არაშემოდგომური პოზიტივი

აგერ უკვე ერთი კვირაა  მშვენიერ ხასიათზე ვარ. სრულიად უმიზეზოდ. წესით Standing Forward Bend Yoga(1)პირიქით უნდა იყოს. შემოდგომაა,  აცივდა, ფული ჯერ არ ჩანს და კიდევ ვინ დათვლის, რამდენი რამ არაა ისე, როგორც მინდა, რომ იყოს. არადა, კარგ გუნებაზე ვარ.

აი გუშინ კბილი ამტკივდა, მაინც არ გამიფუჭდა ხასიათი. ჩავიცვი, გავირჭე ყურსასმენი და გავეშურე ექიმთან. მივდიოდი ცალყბაგაბუჟებული ტკივილით, მუსიკის ნაბიჯებს აყოლილი და სახეზე ნეტარი დეგენერატის ღიმილი არ მშორდებოდა. ნაცრისფერი ქუჩიდან სახეში მეფართხუნებოდა გამვლელების გაოცებული მზერა. ბოლოს მეც გადავხედე გარემოს და ჩემს თავს. ამ მტვრიან და ჩაჟამებულ ქუჩაზე ამდენ დაბოღმილ-განერვიულებულ-გაბოროტებულ-გაავებულ ადამიანებში მარტო მე მეღიმებოდა. არადა, როგორ მტკიოდა კბილი…

მჯიჯგნა ექიმმა და ნატანჯ-ნაგვემი წამოვედი ისევ ცეკვა-ცეკვით და ღიმილით. მერე მარკეტში შევიარე. სალაროსთან ქართული რიგი იყო, რომ ვერ გაიგებ, ვინ ვის მერეა. ვიკითხე, ვის მერე ვარ-მეთქი და დიდი ხნის ლოდინის მერე ერთი ქალი გამომეხმაურა შეწუხებული ხმით, ჩემს მერეო. როცა სალაროს მივუახლოვდით, აღმოჩნდა, რომ ორი მოლარე ყოფილა. ასე რომ ორივეს ერთდროულად გვიწევდა, მეც  და იმ ქალსაც. ამიტომ აღარ გადავედი მეორე მხარეს და დავაპირე გადახდა. უცებ ისეთი ცივი ხმით იკივლა იმ ქალმა, ხომ გითხარი, ჩემს მერე ხარო, ფული გამიცვივდა ხელიდან. შევხედე- სალაროსთან იდგა და მოლარე ხელგაწვდილი ელოდებოდა. ის კიდე კიოდა, უზრდელო, უზრდელოო. გამეცინა. დავუთმე ადგილი და მის ადგილას გადავედი, ვიხდით ერთდროულად, ის კიდევ არ ჩუმდება, მე რომ არ მეთქვა, ხომ წახვიდოდი ურიგოდო. კაი შენ გენაცვალე, ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ, მე ვარ უზრდელი-მეთქი, თან ვიღიმებოდი. უიმე, სულ გადაირია. დიახაცო, შენი პატარა ბავშვი ხომ არ ვარ ამხელა ქალიო, რა დღეში ხარო. აბა რა-მეთქი, ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს-მეთქი. მოკლედ ასე ვიბაასეთ. რახარუხით აიბარგა, კარი ვერ გააღო, მე ვიდექი ღიმილით და ველოდებოდი( რასაკვირველია, არ მივეხმარე), ბოლოს ფეხით გამოაღო და ძლივს გავიდა. მოვყევი ეს ამბავი და როგორ მოითმინეო. რა მექნა აბა, რომ მეთქვა, სქესდაკარგული, ასი წლის მოუტ…ელი ხარ, რა ყ…ქალაც ახლა ხარ, ის იქნებოდი ახალგაზრდობაშიც-მეთქი, რა გამოვიდოდა? ტყუილად ამიშლიდა ნერვებს, ამიყოლიებდა და გამიფუჭებდა განწყობას. ასე კი შევინარჩუნე ღიმილი და პოზიტივი.

აი, ახლა მცივა უბედურად, მაცვია ერთი ვაგონი ტანსაცმელი და  მაინც გადასარევ ხასიათზე ვარ. ხოდა ვფიქრობ და ვფიქრობ, რატომ? საიდან? რა ხდება? აზრზე არ ვარ.

