს მუსიკის ერთადერთობა…

როცა მუსიკა წყდებოდა და ტექსტი მიდიოდა, რომელსაც თვითონ ნიკა, ანუ დირიჟორი კითხულობდა( ძალიან სასაცილოდ და საყვარლად), მე ისევ მის გმირობაზე ვფიქრობდი. დიახ. ეგებ ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ეს ფორმულირება, მაგრამ სხვას ვერაფერს ვუწოდებ იმას, რაც ამ ბიჭმა გააკეთა. ვიცი მე, მომსწრე ვარ, საიდან დაიწყო და რა ბაზიდან შექმნა ეს ორკესტრი. ისიც მომისმენია, როგორ უკრავდნენ წლების წინ( ზემოთ უკვე აღვწერე). ჰოდა, იმ ყველაფრისგან ასეთი გამართული, ევროპული დონის ორკესტის გაკეთება არაა ადვილი და სახუმარო ამბავი. ისეთი დონეა, რომ არ შეგრცხვება არსად მათი გამოჩენა.ისიც უნდა ვთქვა, რომ აქ დანგრეულია საბჭოური სტილი, რაც ძალიან მომწონა. ყოველთვის მზარავდნენ პირგამეხებული დირიჟორები, რობოტებივით რომ იქნევდნენ ხელებს და მეცოდებოდნენ ორკესტრანტები, მონებივით რომ ჩანდნენ მის ფონზე. აქ სულ სხვა სურათია. დირიჟორი უბრალო მოკვდავია, არაა ღმერთი და იგრძნობა ადამიანური კონტაქტი მასა და ორკესტრის თითოეულ წევრს შორის.

ვუყურებდი ამ ყველაფერს და სიამოვნებასთან ერთად სიბრაზე მეუფლებოდა. ვბრაზდებოდი ქართულ საზოგადოებაზე( თუ არსებობს ასეთი საერთოდ), რომელიც ხან გემოვნებას უწუნებდა ნიკოლოზ რაჭველს( რა ვქნა, ვერა და ვერ შევეგუე ამ ბიჭის ორ სათაურს 🙂 ), ხან ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ხან მფლანგველობას, ხან რას და ხან რას და არავის მოსვლია აზრად ეღიარებინა მარტივი ჭეშმარიტება-ეს ბიჭი ნიჭიერია, თან ძალიან და თავის საქმეს კარგად, კარგად კი არა და საუკეთესოდ აკეთებს!

ემოციებით დაღლილი დავბრუნდი სახლში და მკვდარივით დამეძინა.

დღეს დილიდან მინდოდა დამეწერა, მაგრამ სად გავეკარე აქაურობას, დილიდან რომ დავიწყე, აგერ ახლა დავამთავრე და ამოვიღე ოთხში გუშინდელი სიამოვნება. ჰოდა, მივუხურე თუ არა კარი ბოლო მოსწავლეს, ვეცი კომპიუტერს და ვწერ აგერ.

კარგი იყო გუშინდელი საღამო, რამდენიმე დღე რომ გაგყვება, ისეთი.

პ.ს. ნიკალა, მადლობელი ვარ, რომ ცოტა ხნით მაინც დამავიწყე რეალობა და მაგრძნობინე თავი ცივილური სამყაროს ნაწილად, სადაც ღიმილი და ხელოვნება მეფობს…შენ ჩემთვის ყველაზე, ყველაზე ნიჭიერი ხარ ამ ქვეყანაში.

ეს კი ყველას ჩემგან

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მუსიკისა და კინოს საღამო»

  1. მთავაზობდნენ წასვლას, სადღაც მინდოდა კიდეც, ახლა კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული, მაგრამ ავიკვიატე ამის განწყობა არ მაქვს მეთქი. ბოლო პერიოდში რუტინული ქმედებების გარდა არაფრის განწყობა აღარ მაქვს. როგორი ემოციური პოსტია ❤ საღამოც ასეთი იქნებოდა ❤

  2. მეც მასე ვარ, მაგრამ ხანდახან ის შემომაწვება ხოლმე რუტინიდან გადახვევის ნოსტალგია, კბილები მიჟრიალებს.კი, კარგი საღამო იყო, ემციური. სადაც მუსიკაა, იქ გულგრილი ვერ ვრჩები ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s