იღბლიანობას ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, პირიქითაც კია, წარუმატებლობა სულ თან მდევს, მივეჩვიე კიდეც. პოზიტივიც  იშვიათად აღებს ჩემთან კარს, თუმცა ვერავინ ამჩნევს ამას. არ მიყვარს, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, წუწუნ-ზუზუნი. არაფერს ცვლის მაინც. სხვებისას ვერ ვიტან, მუდმივად ზეთი რომ ჩამოსდით ცხვირიდან და აწუხებენ გარშემო მყოფებს. ჩემს ცუდად ყოფნას მარტო მე ვიგებ, მეტი ვერავინ. ერთი  აქ თუ ამოვყრი ხოლმე გიჟებს, აბა რისთვის მინდა , მეტი რა დანიშნულება აქვს. თუმცა აქაც ვცდილობ შევიკავო თავი და არ გადავაქციო აქაურობა «სელპაკის» რეკლამად.

ვფიქრობ, რაც მეტად, მით მემატება პოზიტივიც და კმაყოფილებაც საკუთარი თავის გამო. დიახაც. მერე რა, თუ ვიღაცის საზომით არაფერია სახარბიელო ჩემს ყოფაში, მერე რა, თუ ვიღაცის თვალში წარუმატებლობის კვალი ატყვია ჩემს ცხოვრებას. მე მაინც კმაყოფილი ვარ და ძალიანაც შემდგარ ადამიანად ვთვლი თავს.

როცა «ზოლუშკა-2» ხარ და ამ გმირის იმ ცხოვრებას გადიხარ, როგორიც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში, ზღაპრის კანონების გარეთ, ნამდვილად საამაყოა, რომ არ ჩაიხრჩვე იმ ყველაფერში, თავზე რომ დაგაყარა ცხოვრებამ. მე? დიახაც არ ვიწუწუნებ. კმაყოფილი ვარ, რომ არასდროს  მიქნია ისეთი რამ, რის გამოც თავი შემძულდებოდა. მე მარტო შევძელი ამოვფორთხებულიყავი იმ ნეხვიდან, რაშიც მიზეზთა გამო მოვხდი. არც არაფერს ვნანობ, არც უკან დაბრუნება მინდა, რა აზრი აქვს, რასაც ვთვლი, რომ ისე არ უნდა მექნა და დავიზარალე თავი, ახლაც ისევ ისე ვიზამ ყველაფერს, რადგან ასე სჭირდებოდათ იმ ადამიანებს, მე რომ მიყვარს. ჰოდა რა აზრი აქვს უკან ცქერას და კვნესას? თუ რამე ცუდად მიქნია, ისევ ვიზამდი, იმიტომ რომ იმ მომენტში ასე იყო საჭირო ჩემთვის.

მოკლედ მოარული პოზიტივი ვარ. კიდეც მაშინებს ცოტა ეს ამბავი. აი, დღეს პირმშომ იმდენი ქნა, მაინც შემირყია ეს მდგომარეობა და ამიპურტყნა ნერვები, მაგრამ უცებ შემოვუძახე თავს: ჰოი, შესდექ!!! იქნებ კიდეც არაა ისეთი, როგორიც გინდოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო? და რომ არაა უარესი და სხვა უარესებზე ბევრად კარგია, ესეც ხომ რამეა? ხოდა გავიღიმე და გამოვედი. ისიც გაჩუმდა და უხმოდ გააკეთა ის, რისი თხოვნაც ვაკადრე 🙂 , თან შოკოლადიც მოაყოლა, თეთრი, თხილებით.

მერე სამარშრუტო ტაქსიში ვეკვეხებოდი, უკნიდან სხვებიც ეკვეხებოდნენ და ერთმა ქალმა თითები ისე ჩამაყოლა კარში, თვალებიდან ნაპერწკლები გამაყრევინდა, წამომცდა მე უზრდელს, ფრთხილად, დამაცალეთ ასვლა-მეთქი და უიი, ატეხა მარა რა ატეხა. გავიღიმე და მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით, ხელი რომ მომაყოლეთ-მეთქი. გაჩუმდა ხო იცი, მიიღო ბოდიში 🙂 . ხელი მთელი გზა მიბჟუოდა. მე მაინც წავედი სალონში, როცა ყველაფერს მოვრჩი, იქვე კაბინეტში შევედი და ყურზე კიდევ ორი ნახვრეტი გავიკეთე. ცოტა კი მეტკინა, მაგრამ ხელის ტკივილი გადაფარა და კიდეც მესიამოვნა. თანაც იმდენი ხანია მინდა და სულ მეზარებოდა. ჰოდა, ზუსტად კარგი დრო იყო საამისოდ.

აი, ახლა მოვრჩი მოსწავლეებს, გავაგრძელე სამი დღის წინ დაწყებული პოსტი. ხერხემალი დედას მაგინებს, ისეთ დღეშია. დილიდან დაღამებამდე მოსწავლეებთან ჯდომა გასამრჯელოზე მეტად და გაცილებით ადრე ხერხემალზე აისახება-ეს ჩემი აფორიზმია 🙂 . მაგრამ არ ვთმობ პოზოციას, ეგღა მაკლია კიდევ. გტკივა? მერე რა, მოცემულობა არის ასეთი, რომ კარგად უნდა იყო და პოზიტიურ ტალღაზე. მეც ვინარჩუნებ. კბილებით. ვცდილობ მაინც.

ჩემს დას ვეკითხები, ხომ არ გავგიჟდი-მეთქი და მაგას რა სჯობიაო. არა, გაგიჟების ამბავი არ უნდა იყოს. ვახ, საგონებელში ჩავარდი, ხო იცი!!! და ანდერძის წერის დრო ხომ არაა ნეტავ?..

ახლა ავდგები ჩავრთავ მუსიკას და დავიწყებ კოწიაწს, ცოტა წელში რომ გავიშალო, მერე ცოტას წავუცეკვებ და ოთხზე დამდგარი დავამთავრებ ამ უცნაურ რიტუალს( არა, ისეთი არაფერი გეგონოთ, იოგას ერთ-ერთი სავარჯიშოა, გადასარევია ხერხემლისთვის. თუუუმცა სხვა საქმეშიც კი შეიძლება მაგისი გამოყენება. ეგ უკვე სიტუაციის და სურვილის მიხედვით).

მოკლედ, წავედი მე. გიტოვებთ ჩემ ნაკოწიწებ პოზიტივს და მინდა გადაგედოთ ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც სულ მცირე წვლილი მაინც გაქვთ შეტანილი ამ პოზიტივის გაჩენაში.

გკოცნით თქვენი კატერინა.

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «არაშემოდგომური პოზიტივი»

  1. როგორ მესიამოვნა ამ პოსტის წაკითხვა ნეტავ იცოდე 🙂 ე.ი. თუ გაგიჟებაა მარტო მე არ გავგიჟებულვარ. ერთი ეგაა ძალიან მეშინია უსწრაფესად არ დავბრუნდე «საღ გონებაზე».
    აი, უმიზეზო პოზიტივს და ერთი შეხედვით ავადმყოფურ კარგად ყოფნას არაფერი ჯობია.
    მთავარია არ დათმო და დიდ ხანს შეინარჩუნო 🙂
    მომენატრეთ შენ და აქაურობა 🙂

  2. შენ მაგ «პალასაზე»ხარ, დაო? :)) რატომ არ მიკვირს ნეტავ. ჩვენც მოგვენატრე და ის კი არა მეც მომენატრა აქაურობა იმდენი ხანია არაფერი გაუთბია ჩემს ხელს. ტრადიციულად გეთანხმები ყველაფერში. მიხარია, თუ გესიამოვნა, შენც იმ ადამიანებს შორის ხარ, პოზიტივი რომ მოაქვთ.:*

  3. კი მეც მაგ «პალასაზე» ვარ და არც კი მიფიქრია გამკვირვებოდა რომ შენც 🙂
    მეც უსაზღვრო პოზიტივი მომიტანა აქაურობამ, ამ პოსტმა და თავისთავად შენ :* განმიახლდა «გიჟური კარგად ყოფნა» ❤

  4. იუჰუუ, მაგარია. მეც შემიტრიალა, წამოიღო 🙂 :* ❤

  5. tami:

    რაღაც მეც უმიზეზო პოზიტივი მაქვს.აი,ყველაფერი ცუდად რომ მაქვს და მაინც კარგ ხასიათზე ვარ.რამე ვირუსი ხომ არაა ნეტა:დ °_°

  6. გადასარევი ვირუსია, თანახმა ვარ სულ მქონდეს ეგ ვირუსი ათასი ჯანდაბის შეხვედრას და სულაც ეპიდემია მინდა მაგ ვირუსის 🙂

  7. მაკა:

    იმერეთში იციან თქმა (ალბათ სხვაგანაც) „__საითაც გევიქეცი იქით წევიქეციო…„
    პ.ს. თურმე ვირუსი მქონია შეყრილი და არ ვიცოდი :*

  8. რა სჯობს მერე მაგას, ეგ კარგი ვირუსია 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s